„რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ" - სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილზე

პოლიტიკა 1700197285    487

ზურაბიშვილი ივანიშვილი

"დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის... რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ", - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუსას გააკეთა.

 

"მე არ ვიცი, როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის," - აცხადებს ზურაბიშვილი.
ივანიშვილის საუბრისას პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ "ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა." შესაბამისად, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ რიგებშია, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს უჭერს მხარს და კრემლის მარცხი არ წარმოუდგენია.

 

პრორუს ოლიგარქზე საუბრისას ზურაბიშვილი ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გავლენებზეც საუბრობს და მაგალითად თავისივე იმპიჩმენტის საკითხი მოჰყავს. მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი "ოცნებას" ივანიშვილმა უკარნახა.

 

"ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის [ივანიშვილის] გარეშე  ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე," - ამბობს ზურაბიშვილი. 
ზურაბიშვილი იმასაც აცხადებს, რომ იგი ივანიშვილის გავლენის ქვეშ, ოცნების სხვა წევრებისგან განსხვავებით, არაა და სწორედ ამაში "ადანაშაულებს" ოლიგარქი პრეზიდენტს.

 

"რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც "ქართული ოცნების" წევრი მმართველები," - ამბობს ზურაბიშვილი. მიუხედავად ამისა, ზურაბიშვილი იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, როდესაც, მისივე თქმით, პროევროპელი კანდიდატი პრეზიდენტად მოიყვანა.     

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ფოტო
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი წალკიდან 13 კილომეტრში, სოფელ სალამალეიქში ი...

შემთხვევა 1701807901

სელფი
სელფის კორპორაციული კლიენტები ოპტიმოს პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ

სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, კორპორაციული კლიენტების მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, პარტნიორობა გააფორმა ოპ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701807832

ხაინდრავა
"ქურქუმალი რატომ დარჩა გაღიმებული გასაგებია..." - რას წერს გოგა ხაინდრავა

"ხაბეს აშშ-ი მიეცა შესაძლებლობა მაიკ პენსს გასაუბრებოდა საქართველოზე! პენსი ქურქუმალვაითს თუ ფლობდა აბა რას წარმოვიდგენდი. ქურქუმალი რატომ დარჩა გაღიმებული გასაგებია. ეს ჩვენი ცოდვით სავსე სტრატეგიული...

სოცმედია 1701807300

საჩუქარი
როგორი საჩუქრით გავახარებთ ზოდიაქოს ნიშნებს?

ზოდიაქოს ნიშანი ადამიანის ხასიათზე გავლენას ახდენს მის გემოვნებაზე. ამის გათვალისწინებით, შეგიძლიათ, საჩუქრის ადრესატი მოკრძალებული საახალწლო სუვენირით უფრო გაახაროთ, ვიდრე ძვირად ღირებული საჩუქრით, რ...

ეს საინტერესოა 1701807000

ბიბო ბაიაშვილი
"გარდაიცვალა ახალგაზრდა ემიგრანტი, ნინო ბაიაშვილი" - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

"გარდაიცვალა იტალიაში (ბარში) ახალგაზრდა ემიგრანტი, ნინო ბაიაშვილი. გლოვობს ჩემი თიანეთი 7 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩამოსულიყავი მშობლიურ სიმონიაანთხევში?....  სიკვდილო,ვინ წაგართვი?? ეცხოვრა, ეცო...

სოცმედია 1701806700

ნანუკა ნიცა
„ძალიან მაგარია, როცა ახალგაზრდა გოგოს შეუძლია ბულინგს, ასეთი ფორმით უთხრას -მკიდიხარ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ნიცა თავაძეზე

"ძალიან მაგარია,  როცა ახალგაზრდა გოგოს შეუძლია ბულინგს, ასეთი ფორმით უთხრას - მკიდიხარ. თუ ყველა ასე მოვიქცევით, უცხო ადამიანები სხვების ცხოვრებიდან ცხვირსად ამოყოფენ და დიზაინერობასაც თავს დაანებებე...

სოცმედია 1701806100