პოლიტიკა • 1695889995 208
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ კრემლმა დაინახა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, ამის შემდეგ კი შეთანხმდნენ "ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან" ფრენების განახლებაზე.
ლავროვს ინტერვიუ ჰქონდა "ტასთან" სადაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა ხედავს თუ არა უახლოეს მომავალში საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას. ლავროვმა თქვა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან რუსეთს არ გაუწყვეტია.
მისივე მტკიცებით, რუსეთს არასდროს ჰქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ "ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ხალხი".
"როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესებით, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ეწვიონ ერთმანეთს, ეწვიონ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ტურისტები, სურთ ბიზნესის კეთება, ბოლოს და ბოლოს, რომელიც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს ეკონომიკურ სისტემებს, ჩვენ შევთანხმდით ბატონ [საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი] ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი. მაგრამ ახლა, ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის", - თქვა ლავროვმა.მისივე თქმით, იზრდება ფრენების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ლავროვი ამბობს, რომ რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „ჩვენთვის, ისევე როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ცნობილი გახდა ერთი უსიამოვნო და დ...
სპორტი • 1701721800
ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რა იწვევს ყველაზე ხშირად კიდურებში დაბუჟების შეგრძნებას და რამდენად რეალურია კორონავირუსის დროს ამ ნიშნებით თრომბოზის განვითარების ვარაუდი: "ბოლო პერიოდში ხელებში დ...
საზოგადოება • 1701721500
გარემოს ეროვნული სააგენტო 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. „4 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5-7 დეკემბერს ქვე...
საზოგადოება • 1701721140
ოთარ ფარცხალაძე თბილისშია. ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი აეროპორტის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ფარცხალაძეს იქ დაცვის 2 მანქანა ელოდებოდა, რომლებმაც ფარცხალაძე თბილის...
პოლიტიკა • 1701719429
„ბედნიერი ამბები გვაქვს და თან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა და არ შეუშვა სახლში არავინ, სწორედ იმიტომ, რომ ავად არიან და ქუჩაში სძინა...
სოცმედია • 1701719400
"მიშას წინააღმდეგ, რომ დაირაზმნენ ევსაქები და გროშებად შეისყიდეს აქტივისტები, ვინც მათ გაჰყვა, ახლა კედლიდან-კედელზე რომ დაწანწალებენ და მელიას გმობენ მიშას გამო, ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწ...
სოცმედია • 1701719370
ეს საინტერესოა • 1701718320
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1701631860
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი