როგორ ეწევა „უცნობი“ სოციალურ ქსელში რუსულ პროპაგანდას - სკანდალური კვლევა

პოლიტიკა 1660134452

უცნობი

 "სამართლიანმა არჩევნებმა" გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" კოორდინირებული ქსელი შეისწავლა, რომელიც მათი შეფასებით, ანტიდასავლური პროპაგანდის სამსახურშია ჩართული.

 

ორგანიზაცი წერს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, საქართველოში მომძლავრდა ანტიდასავლური და, რიგ შემთხვევებში, ღიად პრორუსული გზავნილები. ISFED-ის განცხადებით, საზოგადოებაში ომში ჩათრევის შიშების დასანერგად და დასავლეთის უარყოფითი როლის წარმოჩენის მიზნით დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიაში ჩართულნი არიან ხელისუფლებასთან დაკავშირებული, ექსპერტებად ცნობილი პირები, მმართველი გუნდის ამჟამინდელი თუ, უკვე, ყოფილი წევრები და სხვა აქტორები.

"მართველი პარტიის რიტორიკისა და ტრადიციულ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებში გააქტიურებული კამპანიის პარალელურად, ანტიდასავლური გზავნილები მომძლავრდა სოციალურ ქსელებშიც.  მათ შორის, თვალსაჩინო გახდა ფეისბუქზე გიორგი (გია) გაჩეჩილაძის (“უცნობის”) მიერ დაარსებულ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდების ქსელი, რომლებიც ფეისბუქზე შექმნილი ინფრასტრუქტურის (გვერდები და არაავთენტური ანგარიშები) მეშვეობით ცდილობენ, ხელი შეუწყონ დასავლეთის საწინააღმდეგო ნარატივის პოპულარიზაციას. ამასთანავე, აღნიშნული ქსელი სცდება ფეისბუქის მასშტაბებს და მასთან ერთად, იუთუბის, ტელეგრამის, ტიკტოკისა და ინსტაგრამის პლატფორმებზეცაა წარმოდგენილი, რაც მისი საინფორმაციო კამპანიის ხასიათზე მიუთითებს და საზოგადოებაზე გავლენის გაზრდის ინტერესს ნათელს ხდის", - წერს ISFED.
გია გაჩეჩილაძის საზოგადოებრივ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდები ფეისბუქზე

ISFED წერს, რომ "უცნობისა" და ვატო შაქარიშვილის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივი მოძრაობა "აი ია"-სთან დაკავშირებულია ღიად ანტიდასავლური, ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ქსელი, რომელშიც 7 გვერდი შედის:

„არ აგარევინებთ“
„არ აგარევინებთ • ar agarevinebt“,
„აი უცნობი • i ucnobi“,
„აი ია“, „
Vato Shakarishvili • ვატო შაქარიშვილი”,
“Fun Politic“
"მიშინგი“.
ორგანიზაციის განცხადებით, გვერდების პოსტების უმეტესობა ჯგუფებში ყალბი ანგარიშების მიერ კოორდინირებულად ვრცელდება. ოპოზიციის წინააღმდეგ გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი რეკლამების სახითაც ვრცელდება. 

 

Facebook-ის მონიტორინგის ინსტრუმენტის, CrowdTangle-ის, მიხედვით, გვერდები „აი ია“, „არ აგარევინებთ“, „არ აგარევინებთ • ar agarevinebt”, „Vato Shakarishvili • ვატო შაქარიშვილი“ და „აი უცნობი • i ucnobi“ ერთმანეთის გვერდებიდან აქვეყნებენ ვიდეოებს ე.წ. ქროსფოსთინგის ფუნქციის მეშვეობით,[1] რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია და შესაძლოა, საერთო ადმინისტრატორებიც ჰყავთ.

არაავთენტური ანგარიშების კოორდინირებული აქტივობა ფეისბუქ ჯგუფებში

"სამართლიანმა არჩევნებმა" აღმოაჩინა Facebook-ზე მოქმედი ყალბი ანგარიშები, რომლებიც შესწავლილ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებს ჯგუფებში კოორდინირებულად ავრცელებენ. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული არაავთენტური ანგარიშები პოსტების ჯგუფებში გაზიარებას მათი გამოქვეყნებისთანავე იწყებდნენ, რაც მათი ადმინისტრატორების კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს. საყურადღებოა ისიც, რომ თითოეული ყალბი ანგარიში ჯგუფებში პოსტებს რამდენიმე გვერდიდან აზიარებდა. 

