პოლიტიკა • 1723111417
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, "ოცნების" შემწირველის, ვახტანგ კაპანაძის შპს "მშენებელი 2012-მა", 2012–2024 წლებში, 88 სახელმწიფო შესყიდვით 15 062 005 ლარი მიიღო, აქედან, უკონკურენტოდ და სხვების დისკვალიფიკაციით მოგებული ტენდერებით, ასევე, პირდაპირი შესყიდვებით, 10 873 153 ლარი (72.1%) დაერიცხა.
ორგანიზაციის ცნობით, ვახტანგ კაპანაძის შვილს, ნოდარ კაპანაძეს ამავე პერიოდში, სამცხე-ჯავახეთში, ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. გარდა ამისა, ვახტანგ კაპანაძის ბიზნეს საქმიანობა, ბაკურიანში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის ყოფილი უფროსის, ასევე, სამცხე-ჯავხეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, რევაზ მუმლაძის ცოლის ძმის, შალვა ფხიკიძის ოჯახთანაა დაკავშირებული.
შპს "მშენებელი 2012"-ის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ვახტანგ კაპანაძეა. კომპანია სახელმწიფო შესყიდვებს ბორჯომში, ძირითადად, გზებისა და ხიდების მშენებლობაზე, ასევე მათ მოვლა-შენახვაზე იღებს.
მისი შვილი, ნოდარ კაპანაძე, 2009-2019 წლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, იყო სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე და უფროსი. შემდეგ, მას ბორჯომში დაცვის პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა. ამჟამად მამის შპს-ში საქმიანობს.
"ვახტანგ კაპანაძის შპს „მშენებელი 2012-მა“ 2013 წლის მაისიდან დღემდე, 47 ტენდერი მოიგო, ჯამში, 14,282,979 ლარზე. Მათგან უკონკურენტოდ და სხვების დისკვალიფიკაციის ხარჯზე 36 ტენდერში გაიმარჯვა და ჯამში 10,094,127 ლარი (70.6%) მიიღო. აღსანიშნავია, რომ თანხის გაზრდის მიზნით, მასთან დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები 6-ჯერ შეიტანეს და 235 789 ლარით მეტი ჩაურიცხეს. დანარჩენი 779 026 ლარი შპს “მშენებელი 2012”-მა პირდაპირი შესყიდვებით მიიღო.
შპს „მშენებლი 2012-ის“ ძირითადი შემსყიდველი 13,301,221 ლარით (88.3%) ბორჯომის მერია და მისი იურიდიული პირები არიან", - წერს ორგანიზაცია.
TI-ის ცნობითვე, ვახტანგ კაპანაძემ 2016 წლის ოქტომბერში "ქართულ ოცნებას" 60 000 ლარი შეწირა; შპს "მშენებელი 2012-მა" კი 2021 წლის აგვისტოში პარტიის ანგარიშზე 15 000 ლარი შეიტანა.
ორგანიზაცია წერს, რომ ვახტანგ კაპანაძე კიდევ ორ სხვა კომპანიაში ფლობს წილებს და ორივე ამ კომპანიაში მისი პარტნიორია შალვა ფხიკიძე. ფხიკიძე ბაკურიანში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის ყოფილი უფროსისა და ასევე, სამცხე-ჯავხეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, რევაზ მუმლაძის ცოლის ძმაა.
"შალვა ფხიკიძე 2015-2017 წლებში ხელმძღვანელობდა შპს „კარიერი-2010”-ს, რომელშიც ყველაზე მეტ წილს -38%-ს ვახტანგ კაპანაძე ფლობს, 2019 წელს კი ვახტანგ კაპანაძემ და შალვა ფხიკიძემ შპს „მშენებელი 2019“ დააფუძნეს. ამ კომპანიაში, ამჟამად, შალვა ფხიკიძის ნაჩუქარ 50% წილს მისი მეუღლე შორენა ფხიკიძე ფლობს. ფხიკიძეებიც სამშენებლო ბიზნესით არიან დაკავებული. მათ კომპანიებს შპს „მშენ 2014-ს“, შპს „მშენ 2008-ს“ და შპს „ტეხასს“, 2016-2024 წლებში, 84 სახელმწიფო შესყიდვით, ჯამში, 234 960 ლარი აქვთ მიღებული", - წერს ორგანიზაცია."საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მოუწოდებს პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს "მშენებელი 2012-ის" სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ აქვს ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მასსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის.
"MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში მხარი დაუჭიროს", - ამის შესახებ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია X-ზე წერს. ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით...
პოლიტიკა • 1725808634
გამარჯვებისთანავე გადავდგამთ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერებისა და დაცვის მიზნით. ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს, სწორედ იმ ფორმით, როგორსა...
პოლიტიკა • 1725808293
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლანძღავს პრეზიდენტს და ტრადიციულად აქებს ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით განოსვლისას სალომე ზურაბიშვ...
პოლიტიკა • 1725807825
ხალხი რუსული კანონის მიმღები დეპუტატების წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს "მოღალატე" და "რუსის" მონა ეძახეს. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ვიდეოში ისმის უცენზურო მიმართვებ...
პოლიტიკა • 1725807332
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ამბროლაურის ორგანიზაციის წევრს, ბესო ქართველიშვილს ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მოხდა. კოალიციაში "ქართული ოცნების" პასუხ...
პოლიტიკა • 1725806071
საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორი...
საზოგადოება • 1725804776
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი