„რუსული კანონის მიღებით ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს“

პოლიტიკა 1713295407

ივანიშვილი

რუსული კანონის მიღებით ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს - ამის შესახებ დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

"ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას და გავაცნობიეროთ: ამ კანონის მიღება ჩაკეტავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ და, შესაბამისად, წაგვიყვანს რუსსკი მირის მიმართულებით"- ამბობს პოლიტიკოსი.

 

თუ ვინმეს რაიმე სხვა მოლოდინები და გათვლები ჰქონდა, მაგალითად, ის, რომ დასავლეთი ცოტას იხმაურებდა და ბოლო-ბოლო წაუყრუებდა ამ კანონს, ან ის, რომ ბევრი ხალხი არ გამოვიდოდა გასაპროტესტებლად, ალბათ დღეს ყველა თვალნათლივ უნდა ხედავდეს, რომ ეს ასე არ არის. ორი დღეა ძალიან ბევრი ხალხი მოდის საპროტესტო აქციებზე, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ხოლო სრულიად დასავლეთიც ცალსახად და გლეხი კაცისთვის გასაგებ ენაზე გვეუბნება, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველო არათუ ვერ შევა ევროკავშირში, არამედ, პირიქით, დაშორდება მას.

არ ვიცი ახლა უნდა გვიმღერონ თუ დამარცვლით უნდა გვითხრან ეს რომ კარგად გავიაზროთ. თუ მაინცდამაინც ის უნდა ვიფიქროთ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ა.შ და ა. შ. მთელი დასავლეთი ბლეფობს და სინამდვილეში დიტო სამხარაძის შნირი საკრებულოს წევრი რომ პოსტავს თერჯოლადან თუ კასპიდან, ევროპა სად წავა, იძულებული იქნება მაინც მიგვიღონო, იმას დავუჯეროთ?

ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას და გავაცნობიეროთ: ამ კანონის მიღება ჩაკეტავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ და, შესაბამისად, წაგვიყვანს რუსსკი მირის მიმართულებით. ეს გარდუვალია, რადგან ქართულ გეოპოლიტიკურ კომპასს მხოლოდ ორი მხარე აქვს - დასავლეთის და ჩრდილოეთის. ჩვენ ისეთ გეოგრაფიულ რეგიონში ვცხოვრობთ, რომ ან უნდა ვიყოთ დასავლურ სტრუქტურებში, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრირებული, ან ვიქნებით რუსეთის გავლენის სფეროში, აქედან გამომდინარე არასახარბიელო შედეგებით.

და რას აკეთებს ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი და მას დაქვემდებარებული საქართველოს ხელისუფლება? რას და სრულიად შეგნებულად და გაცნობიერებულად უპირისპირდება მთელ დასავლურ სამყაროს, არად აგდებს მათ გაფრთხილებებს, უპირისპირდება მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, უპირისპირდება ახალგაზრდობას და ამის სანაცვლოდ იმსახურებს პესკოვის და დუგინის ქება-დიდებას.

რა შეიძლება ამას ეწოდოს, თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ღალატი? მე ვფიქრობ, არც არაფერი. არ მიყვარს პათეტიკა და საერთოდ ვერიდები ხოლმე ზედმეტად მკვეთრ და მჭახე შეფასებებს, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ღიად და ცინიკურად მიდის ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების იგნორირებაზე და მტრის საქმეს აკეთებს, ამას ღალატის გარდა ვერაფერს ვერ ვუწოდებთ.

ვინ მისცა ამ სავეცკი ცეხავიკების უსახურ ქსეროასლებს, პოსტსაბჭოეთში მენტალურად ჩარჩენილ მეწვრილმანე თაღლითებს იმის უფლება, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ საქართველოს ევროპული მომავალი? კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ის, რაზედაც ქართველ პატრიოტთა თაობები ოცნებობდნენ? ცხადია მათ ამის არანაირი უფლება არა აქვთ.

ხოლო ყველა იმ ადამიანის, ვისთვისაც რეალურად ძვირფასია ქართული სახელმწიფოს ევროპული მომავალი, მორალური უფლება კი არა და მორალური მოვალეობაა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა არ დაუშვას სახელმწიფო გადატრიალების ეს თავხედური მცდელობა და არ მისცეს საშუალება ბიძინა ივანიშვილს და მის მონა-სპას გადაქციონ ეს ქვეყანა პუტინისტური რუსეთის უკანა ეზოდ.

ზევით დავწერე პათეტიკა არ მიყვარს მეთქი და საკმაოდ პათეტიური ტექსტი კი გამომივიდა, თუმცა, სხვანაირიც არ გამოდის. რეალობაა ასეთი"- წერს პოლიტიკოსი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლარი
ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 23 მაისს

 22 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7259 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9546 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9639 ლარს შეად...

ბიზნესი & ეკონომიკა 1716383570

დაკავება
მეუღლე და მეუღლის დედა თოფიდან გასროლით მოკლა - პოლიციამ რუსთავში მომხდარი 2 ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ფ. ოჯახის...

კრიმინალი 1716383223

რუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე გადაადგილება შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო და შემდგომ ღონისძიებების პერიოდში,დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. 21 მაისიდან უკვე შეზღუდულია მოძრაობ...

საზოგადოება 1716383064

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 23 მაისს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დაბა...

საზოგადოება 1716381600

კალაძე
კახა კალაძე: საქართველოს შეეშვან, ჩვენ ომი უკვე გამოვლილი გვაქვს და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას არ დავუშვებთ

„მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ არგუმენტებს და ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალი...

პოლიტიკა 1716381015

კალაძე
ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ჩანაცვლდება

კომპანია, რომელიც ვარკეთილში ავარიული შენობის დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას უზრუნველყოფს, უკვე გამოვლენილია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე...

საზოგადოება 1716380908