პოლიტიკა • 1731408965
თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყოს მუშაობა ქვეყნის მიმართ მოღალატეობრივი ქმედებების ჩამდენთა მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე. ამის შესახებ მან მედიის მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, გამოძიების შესაძლებლობა საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის შემთხვევაშიც არსებობს.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით საარჩევნო კამპანიის დროს გავაკეთეთ განცხადება და გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება იმიტომ, რომ იყო მთელი რიგი გეგმები და გადასადგმელი ნაბიჯები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მივიღეთ, არ გამოვრიცხავ, დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე. ძალიან მძიმედ დაამახსოვრდა მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა. როგორ შეიძლება შენ იყო ხელისუფალი და ექცეოდე შენი ქვეყნის მოსახლეობას ისე, როგორც ექცეოდნენ ეს ადამიანები მოსახლეობას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. შესაბამისად, ყველას და ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ მოთხოვნებზე, რომელიც რეჟიმის მიმართ აქვთ - მოძალადე პოლიციელების პა...
პოლიტიკა • 1733471628
"რასაც ცდილობს ახლა რუსეთი საქართველოში, არის ის, რომ მანამ სანამ ამერიკაში მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება სხვადასხვა საკითხებზე საუბარი და მოლაპარაკებები, მანამდე რუსეთმა გაიფორმო...
პოლიტიკა • 1733471550
ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქს...
პოლიტიკა • 1733468351
კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არავის შეუტყობინებია: "ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყ...
პოლიტიკა • 1733468102
ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირისა და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესოს ქართველ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხი...
პოლიტიკა • 1733466513
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. „პ...
პოლიტიკა • 1733466395
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი