სახელწიფო დროშაზე ჯვრის გამომსახველს არ მეძლევა უფლება ციხეში მკერდზე ჩემი პატარა ჯვარი ვატარო - მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა 1634720671

სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს.

მის მიმართვაში ვკითხულობთ, რომ  ილია მეორის სულიერ შვილად რჩება და მხარს უჭერს ყველა მის პოზიციას ძირითად საეკლესიო საკითხებში.

მესამე პრეზიდენტის მიმართვა სრულად:

"მინდა ვუპასუხო პროვოკაციას, რომლის უკან აშკარად რუსული ყურები მოსჩანს. კომუნისტების დროიდან 1979 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩემს მასწავლებელ მარა ჭავჭავაძესთან ერთად, ჯერ კიდევ ბავშვი დავესწარი უწმინდესის წირვას, ვრჩები მის სულიერ შვილად და მხარს ვუჭერ ყველა მის პოზიციას, ძირითადად საეკლესიო საკითხებზე. პირველი მინისტრი ვიყავი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც იუსტიციის სამინისტროს და საპატრიარქოს შორის გავაფორმე ხელშეკრულება და საფუძველი ჩავუყარეთ მოგვიანებით კონკორდატს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს ერთად ვიბრძოდით ხუთჯვრიანი დროშის დასაკანონებლად,ერთად აღვადგინეთ ბაგრატის,შემდეგ ფოთის და ნეკრესის ტაძრები....შემდგომშიც ყველა ძირითად საკითხში, მათ შორის, სხცა ეკლესიებთან ურთიერთობებში, ვიყავი და ვარ მისი და წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი.

იქნებ, ამ სპეკულაციების ავტორებმა იმაზე ამოიღოს ხმა, რომ სახელმწიფო დროშაზე ჯვრის გამომსახველს არ მეძლევა უფლება ციხეში მკერდზე ჩემი პატარა ჯვარი ვატარო და რაც შეეხება დანარჩენს არავის არ ვურჩევ ისტორიის გადაწერას ვინაიდან ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და საზოგადოებას ამნეზია არ სჭირს", - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მთავარი არხი
"რეპორტიორები საზღვრების გარეშე" "მთავარი არხის" საქმეს ეხმაურება

,,რეპორტიორები საზღვრების გარეშე" მარეგულირებელი კომისიის მიერ, ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დაჯარიმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ფაქტს ცენზურად აფასებს.  ,,მთავრობამ კრიტიკული მედიასაშუალება "მთ...

სოცმედია 1637964689

ლიანა ორკოდაშვილი
"თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი

,,თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - ასეთია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლის, ლიანა ორკოდაშვილის პოზიცია სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრე...

პოლიტიკა 1637964139

რეაბილიტაციის გამო
თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. კომპანიის  ინფორმაციით, შეზღუდვა ჩუღურეთისა და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს შეეხო: ჩუღ...

საზოგადოება 1637962474

კალაძე
კახა კალაძე მზად არის ოპოზიციასთან ითანამშრომლოს

თბილისის მერი კახა კალაძე, ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ამის შესახებნ მან ,,პალიტრა ნიუსის" ეთერში ისაუბრა.  ,,მე მზად ვარ ვითანამშრომლო იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც დღე...

პოლიტიკა 1637962192

ავარია
აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია 2 ადამიანი

 ავარია თბილისში -  აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. 

შემთხვევა 1637955759

ხიდაშელი
"ექსკლუზიურად ძალაუფლების შენარჩუნებაზე არის ორიენტირებული „ქართული ოცნება“" - თინა ხიდაშელი

,,ბიუჯეტი დამტკიცება თუ არა, უბიუჯეტოდ არ რჩება ქალაქი და ეს მითი, რომელიც უნდათ, რომ შექმნან, რომ რამდენიმე ქალაქი 2022 წელს ბიუჯეტის გარეშე იქნებოდა, არის აბსოლუტური ტყუილი და იმ დემაგოგიის კლასიკიდ...

პოლიტიკა 1637955439