პოლიტიკა • 1701957883
„საქმე ეხებოდა არა იმას, რომ ვინმე მიზნად ისახავდა ადამიანის მკვლელობას, არამედ იმას რომ ადამიანებმა უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის საზღვარი, ამასთან ერთად, ისინი მესაზღვრეებს ნაჯახის გამოყენებით ემუქრებოდნენ“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას განაცხადა და თქვა, რომ ტერმინი „მკვლელობის“ გამოყენება არასწორია.
„პირველი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გალუზინმა ასევე განაცხადა, რომ გინტურის მკვლელობისას რუსი სამხედროები „საერთაშორისოდ ცნობილი წესებით მოქმედებდნენ“:
„საჭიროა რეალურად და ცხადად იმ გეოპოლიტიკური რეალობის მიღება, რომელიც გარშემო გვაქვს. საჭიროა ცხადად დამახსოვრება დღევანდელი მდგომარეობის, მიზეზებისა, სათავეებისა და ისტორიის, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წლის აგვისტოდან.
როგორ იწყებოდა საქართველოში აგრესია სააკაშვილის ხელმძღვანელობით, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ. რუს სამშვიდობოებზე თავდასხმა ნიშნავს რუსეთზე თავდასხმას, ამიტომ საქართველო იძულებით მოწოდებული იქნება მშვიდობისკენ.
საქმე ეხებოდა არა იმას, რომ ვინმე მიზნად ისახავდა ადამიანის მკვლელობას, არამედ იმას რომ ადამიანებმა უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის საზღვარი, ამასთან ერთად, ისინი ნაჯახის გამოყენებით ემუქრებოდნენ მესაზღვრეებს, ნაჯახი სერიოზული ცივი იარაღია, ისინი ცდილობდნენ ეკლესიაში შეჭრას, როდესაც მას წესრიგისკენ მოუწოდეს, ამ ნაჯახით ისინი ჩვენს მესაზღვრეებს დაემუქრნენ.
მესაზღვრეებმა მოუწოდეს, შეეწყვიტათ მსგავსი ქმედებები, ამის მიუხედავად ისინი ჩვენს მესაზღვრეებს ემუქრებოდნენ, უნდოდათ მანქანით დასჯახებოდნენ. თავიდან, გამაფრთხილებელი ცეცხლი ჰაერში გაიხსნა, შემდეგ კი უკვე მანქანის ბორბლების მისამართით.
რისთვის უნდა დავსაჯოთ ვინმე, როდესაც მესაზღვრე მოქმედებდა იმ წესების ფარგლებში, რომლებიც საერთაშორისოდ ცნობილია, ასე რომ, ამის შეფასება მკვლელობად არასწორია.
კარგი იქნებოდა ქართულ მხარეს კარგად განემარტა საკუთარი მოსახლეობისადმი, რომ არ ღირს ჩუმად და უკანონოდ საზღვრების გადაკვეთა“. – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ცნობისათვის, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
პროკურატურამ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის უფლებამონაცვლედ მისი შვილი ცნო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ჩვენ საქართველოს ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის, - 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან ა...
პოლიტიკა • 1733242641
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი წერს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოსტს ტოვებს. "30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თ...
პოლიტიკა • 1733241037
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხავიერ ბეტელი ამბობს, რომ "არ არის კარგი, რაც საქართველოში ხდება". ის "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ ევროკავშირში არსებობს წესები, რომელსაც პატივი უნდა სცეს. "არ...
პოლიტიკა • 1733240540
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ მას საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ სჯერა. მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ საბჭოზე საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ, საუბა...
პოლიტიკა • 1733239998
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის პოსტზე გელა გელაძემ შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, უცნობია, ასევე ი...
პოლიტიკა • 1733238950
"თუ შინაურულად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ ოფიციალურად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ პროვოკაციის მიზნით მეკითხები, კიდევ გეუბნები, არ დაუტოვებია არაფერი. ანუ სამივე შემთხვევაში არა......
პოლიტიკა • 1733238244
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი