რუსებმა ფაქტობრივად ვარკეთილის, ან გლდანის ერთი მიკრორაიონი შეიძინეს უკანასკნელ 6 თვეში - ლევან ხაბეიშვილი

პოლიტიკა 1660292708    655

ხაბეიშვილი

რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში ბოლო 6 თვეში ფაქტობრივად გლდანის, ან ვარკეთილის ერთი მიკრორაიონი იყიდეს- აცხადებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი საგანგებო ბრიფინგზე.

ხაბეიშვილმა დღეს რუსების უკონტროლო შემოდინებაზე ისაუბრა და კონკრეტული ციფრები დაასახელა. მისი თქმით,  რუსეთის 16 480 მოქალაქეს უკვე აქვს ბინადრობის მოწმობა საქართველოში, დაირეგისტრირეს 3 200-ზე მეტი უძრავი ქონება  და 6 ათასზე მეტი რუსი ინდმეწარმედაც დარეგისტრირდა. და ეს ყველაფერი ბოლო 6 თვეში:

"რუსეთის 16 480 მოქალაქეს უკვე აქვს ბინადრობის მოწმობა საქართველოში. უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში 3 200-ზე მეტი უძრავი ქონება დაირეგისტრირეს რუსეთის მოქალაქეებმა, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ვარკეთილის, ან გლდანის ერთი მიკრორაიონი შეიძინეს უკანასკნელ 6 თვეში. ამავე 6 თვეში, 6 ათასზე მეტი რუსი ინდმეწარმეებად დარეგისტრირდნენ და ეს არის სახიფათო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ აკონტროლებს არაფერს, ამ ადამიანებს არანაირი შეზღუდვა არ აქვთ და არ ვიცით არღვევენ თუ არა საოკუპაციო კანონს" - ამბობს ხაბეიშვილი.

ენმ ხელისუფლებას მოუწოდებს,  რუსეთიდან შემოსულებისთვის სპეციალური ღონისძიებები გაატაროს. კონკრეტულად:

"ჩვენ იუსტიციის სამინისტროსთვის გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, რომლებიც უკავშირდება ტურისტების მხოლოდ 1 თვით შემოშვების უფლებას, შეზღუდვებს უძრავი ქონების ყიდვაზე, მათი სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვას და ასევე, საზღვარზე გაჩნდეს ერთი პუნქტი და თუ ტურისტი მოდის კეთილი ზრახვებით და უნდა როგორც სტუმარი იყოს საქართველოში, კეთილი ინებოს და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა" განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სანთლები
ძალიან სამწუხარო ინფორმაცია - ცნობილი ქართველი ოლიმპიელი გარდაიცვალა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოდან ძალოსნობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, მსოფლ...

საზოგადოება 1664173741

პუტინი
გაქცევა პუტინისგან - ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა მამაკაცმა დატოვა

Новая газета Европа-ს ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა მამაკაცმა დატოვა. გამოცემის წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში უსაფრთხოების ძალები და თა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664173514

ენტონი ბლინკენი
რას იზამს აშშ, თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - ბლინკელის განმარტება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ უკრაინელების დასახმარებლად, ასევე, იმისთვის, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს. ბლინკენმა თქვა, რომ პუტინის რიტორიკა ბირთვული იარა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664173079

ენმ
„მე და შენს შორის პროვოკატორის დედაც“ - ჩხუბი ენმ-ს ოფისში

რა მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში - მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში თანამებრძოლებთან ერთად, იმ ბრალდებების გასარკვევად მივიდა, რომლ...

პოლიტიკა 1664171884

ზელენსკი
„კატასტროფული ვითარება ოკუპირებულ ყირიმში“ - ზელენსკი

სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ბევრ სექტორში, რომელთა საერთო სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია, .ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „კატასტროფული ვითა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664170336

დაღესტანიი
შეტაკებები დაღესტანში - ხალხი პუტინის ნაწილობრივ მობილიზაციას აპროტესტებს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ წინააღმდეგ დაღესტანში, ქუჩებში გამოსულ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს. გ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664170147