ამასთან, ორგანიზაცია წერს, რომ ინტერაქციის გაზრდისა და დისკურსის განვითარების მიზნით, აღნიშნული არაავთენტური ანგარიშები პოსტებზე კომენტარებსაც ტოვებდნენ. ყალბი ანგარიშების გარდა, შესწავლილ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტების  ჯგუფებში გავრცელებაში ჩართული იყო მმართველ პარტიასთან აფილირებული პროპაგანდისტი, გია აბაშიძე. 

 

ძირითადი გზავნილები

ორგანიზაცია წერს, რომ "უცნობთან" დაკავშირებული გვერდების ქსელი ღიად ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა. გვერდებზე, ძირითადად, ვრცელდება ვატო შაქარიშვილისა და მმართველი პარტიის მხარდამჭერი პირების (გოგა ხაინდრავა, ამირან სალუქვაძე, ზაზა შათირიშვილი და სხვ.) ანტიდასავლური განცხადებები. „არ აგარევინებთ“ და მასთან დაკავშირებული ქსელი ერთ-ერთი პლატფორმა გახდა „ქართული ოცნებიდან“ მიმდინარე წლის ივნისში წასული პარლამენტის დეპუტატებისთვისაც, რომლებიც ახლა უკვე ღიად აფიქსირებენ ანტიდასავლურ, უმეტესად ანტიამერიკულ, განწყობებს. ამასთანავე, გვერდებზე აქტიურად ქვეყნდება ნაწყვეტები “უცნობის” გადაცემიდან.

"გვერდებზე გავრცელებული მთავარი გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-სა და დასავლეთს საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყება და ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა სურს. გვერდებზე ღიად თავს ესხმიან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და კელი დეგნანს, დასავლეთი კი წარმოჩენილია ძალად, რომლის მიზანიც საქართველოს მოქმედებების მართვა და ქვეყანაზე კონტროლის მოპოვებაა", - წერს ISFED.
დასავლეთის გარდა, გვერდების დისკრედიტაციის სამიზნე უკრაინაცაა. ვრცელდება გზავნილები, რომ უკრაინას ომში ფულადი ინტერესი აქვს. ასევე, დასავლეთის მსგავსად, უკრაინის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნის სურვილშიც.

ISFED წერს, რომ აღნიშნული გვერდები მმართველი გუნდის სასარგებლოდ მოქმედებენ და ეწევიან ოპოზიციის დისკრედიტაციას. მათი ძირითადი სამიზნე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია.

"დასავლეთი, უკრაინა და ოპოზიცია ერთმანეთთან დაკავშირებულ ძალებად არის წარმოჩენილი, რომელთაც საქართველოს ომში ჩართვა და არეულობა სურთ. ოპოზიციის დისკრედიტაციის პარალელურად, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიას საზოგადოების მოტყუებასა და ფაქტების ფაბრიკაციაში სდებენ ბრალს, რის მტკიცებულებადაც უცნობის მიერ გასაჯაროებულ ფარულ ჩანაწერებს იშველიებენ", - წერია განცხადებაში.
დარეკლამებული კამპანია

ორგანიზაციის ცნობით, "უცნობსა" და ვატო შაქარიშვილთან დაკავშირებული გვერდების კავშირზე მეტას რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებიც მიუთითებს - გვერდებზე "არ აგარევინებთ • ar agarevinebt", "აი ია" და "Vato Shakarishvili • ვატო შაქარიშვილი" რეკლამების განმთავსებლად მითითებულია ვინმე Davit Davitashvili, თუმცა საკონტაქტო ინფორმაციით მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია, შესაბამისად, დახარჯული თანხის წარმომავლობა გაუმჭვირვალეა.

"დარეკლამებული პოსტები, ძირითადად, ვატო შაქარიშვილის განცხადებები და ეთერებია. აღსანიშნავია, რომ გვერდზე „აი ია“ ივლისის შუა რიცხვებამდე რეკლამები ქვეყნდებოდა Tuna-ს სახელით, რაც, ასევე, არ იძლევა დამფინანსებლის იდენტიფიკაციის საშუალებას", - წერს ორგანიზაცია.
ბოლო ორი თვის განმავლობაში გვერდებზე სულ 42 რეკლამა გამოქვეყნდა. თითოეული მათგანი პოტენციურად 1 მილიონზე მეტ ფეისბუქმომხმარებლამდე აღწევს.

