პოლიტიკა • 1718109553
დღეს ესტონეთის პარლამენტმა (რიიგიკოგუ) მიიღო განცხადება, რომელშიც დაგმობილია საქართველოს მთავრობის ქმედებები, გაკრიტიკებულია რუსული კანონის მიღება.
პარლამენტის 57-მა წევრმა მხარი დაუჭირა მას, 13 წინააღმდეგი იყო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფართო პროტესტის, ევროკავშირისა და საქართველოს მოკავშირეების მოწოდებებისა და საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო "გამჭვირვალობის კანონი", რომელიც შთაგონებულია რუსეთის ფედერაციის ე.წ. უცხო აგენტების კანონით, რომელსაც პუტინის რეჟიმი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესირებისთვის.
რიიგიკოგუ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმონ კანონი. ის ასევე მოუწოდებს მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, ჩაატაროს სამართლებრივი გამოძიება ხელისუფლებისა და იმ პირების მიმართ, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, განახორციელოს ის რეფორმები, რასაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა.
"განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მანამ სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებენ დემოკრატიული კრიზისის გადაწყვეტას იმ მიდგომით, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და სამოქალაქო უფლებებს, არ დაუბრუნდებიან ევროკავშირთან შეთანხმებულ რეფორმებს და დემოკრატიზაციას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს არ გააუქმებენ, რიიგიკოგუ აუცილებლად მიიჩნევს, რომ ესტონეთმა ევროკავშირის საბჭოში დაბლოკოს ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შემდგომი პროცესები, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და გამოიყენოს გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად.
რიიგიკოგუ ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ევროკავშირის საბჭოს შესთავაზოს სანქციების დაწესება, მათ შორის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის შესახებ ბიძინა ივანიშვილზე, საქართველოს მთავრობის წევრებზე, პარლამენტისა და "ქართული ოცნების" ხელმძღვანებელობასა და პარტია "ქართული ოცნების" საპარლამენტო ჯგუფზე", - წერია განცხადებაში.
თუ ეს წინადადება არ იქნება მხარდაჭერილი, ესტონეთის პარლამენტს სურს, რომ ესტონეთმა დააწესოს სანქციები, მათ შორის, ესტონეთის რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვა ამ პირების მიმართ.
ესტონეთის პარლამენტს ასევე სურს, რომ ესტონეთმა შესთავაზოს ევროკავშირის საბჭოს სანქციების დაწესება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობაში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ მას საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ სჯერა. მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ საბჭოზე საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ, საუბა...
პოლიტიკა • 1733239998
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის პოსტზე გელა გელაძემ შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, უცნობია, ასევე ი...
პოლიტიკა • 1733238950
"თუ შინაურულად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ ოფიციალურად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ პროვოკაციის მიზნით მეკითხები, კიდევ გეუბნები, არ დაუტოვებია არაფერი. ანუ სამივე შემთხვევაში არა......
პოლიტიკა • 1733238244
საქართველოს მასშტაბით პიროტექნიკის მაღაზიები დაიხურა. ობიექტებში, რომლებიც პიროტექნიკით ვაჭრობდნენ, შემოსავლების სამსახური, გუშინ, შევიდა და აღწერა დაიწყო. ფეიერვერკები ამოიღეს იმ მაღაზიებიდანაც, სადა...
საზოგადოება • 1733238163
საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს თავის თავს გამოუტანა განაჩენი - ამის შესახებ ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, იმედი,...
პოლიტიკა • 1733238056
მიხეილ სააკაშვილი სოცქსელში წერს: გამაოგნებელია და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება რომელსაც გადაჭარბების გარეშე მთელი მსოფლიო სულგანაბული ადევნებს თვალყურს.ის ბევრად აღემატება ბ...
პოლიტიკა • 1733231137
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი