პოლიტიკა • 1629451380 21
რამინ დიხამინჯიას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები სრულად აიცრნენ - ინფორმაციას სკოლის დირექტორი Facebook გვერდზე ავრცელებს.
მისივე თქმით, მასწავლებლების 40% სრულად ვაქცინირებულია, დანარჩენები კი პირველი დოზით აიცრნენ.
სკოლის დირექტორმა, ბავშვების მშობლებს აცრისკენ მოუწოდა.
"ძვირფასო მშობლებო,
სექტემბრამდე, სანამ სკოლაში შევხვდებით ერთმანეთს, მინდა ერთი კარგი ამბავი გითხრათ: სასწავლო წლის დასრულებისას ჩვენ, პედაგოგები შევთანხმდით , გამოგვეყენებინა საზაფხულო შვებულების პერიოდი და გვეზრუნა საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და აცრა გაგვეკეთებინა!
ასეც მოხდა ( რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ კოლეგას, რომელიც სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ სერიოზულ საქმეს) : მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის დაწყებამდე ისინიც ორჯერადად აცრილები იქნებიან!!!
ვეცადეთ, ამ ფორმითაც გამოგვეხატა უდიდესი პატივისცემა ერთმანეთისა და თქვენი შვილების მიმართ!
ახლა გავბედავ და დედებსა და მამებს, ბებო-ბაბუებს, ერთი რჩევა მინდა მოგცეთ მე, ვისაც ძალიან გაუთამამდა სიკვდილი: ჩვენს ქვეყანაში კი არა, მთელ პლანეტაზე შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, როცა ვერაგი ვირუსი განსაკუთრებულად საშიში გახდა პატარებისთვის, როცა ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, თქვენი და ჩვენი შვილებისთვის, მათი ღიმილიანი სახეებისთვის, მათი კეთილდღეობისთვის, თქვენც გაიკეთეთ აცრა #აცრაარკლავს!!!!
ერთად ვიბრძოლოთ ამქვეყნად ყველაზე ძვირფასის"- შვილების სიცოცხლის გადასარჩენად!",- წერს სკოლის დირექტორი.
უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა, რომ 20 000-მდე გატაცებულიდან უკრაინამ რუსეთიდან 387 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. მისივე თქმით, გატაცებული ბავშვების უმეტესობა ობოლი ან მშობლის მზრუნვ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1702102427
ჟურნალისტი რაულ ქირია სოცქსელში წერს: „გუშინ საღამოს უცნობმი პირი ჩემს მეუღლეს Nino ს თავს დაესხა და მანქანიდან გასტაცა საფულე სახლთან, სადაც კამერებმა დააფიქსირა აღნიშნული ფაქტი. პირი იდენტიფიცირებულ...
სოცმედია • 1702102207
მსახიობმა ანკა ვასაძემ „რადიო ფორტუნას“ კითხვებს უპასუხა და ოჯახის შესახებ ისაუბრა. „რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლოა ცნობილი ოჯახის ყოლა, თუმცა მე ზედმეტი მომდიოდა, რადგან ძალიან ვუფრთხილდები ოჯ...
საზოგადოება • 1702102133
„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ხაბეიშვილი იყო და ვაშაძე დაასვეს თავზე“, „სტრატეგ...
პოლიტიკა • 1702101948
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ „ევროკომისიის ისტორიული რეკომენდაცია საქართ...
პოლიტიკა • 1702101814
საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს - STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მომ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1702101625
ეს საინტერესოა • 1702063920
9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი