„რა სერვისი ესაჭიროება, რასაც ვერ იღებს... რომელი დარგის სპეციალისტს მოისაკლისებს“ - ალუდა ღუდუშაური მიხეილ სააკაშვილზე

პოლიტიკა 1669999835

ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დედამ ლობისტები დაიქირავა, რაც ბადებს კითხვას, „სააკაშვილს ექიმის ესაჭიროება თუ ლობისტი?“.

 

„ჩვენ ვსვამთ კითხვას, სააკაშვილს რა სერვისი ესაჭიროება, რასაც ვერ იღებს? რომელი დარგის სპეციალისტს მოისაკლისებს, რომ ჩართული იყოს ჯანმრთელობის დაცვის პროცესში? ჩვენ ვეუბნებით, ჩამოვიყვანოთ ექიმი ნებისმიერი ქვეყნიდან. ისმება ერთგვარი რიტორიკული კითხვა, მაგრამ ამ რიტორიკულ კითხვას აქვს ძალიან დიდი საფუძველი, რომ სააკაშვილი მაინც და მაინც მალდივებზე ან კანარის კუნძულებზე უნდა იყოს გადაყვანილი და იქ მოხდება მისი რეაბილიტაცია? რომელი სერვისი ესაჭიროება და ვერ იღებს? რომელი დარგის ექიმი ესაჭიროება, რომელიც საქართველოში არ არის?

ნაცვლად ექიმისა თუ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისა, გაქანდნენ და ლობისტები დაიქირავეს. კითხვას ვსვამ, სააკაშვილს ექიმი ესაჭიროება თუ ლობისტი. ვისთან გააფორმა დედამისმა ხელშეკრულება და ვინ დაიქირავეს? ლობისტური კომპანია. როგორც ჩანს, სააკაშვილს ლობისტი ესაჭიროება და არა ექიმი. თუ აპოკალიფსური სურათია და წარმოუდგენელი რამ ხდება, რასაც თვითონ იძახიან, ლობისტები კი არ უნდა დაიქირაონ, უნდა ეძებონ ექიმი. ლობისტები დაიქირავეს ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე განარიდონ სააკაშვილი მართლმსაჯულებას“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიუ იორკი თავის დაწვა
ნიუ იორკის სასამართლოსთან, ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა

ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კაცი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდე...

მსოფლიო 1713597680

სტუდენტი
სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, კობახიძის ლექციაზე არ შეუშვეს

ირაკლი კობახიძის სტუდენტი ლექციაზე არ შეუშვეს. ახალგაზრდას, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, სალექციო აუდიტორის კარიი ჩაუკეტეს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტს...

პოლიტიკა 1713596794

ნათია ფანჯიკიძე
„ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ?“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში ვიდეოს აქვეყნებს და სოცქსელში წერს: „ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ? როგორ შევძელით? სამი ვერსია მაქვს - არც ისე ცუდები ვართ, როგორც ხშირად გვეჩვენე...

სოცმედია 1713596625

ლავროვი
„შვეიცარია ღიად მტრული ქვეყანაა“ - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შვეიცარია უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო კონფერენციას ვერ უმასპინძლებს, რადგან ის ნეიტრალური ქვეყნიდან „ღიად მტრულ სახელმწიფოდ“...

მსოფლიო 1713596491

გამომცემლები
"დაუშვებლად მიგვაჩნია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები" - გამომცემელთა ასოციაცია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ თავისუფალი, ცივილი...

პოლიტიკა 1713594042

მასწვლებელი
„რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს? ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ“ – მასწავლებელი რუსულ კანონზე

 მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი მელორ ცქვიტაია ფეისბუქში რუსული კანონს ეხიანება და წერს: „თითქმის სამი ათეული წელია მასწავლებელი ვარ! ასე უხერხულად...

საზოგადოება 1713593827