"რასაც ამბობს მელია მუდამ ასრულებს მას"- ზურა (გირჩი) ჯაფარიძე

პოლიტიკა 1634747834

ზურა ჯაფარიძე

,,შეთანხმება სრულდება, როგორც იყო შეთანხმებული ამ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის" - პარტია ,,გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, რომელიც მან ,, ტვ პირველის" ეთერში გააკეთა, ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია არის სანდო პარტნიორი, რომელიც მიცემულ სიტყვას ყოველთვის ასრულებს. 

,,ეს არის შეთანხმებაზე დაფუძნებული კოალიცია. ზოგადად ნამდვილი რეალური კოალიციები არსებობს მაშინ, როდესაც პარტიების უკან დგას კონკრეტული ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს უფრო მეტი ამომრჩეველი და ის არის დომინანტი პარტია, მის გარდა მაინც არიან სხვა პარტიები და ის ადამიანები, ვინც ამ სხვა პარტიებს უჭერს მხარს, მათ შორის ჩვენ. მე მელიასთან არ მქონია რეგულარული კონტაქტი, რაც მქონია ბოლო თვეების განმავლობაში, მას აქვს გააზრებული, რომ ერთი ადამიანის ხელში არსებული ძალაუფლება საბოლოო ჯამში იწვევს გარკვეულ პრობლემებს. მე გამიჭირდება დეტალებზე საუბარი თუ რა ხდება პარტიის შიგნით, მაგრამ მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის რასაც ამბობდა მუდამ ასრულებდა, იყო შემთხვევები როდესაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა რაღაც თავისას, მაგრამ ეს არ იყო მელიას პასუხისმგებლობაში", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

მისივე თქმით, ის რომ თავის პარტიამ უფრო დაბალი შედეგი აჩვენა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ეს სხვა და სხვა ფაქტორებით იყო განპირობებული. 

,,ჩემი პარტიის შემთხვევაში ბევრი ფაქტორი იყო იმის, რაც ვაჩვენეთ ჩვენ 2021 წელს, დღემდე მიგზავნიან ადამიანები ბიულეტენებს სადაც 36 აქვთ შემოხაზული და აწერია მიდი ჯაფარ მიაწექი, მათ დღემდე ჰგონიათ, რომ მე მომცეს ხმა და ზოგადად ჩვენ არ გვაქვს კარგად აწყობილი ყველა სისტემა, ასევე იყო გახარიას და სააკაშვილის ფაქტორი, რომლებმაც რაღაც წაგვართვეს ჩვენ. ის მომენტიც არის, რომ რაც გვქონდა მაშინ ეფექტი დღეს არ გვაქვს იგივე ეფექტი. მე მოლოდინი მქონდა, რომ ჩვენს შემთხვევაში პოლარიზაცია უფრო ნაკლებ ეფექტს იქონიებდა, და  ჩვენს ჯგუფებიდან კი მიშას ჩამოსვლის შემდეგ ადამიანები რომლებიც იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები, მაინც გადაიხარენ მიხეილ სააკაშვილისკენ. ზოგი კი გადაიხარა ოცნებისკენ იმიტომ, რომ მათ არ მოსწონთ სააკაშვილი და ისევ ოცნებაში ეგონათ მისი შეჩერების შანსები",- განაცხადა ჯაფარიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გამომცემლები
"დაუშვებლად მიგვაჩნია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები" - გამომცემელთა ასოციაცია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ თავისუფალი, ცივილი...

პოლიტიკა 1713594042

მასწვლებელი
„რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს? ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ“ – მასწავლებელი რუსულ კანონზე

 მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი მელორ ცქვიტაია ფეისბუქში რუსული კანონს ეხიანება და წერს: „თითქმის სამი ათეული წელია მასწავლებელი ვარ! ასე უხერხულად...

საზოგადოება 1713593827

გახარია ივანიშვილი
„ერთადერთი გამოსავალი დარჩა“ - გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს

"ივანიშვილს აქვს შესაძლებლობა, გამოასწოროს ის ფატალური შეცდომები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში დაუშვა", - ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. პარტია "საქართველ...

პოლიტიკა 1713593660

კობახიძე-გახარია
„20 ივნისის ტრაგიკული საათების მიზეზი ეს ვაჟბატონი (კობახიძე) იყო“ - გიორგი გახარია "ოცნებას" "ენაზე კბილის დაჭერას" ურჩევს

"ენას კბილი დააჭირეთ"- ასე მიმართა ექსპრემიერმა "ქართული ოცნების" ბოსებს, რომლებიც გიორგი გახარიას 20 ივნისის ღამეს ახსენებენ.   "მთავარი მიზეზი 20 ივნისის ტრაგიკული საათების ეს ვაჟბატონი იყო" - ამბობ...

პოლიტიკა 1713592923

 კაია კალასის
"როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ისეთ ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც EU-სთან დააახლოებს და არა დააშორებს" - კალასი

 "როგორც კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ისეთ ნაბიჯებზე უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც ევროკავშირთან დააახლოებს და არა დააშორებს," - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალას X-ზე წერს და ამბობს, რომ...

პოლიტიკა 1713592833

ამინდი
ნახეთ, როგორი ამინდი იქნება დღეს და ხვალ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერ...

საზოგადოება 1713592739