„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში“ - ირაკლი ღარიბაშვილი მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე
პოლიტიკა • 1695099848 83

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მდგრადი განვითარების სამიტზე, დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.
მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდზე და თქვა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში.
"ჩემმა მთავრობამ 2021 წელს კიდევ უფრო დახვეწა ლოკალიზაციის გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების საკვანძო დონეზე ინტეგრირებისთვის. ამჟამად, გეგმის მეშვეობით საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 32 მონაწილეობს მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვაში. 2025 წლისთვის ყველა მუნიციპალიტეტი იქნება ამ პროცესში ჩართული.
ეს ლოკალიზებული ძალისხმევა ემთხვევა ჩვენ მიერ შემუშავებულ სამთავრობო დოკუმენტს "ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია", რომელიც განვითარების ძირითად ეროვნულ პრიორიტეტებს ასახავს გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესაბამისად. [...]
ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოს პოზიციონირებას ახდენს ბიზნესისა და ფინანსების გლობალურ ცენტრად. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 2021 და 2022 წლებში. ზრდა კვლავ მაღალია და 7.2% დაფიქსირდა 2023 წლის იანვარ-ივლისში", - თქვა ღარიბაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონ...
განათლება • 1695811715

კომუნალური გადასახადების დაფარვა ყოველთვიურად გვიწევს. რთულია, ყველა პროვაიდერს ადევნო თვალი, შეინახო ქვითრები და შემდეგ არ გამოგრჩეს გადახდის თარიღი. თიბისი ფეიზე ყველა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695811593

კომუნალური გადასახადების დაფარვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველ თვეში გვიწევს, თვალი ვადევნოთ მოსალოდნელ გადასახადებს და შემდეგ არ გამოგვრჩეს გადახდის თარიღი. ეს საკმაოდ დამთრგუნველი პროცესია, თუ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695811363

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის ს...
საზოგადოება • 1695810969

მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავ...
საზოგადოება • 1695810829

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრ...
საზოგადოება • 1695810710