რას წერს ნიკა გვარამიაზე, მიკერძოებულ სასამართლოსა და საქართველოს მოვლენებზე Foreign Policy-ი

პოლიტიკა 1660018995    770

ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობა, მიკერძოებული სასამართლო და საქართველოში მიმდინარე მოვლენები - ამ საკითხებთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს გამოცემა Foreign Policy.

სტატიაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი არაა, ამის ერთ-ერთ მაგალითად კი სტატიის ავტორს სწორედ ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება მოჰყავს:

 

"16 მაისს, იმ დროს, როცა ევროკავშირის ოფიციალური პირები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავდნენ, ქართველმა მოსამართლემ გამოჩენილ ოპოზიციონერ ჟურნალისტს, ნიკა გვარამიას მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 3,5 წლით. "უხეში ქმედება და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ" - ამბობს Amnesty International-ის დირექტორი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მარი სტრუტერსი.

[...]

 

"ქართული ოცნების" მიერ დემოკრატიის დემონტაჟი განსაკუთრებით თვალშისაცემია სასამართლო სისტემაში, რომლის დამოუკიდებლობაც მთლიანად გამქრალია. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, წინა ორ წელიწადში "ქართულმა ოცნებამ" "უვადოდ დანიშნა უზენაეს სასამართლოს ოცი მოსამართლე" ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც "კეთილსინდისიერებას, ობიექტურობასა და სანდოობას" არ შეიცავს", - წერია სტატიაში. 
სტატიაში ნახსენებია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეც, რომელმაც ნიკა გვარამიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.

 

15 ივლისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, რომელმაც ნიკა გვარამიას განაჩენი გამოუტანა და ცნობილი ოპოზიციონერი ფიგურების დაპატიმრების გამოცდილება აქვს, განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა ელჩი დეგნანის წარმომადგენლის მიერ, რომელმაც მას საქმის შესახებ ჰკითხა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. (ელჩმა დეგნანმა სასამართლო სისტემაში რაიმე ჩარევა არაერთხელ უარყო)., - ნათქვამია სტატიაში. 
სტატიაში ასევე ვრცლადაა საუბარი, რომ საქართველო, "რამდენიმე თვეში, მტკიცე დასავლელი მოკავშირიდან ანტაგონისტურ პროკრემლისტურ რეჟიმზე გადავიდა" და მისი " მისი მცდელობები, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში, ეჭვქვეშ დგას".

როდესაც საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს შეუტია, ეს იყო უახლესი ნიშანი იმისა, რომ ქვეყანა, რამდენიმე თვეში, მტკიცე დასავლელი მოკავშირიდან ანტაგონისტურ პროკრემლისტურ რეჟიმზე გადავიდა. მისი მცდელობები კი  გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში, ახლა ეჭვქვეშ დგას..., - წერს სტატიის ავტორი. 
სტატიაში საუბარია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზეც. სტატიის ავტორი წერს, რომ "ექსპერტები საქართველოს რუსეთისკენ მკვეთრად შემობრუნებაში მილიარდერ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ, რომელმაც დააარსა "ქართული ოცნება" და მასზე დიდი გავლენის მოხდენას განაგრძობს".

 

"მისმა ბოლოდროინდელმა პრორუსულმა, პუტინის სტილში, ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა და მისმა მმართველობამ არაფორმალური პირების მიერ, დაადასტურა, რომ ივანიშვილი საქართველოს არაფორმალური მმართველი და რუსეთის მოკავშირეა", - ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში ბათუ ქუთელია Foreign Policy-სთან. ამის დასტურად ის ამბობს იმასაც, რომ "საქართველოს ამჟამინდელი პრემიერმინისტრი მის ერთგვარ პირად თანაშემწედ მუშაობდა და [ივანიშვილის] ბანკ "ქართუშიც" მუშაობდა.

1990-იან წლებში, რუსეთის პრივატიზაციის დროს, ივანიშვილმა, ძირითადად ლითონებსა და საბანკო საქმეებში ბიზნესები და ჰოლდინგი დააგროვა, რომლებიც მან მილიარდ დოლარად გაყიდა. თავისი სიმდიდრის დიდ ნაწილს კი ის ოფშორებში ინახავს და ჩნდება Panama Papers-ში, Pandora Papers-სა და Suisse Secrets-ში. 2012 წელს კი მან "ქართული ოცნება" დააფუძნა, რომელმაც იმავე წელს დაამარცხა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". მას შემდეგ, მიუხედავად ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკიდან წასვლისა 2013 და 2021 წლებში, ["ქართული ოცნება"] ხელისუფლებაშია", - ნათქვამია სტატიაში. აქვე, საუბარია ქართველი ხალხის მისწრაფებებზე, გახდეს საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი. სტატიის ავტორს ამის მაგალითად მოჰყავს 2022 წლის 20 ივნისს გამართული აქცია: "ქართული ოცნების" აშკარა პოზიციისგან განსხვავებით, ქართველების 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება, 70%-ზე მეტს კი ნატოში შესვლა სურს. 20 ივნისს, ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების მხარდაჭერის მიზნით გამართულ აქციაზე დაახლოებით 120 000 ქართველი გამოვიდა".

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ენმ
„მე და შენს შორის პროვოკატორის დედაც“ - ჩხუბი ენმ-ს ოფისში

რა მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში - მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში თანამებრძოლებთან ერთად, იმ ბრალდებების გასარკვევად მივიდა, რომლ...

პოლიტიკა 1664171884

ზელენსკი
„კატასტროფული ვითარება ოკუპირებულ ყირიმში“ - ზელენსკი

სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ბევრ სექტორში, რომელთა საერთო სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია, .ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „კატასტროფული ვითა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664170336

დაღესტანიი
შეტაკებები დაღესტანში - ხალხი პუტინის ნაწილობრივ მობილიზაციას აპროტესტებს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ წინააღმდეგ დაღესტანში, ქუჩებში გამოსულ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს. გ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664170147

ინგა გრიგოლია
„ჩემი ოცნებები საშიშია, ყველა ვარიანტში ხდება, სულ რომ ხელი არ გავანძრიო“ - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგლია სოცქსელში წერს: „ჰაჰაჰაჰჰაჰა  კარგია  ტყუილად კი არ ვთქვი, ჩემი ოცნებები საშიშია, ყველა ვარიანტში ხდებათქო. სულ რომ ხელი არ გავანძრიო, ადრე თუ გვიან, მაინც მისრულდება,თუ ძალიან...

სოცმედია 1664168812

ოკუპანტები
დიდი უკმაყოფილება პუტინის ჯარში - ჯარისკაცი სამხედრო ნაწილიდან კამაზით გაიქცა

რუსეთის პოლიციამ დააკავა ჯარისკაცი, რომელიც ბელგოროდის ოლქის სამხედრო ნაწილიდან სატვირთო მანქანით გაიქცა, ინფორმაციას BAZA ავრცელებს.   მოსკოველი ვიქტორ პერეკიპსკი კონტრაქტორი ჯარისკაცია. მისი ახლობლე...

მსოფლიო 1664168553

ზეიკიძე კუმ დეო
უყურეთ ვიდეოს, დაიმახსოვრეთ ეს სახელები და გვარები და მათზე ყველას მოუყევით - „კუმ დეოს“ რაჭული ქრონიკა

ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი არაფერია - სოკრატეს ამ სიბრძნეში ადრე შესაძლოა, ეჭვი შემეტანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „კუმ დეო მედიქალის“ გუნდი სოფელ-სოფელ დადის და...

საზოგადოება 1664168276