„პუტინის შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება“ - ლეონ პანეტა

პოლიტიკა 1709363642

ლეონ პანეტა

პუტინის შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება - ეს სიტყვები ამერიკის თავდაცვის ყოფილ მდივანს ეკუთვნის. "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლეონ პანეტა პირდაპირ ამბობს, რომ თუ რუსი დიქტატორი უკრიანაში გაიმარჯვებს, შემდეგ სამხედროო აგრესიას საქართველოში წამოიწყებს. 

 

"ვფიქრობ, ცხადია, თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის თავის აგრესიას გააგრძელებს არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ სცადოს იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება.  საქართველო კრიტიკული მნიშვნელობისაა შავი ზღვის და ნატოს ქვეყნების უსაფრთხოების თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პუტინმა საქართველო ხელში ჩაიგდოს. საქართველოს ტერიტორიის 20% მას უკვე ოკუპირებული აქვს. საქართველო ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება . ამიტომ მნიშვნელოვანია ნატომ და აშშ-მ ცხადყონ, რომ ჩვე არ დავუშვებთ, რომ პუტინმა დემოკრატიები ხელში ჩაიგდოს", - ამბობს პანეტა.
დაზვერვის სააგენტოს ყოფილი შეფი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის საფრთხეეები არა მხოლოდ რუსეთიდან არამედ ჩინეთიდანაც მოდის. გიგანტი სახელმწფო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ სტრატეგიულ პარნტიორად გამოაცხადა, მაღალი რანგის გამოცდილი ამერიკელი პოლიტიკოსისთვის რისკისშემცველია.

"თუ არ ხარ ძლიერი სახელმწიფო, ჩინეთი გადაგყლაპავს" - უთხრა პანეტამ "ამერიკის ხმას".

„[პეკინთან ურთიერთობაში], საქართველომ ცხადი უნდა გახადოს, რომ ის უნდა დარჩეს სუვერენულ ძალად, რომელიც თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს და არ მისცემს ჩინეთს საშუალებას, განსაზღვროს, რა მოხდება მომავალში“.
აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი აცხადებს, რომ საქართველოს „არ შეუძლია დაუშვას“, ჩინეთმა მასზე დომინირება მოიპოვოს.

ლეონ პანეტა, „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ასევე საუბრობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მომავალზე.

„საქართველო ბევრი მიზეზით არის მნიშვნელოვანი ქვეყანა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, საქართველოს შესახებ, არის ქართველი ხალხის უნარი, შეძლონ ისარგებლონ თავისუფლების უპირატესობებით“, – აცხადებს პანეტა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია ახალგაზრდები
"სიმცირის მიუხედავად, გზას ხელოვნურად კეტავენ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება" - შსს აქციების მონაწილეებს აფრთხილებს

შსს ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობების მონაწილეთა რიცხვი შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ დგას, რის გამოც, გომელაურის უწყება ორგანიზატორებსა...

პოლიტიკა 1713950251

პაპუაშვილი
პაპუაშვილი პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირებაზე აუსტრევიჩუსის განცხადების გამო ლიტვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ პოლიციის მაღალჩინოსნების დასანქცირება მოითხოვა, ლიტვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს. აუსტრე...

პოლიტიკა 1713949842

ლაზარეეე
ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

რუსული კანონის წინააღმდეგ გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მისი შეწყალების გადაწყვეტილება განაჩე...

სამართალი 1713949697

ზარქუა
საგარეომ ლიეტუვის ელჩს მოსთხოვოს პასუხი - ზარქუა აუსტრევიჩუსის მიერ "ხარებას" და სირაძის დასანქცირების მოთხოვნაზე

გუშინ, 23 აპრილს, ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე, სანქციების დაწესების მოთხოვნის ფარგლებში პირველად გაჟღერდა პოლიციის მაღალჩინოსნების სახელები. პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკომისიას მოუწოდა, სანქციები დ...

პოლიტიკა 1713949640

სასამართლო
ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ცნეს დამნაშავედ - შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. "სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბ...

სამართალი 1713949530

კალაძე
კახა კალაძე: გინახავთ, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, რომელიმე ქვეყნის დიპლომატი ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი ან რა გადაწყვეტილება მიიღოს?

„რასაკვირველია ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ისეთი  ევროკავშირი, სადაც არის სამართლიანობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კახა კალაძისთვის გაურკვეველია,  ...

პოლიტიკა 1713949343