აქტივობა სოციალური მედიის სხვა პლატფორმებზე

გარდა Facebook-ისა, "ტიკტოკზე" აქტიურია არხი "არ აგარევინებთ", რომელსაც 949 გამომწერი ჰყავს.  ეს გვერდი, ასევე, იყენებს "ტელეგრამის არხს", რომელიც 2022 წლის 5 მაისს შეიქმნა და ამჟამად 561 გამომწერი ჰყავს. 

 


2022 წლის 8 მაისიდან მოქმედებს მათი YouTube არხიც, რომელსაც მხოლოდ 20 გამომწერი ჰყავს. არხზე აქტიურად ქვეყნდება მოკლე ვიდეოები, ე.წ. შორთები. სხვა პლატფორმების მსგავსად, კონტენტს აქაც დისკრედიტაციული ხასიათი აქვს.

მოძრაობა „აი ია“ ინსტაგრამის ანგარიშსაც იყენებს სახელწოდებით @aisazogadoeba. ანგარიშზე ბოლო პოსტი 2021 წლის 22 ივნისსაა გამოქვეყნებული. ანგარიშზე გვხვდება ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
"ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან..." - მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” მმართველობაზე

მესამე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" 12 წლიანი მმართველობის სხვადასხვა ნაბიჯებე წერს, რომელსაც "ღალატის  ქრონიკად" აფასებს:   "ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან:2012 წელს საარჩევნო კამპანიისთვის რუსეთმა ივან...

პოლიტიკა 1713612348

ირაკლი კობახიძე
პრემიერის მიერ წახალისებული ძალადობა თსუ-სთან - კობახიძის თვალწინ სავარაუდოდ "ოცნების" პარტაქტივმა სტუდენტს სცემა

პრემიერმინისტრის მიერ წახალისებული ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან - ირაკლი კობახიძის თვალწინ, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" პარტაქტივმა სტუდენტ ნიკო მანაგაძეს ს...

პოლიტიკა 1713612275

გია ხუხაშვილი
„ნამდვილ ქოცად მაშინ მოინათლები…” - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ტესლაში” ზიხარ, შენს “აიფონზე” “ვოტსაფში” მოგწერენ, რომ “ფეისბუქში” უნდა დაპოსტო შენი “მაქბუქით” – “ამერიკის ელჩი აგენტიაო” და შენც შეასრულებ დავალებას,...

სოცმედია 1713611104

გვარამია ივანიშვილი
,, დარწმუნებული ვარ, ასეთზე ოცნებობს ახლა ივანიშვილი” – ნიკა გვარამია

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს: ,,ჰამელნელი მესტვირის ისტორია გახსოვთ? სტვირით რომ მოაჯადოვა ბავშვები, დაამწკრივა და გაუძღვა ქალაქიდან, წყალში შეიყვანა და ყველა დაახრჩო? და...

სოცმედია 1713610926

ღარიბაშვილი
„პატარა გადაცდომა და ყველა მკაცრად დაისჯება“ - ღარიბაშვილი აქციის მონაწილეებს ემუქრება

ატარა გადაცდომა და ყველა მკაცრად დაისჯება - ირაკლი ღარიბაშვილი აქციის მონაწილეებს ემუქრება. "ოცნების" თავმჯდომარე რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულებს ურჩევს "რაიმეს მოწყობის" ილუზია არ ჰქონდეთ...

პოლიტიკა 1713610798

ივანიშვილი-ღარიბაშვილი
„კაცმა თავი გადადო ჩვენი ქვეყნისთვის“ - ღარიბაშვილის ქებათა-ქება ივანიშვილს

ირაკლი ღარიბაშვილი ხოტბას კვლავ ბიძინა ივანიშვილს ასხმას - ყოფილი პრემიერი ოლიგარქს ქართველი ხალხისა და ქვეყნის სისხლიანი რეჟიმისგან გათავისუფლების გამო მადლობას უხდის. "ხელისუფლებაში ბატონი ბიძინა და...

პოლიტიკა 1713610649