რუსეთის დავალიანება საქართველოს წინაშე დაახლოებით 133,4 მლნ ევროა - ევროპის საბჭო

პოლიტიკა 1702058845

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ინფორმაციით,  2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის მიერ საქართველოსთვის გადასახდელი კომპენსაცია დაახლოებით 133,4 მილიონი ევროს შეადგენს.

მინისტრთა კომიტეტი ევროპული სასამართლოს მიერ აპრილში მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომლის თანახმადაც რუსეთს საქართველოსთვის სამი თვის ვადაში 129 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა, თუმცა რუსეთს ეს ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია.

"ამ კვირის სხდომაზე მიღებულ შუალედურ რეზოლუციაში მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა, რომ რუსეთს კომპენსაცია არ გადაუხდია. რუსეთის ფედერაციის მიერ დავალიანების მთლიანი თანხა, დარიცხული პროცენტის ჩათვლით, დაახლოებით 133,4 მლნ ევროს შეადგენს ", - ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში. 

მინისტრთა კაბინეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, თანხა დაუყოვნებლივ გადაიხადოს. ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი 2022 წლის მარში ევროსაბჭოდან გარიცხეს, თუმცა  კვლავ რჩება გაეროს წევრად და მონიტორინგის პროცედურებს ექვემდებარება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქალთა აქცია
„ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის“ - ხვალ, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, პოლიციის შენობებთან აქციები გაიმართება

ჩვენ საქართველოს ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის, - 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან ა...

პოლიტიკა 1733242641

შსს-ს თანამშრომელი
"მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვტოვებ თანამდებობას" - შსს-ს თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი წერს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოსტს ტოვებს. "30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თ...

პოლიტიკა 1733241037

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
"არსებობს წესები და თუ არ გინდათ, რომ ამ წესებს პატივი სცეთ, მაშინ ჩაო" - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი "ოცნებას"

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხავიერ ბეტელი ამბობს, რომ "არ არის კარგი, რაც საქართველოში ხდება". ის "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ ევროკავშირში არსებობს წესები, რომელსაც პატივი უნდა სცეს. "არ...

პოლიტიკა 1733240540

ცაჰკნა
"მე საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ მჯერა" - მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ მას საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ სჯერა. მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ საბჭოზე საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ, საუბა...

პოლიტიკა 1733239998

სუჯაშვილი
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის პოსტზე გელა გელაძემ შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.   რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, უცნობია, ასევე ი...

პოლიტიკა 1733238950

ვოლსკი
"არ დაუტოვებია არაფერი, ნუ მოიგონეთ რაღაცა. ხარაშო, კაი“ - ვოლსკი ღარიბაშვილზე

"თუ შინაურულად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ ოფიციალურად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ პროვოკაციის მიზნით მეკითხები, კიდევ გეუბნები, არ დაუტოვებია არაფერი. ანუ სამივე შემთხვევაში არა......

პოლიტიკა 1733238244