"რაღაც ძალამ ჩამომიყვანა საქართველოში, ამავე ძალამ გადამარჩინა 50 დღიანი შიმშილობის და განსაკუთრებით კი მოწამვლის დროს" - მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა 1696269540    349

სააკაშვილი

"ჩვენს გარშემო მიმდინარეობს ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირება. აზერბაიჯანმა დააკავა რუბენ ვარდანიანი - რუსი მილიარდერი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ასევე ე.წ. არცახის საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ბაბაიანი, რომელიც აქტიურად ავითარებდა ყარაბაღის ურთიერთობებს ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ და ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკასთან“. დღეს ზემოხსენებულმა ოკუპირებულმა ტერიტორიებმა დაკარგეს პარტნიორები, ვინაიდან ე.წ. „არცახმა“ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა.

ამასობაში, უკრაინელებმა ჯერ მოკლეს 58-ე არმიის მეთაური, გენერალი (ეს ის 58-ე არმიაა, რომელიც 2008-ში შემოიჭრა ჩვენთან) და ამასწინათ, მძიმედ დაჭრეს მისი მეორე მეთაური, ასევე დონბასში გაანადგურეს სამხრეთ ოსური ბატალიონი და ათეულობით აფხაზი. მოკლედ, ყველა ჩვენს საქმეს აკეთებს ჩვენ გარდა. სულ ტყუილად გვგონია, რომ ასე უბილეთოდ გავაგრძელებთ მოგზაურობას დაძრულ გეოპოლიტიკურ მატარებელში და რომელიმე მკვეთრ მოსახვევზე ამ მატარებლიდან არ გადმოვვარდებით.

უნიკალური შესაძლებლობები იხსნება ჩვენ წინაშე და ამ შესაძლებლობების ხელიდან გაშვებას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. მე ვერ შევძელი უკრაინაში დიდი ომის თარიღების ზუსტი პროგნოზირება, მაგრამ რაღაც ძალამ ჩამომიყვანა საქართველოში, ამავე ძალამ გადამარჩინა 50 დღიანი შიმშილობის და განსაკუთრებით კი მოწამვლის დროს, ეს მარწმუნებს, რომ ამ ურთულეს დროს ჩემს საქართველოში ყოფნას აქვს თავისი კონკრეტული დატვირთვა და ეს მიზანი ბოლომდეა მისაყვანი.

ეს მისია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და ევროპაში სრული ეროვნული სხეულით შესვლაა."

წერს მიხეილ სააკაშვილი სოცქსელში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ორბელიანის სასახლე
მოსამზადებელი სამუშაოებისა და საახალწლო ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება შეიზღუდება

საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 10 დეკემბრის 23:00 საათამდე, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შეს...

საზოგადოება 1702101085

გზა
ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების  გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების  გამო, 9 დეკემბრის 08:00 საათიდან  11 დეკემბრის  08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.   შეზღუდვა ორბელიანის ქუჩაზე, ორბ...

საზოგადოება 1702100847

მერია
თბილისის მერიის განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერის კორუფციული გარიგების წყალობით, „თბილისის განვითარების ფონდმა" გამრეკელის ქუჩაზე სამუშა...

საზოგადოება 1702100751

ამინდი
"თოვლი, წვიმა და ქარი..." - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8-9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იქროლებს...

საზოგადოება 1702100508

ნდობის სივრცე
ფსიქოლოგიური თანადგომის პროექტი: იპოვე მეგობარი „ნდობის სივრცეში“

კლუბმა „ნდობის სივრცე“ დაიწყო ფსიქოლოგიური თანადგომის პროექტი - იპოვე მეგობარი „ნდობის სივრცეში“. პროექტის ავტორების განმარტებით, APPR-ის მიერ კლუბის დაკვეთით ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ჩვენი ყ...

საზოგადოება 1702100159

"დამითმია ბურთი და მოედანი “ბლოგერებისთვის”, ალბათ, მისახვედრია ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი" - დერმატოლოგი ზაზა თელია "ფეისბუქს" აუქმებს
“ამ ქვეყანაში ექიმობის სურვილი დაგეკარგება ადამიანს” – ზაზა თელია  

დერმატო-ვენეროლოგი, “მტკიცებითი მედიცინის ცენტრის” ექიმი, ზაზა თელია:   თბილისში დაახლოებით 1 500 000 ადამიანი ცხოვრობსსტატისტიკურად ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ადამიანს სჭირდება დერმატოლოგის კონსულ...

სოცმედია 1702100045