პოლიტიკა • 1695638816
სებ-ის დადგენილება ფარცხალაძის გადასარჩენად - ოპოზიცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საბანკო სისტემის დანგრევაში ადანაშაულებს.
"ევროოპტიმისტების" ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა "რუსული ინტერესების გატარებას" ემსახურება.
საუბარია, ნათია თურნავას ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სანქციები საქრთველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.
ამასთან, რომან გოცირიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის სებ-ში კანდიდატების წარდგენისას "ქართული ოცნების" ზემოქმედებას დაემორჩილა:
ანგრევს საბანკო სისტემას ეს დადგენილება და ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესების გატარებას... ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ქალბატონ სალომეს (ზურაბიშვილს), ის დაემორჩილა ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ზემოქმედებას და ყველა კანდიდატურა, რომელიც დღეს სამთავრობო კანდიდატურაა მის მიერ არის წარდგენილი.
მან კარგად უნდა გააცნობიეროს ეს და რა თქმა უნდა, თავის მართლება და რაღაც უცნაური არგუმენტები, რომ საცდელად შემოაგდო, თურმე იმის გამო რომ ესენი დაემტკიცებინათ და ბაქრაძე, რომ არ დაამტკიცეს და რაღაც ეჩვენებინათ ამ ხელისუფლების მავნებლობა არის ძალიან არასერიოზული"- ამბობს გოცირიძე.
მას შემდეგ რაც ნათია თურნავამ აშშ- სანქციების შესრულებაზე უარი განაცხადა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომა მოითხოვა. პრეზიდენტი თვლის, რომ აუცილებელია, სებ-ის ერთპიროვნული გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდეს.
წინა კვირას თურნავამ სპეციალურად ფარცხალაძისთვის გამონაკლისი ბრძანება გამოსცა და აშშ-ის მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ანგარიშებზე წვდომა შეუწყვიტა.
21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელების მონაწილეობით „ლეგენდების მატჩი“ გაიმართება. ამხანაგური შეხვედრის შესა...
საზოგადოება • 1726258295
55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. უნიჭიერესი მსახიობი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა. ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არა...
სოცმედია • 1726257954
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: ქ...
პოლიტიკა • 1726257619
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ოცეულში შესული ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე მმართველი პარტიის განცხადებებს, პრეზიდენტის მოღალატედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ემიჯნება და აცხადებს, რომ სალომე ზ...
პოლიტიკა • 1726257181
რისთვის წავიდა ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში – ამის შესახებ პარტია “ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა. მისი განცხადებით, ეს სიურპრიზია და საზოგადოება...
პოლიტიკა • 1726256947
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა: “ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისგან. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩ...
საზოგადოება • 1726256761
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი