საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს, "ოცნებას" ის მოსკოვის ორბიტაზე გადაჰყავს - იან კელი და დევიდ კრამერი

პოლიტიკა 1629533760

საქართველოზე

აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი საქართველოს შესახებ ერთობლივ წერილს აქვეყნებენ. 

Foreignpolicy-ში გამოქვეყნებულ წერილში კელი და კრამერი წერენ, რომ ქართული ოცნება დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს და ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს.

„საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს, მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას, ქვეყანა მოსკოვის ორბიტაზე გადაჰყავს“, - ვკითხულობთ წერილში.

კელი და კრამერი წერენ, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიის გზაზე პროგრესის საუკეთესო მაგალითი იყო, თუმცა მოქმედი მმართველი პარტიის პირობებში ქვეყნის სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირისკენ საფრთხის ქვეშაა.

"ქართული ოცნება თბილისს მოსკოვის ორბიტაზე აქცევს, სანამ დემოკრატიულ ინსტიტუციებს შლის

ეს თვე რუსეთის საქართველოში შეჭრიდან მეცამეტე წლისთავი არის. 3.7 მილიონიანი ქვეყანა, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის არის გაჩხერილი. ათწლეულების განმავლობაში, რეგიონში საქართველო ყველაზე პროდასავლური და პროამერიკული ქვეყანა იყო. მისი უმთავრესი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირსა და NATO-ში შესვლაა და მან ამ ორგანიზაციების მიერ სამშვიდობო და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის თითქმის ყველა მოწოდება დააკმაყოფილა.

რამდენიმე ათეულმა ქართველმა უდიდესი მსხვერპლი გაიღო აშშ-ს სამხედროების გვერდით მსახურების დროს ერაყსა და ავღანეთში. გარდა იმისა, რომ საქართველო აშშ-სთვის უსაფრთხოების ინვესტიციაა, ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანიც არის, როგორც შავი ზღვის ბაზარი, რომელიც დასავლეთ-აღმოსავლეთის ერთადერთ ეკონომიკურად გამოსადეგ გზაზეა. გზა, რომელიც არც რუსეთზე და არც ირანზე არ გადის.

ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანებას მონდომებული საქართველო რეგიონში დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯებითაც გამოირჩეოდა. ახლა პროგრესს საფრთხეს უქმნის მმართველი პარტია, ქართული ოცნება, რომელსაც უფრო მეტად მართვის სადავეების ხელში სრულად ჩაგდება სურს, ვიდრე მმართველობის დასავლური სტანდარტების დაკმაყოფილება. როგორც ჩანს, ის კავშირს ამყარებს რუსეთთან და ბელარუსთანაც კი.

2019-ში ქართულმა ოცნებამ რუსი დეპუტატი მოიწვია, რომელსაც პარლამენტში სიტყვა უნდა წარმოეთქვა, რამაც ქუჩებში ბრაზი და არეულობა გამოიწვია. მათ ჩაძირეს ორი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობას გაზრდიდნენ. ერთი იყო ღრმაწყლოვანი პორტი შავ ზღვაში, მეორე კი აღმოსავლეთ-დასავლეთის ოპტიკური სადენების ახალი კორიდორი.

ქართულ ოცნებაში ზოგი ისეთ რამეს აკეთებს, რაც სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას უტოლდება. ხდება ძალაუფლებისა და სიმდიდრის პატარა ელიტარულ ჯგუფებში თავმოყრა, მაშინ, როცა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, ზარალდება ეკონომიკა, ბოლო წელს მშპ-ს 6.2 პროცენტით შემცირებით. საქართველოში ნახევარი მილიონი შემთხვევა იყო და 6500-ზე მეტი გარდაცვლილი, [კოვიდტესტზე] პოზიტიურობის მაჩვენებელი 10.4% და მოსახლეობის მხოლოდ 7% არის ვაქცინირებული.

მოსკოვისა და მინსკის არალიბერალური რეჟიმების სცენარის აღებით, დასავლეთზე ბრაზის ნთხევა თბილისმაც დაიწყო. 2019 წელს Facebook-მა წაშალა ცრუ ანგარიშები, ყველას კვალი ქართულ ოცნებასთან მიდიოდა. ისინი გამოხატავდნენ ანტიდასავლურ იდეებს, ზოგი კი განსაკუთრებით ანტიამერიკული იყო. ბოლო ხანებში, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა ვებსაიტებმა და სოციალური მედიის ანგარიშებმა უპრეცედენტო თავდასხმა დაიწყეს აშშ-ს ელჩზე თბილისში და მის ევროპელ კოლეგებზე, როდესაც ისინი ქართული ოცნების, ან მთავრობის კრიტიკას იწყებდნენ. თავდასხმების მიზანი ამ კრიტიკის გაჩუმება იყო.

საქართველოს პოლიტიკური კრიზისი ბოლო შემოდგომას დაიწყო, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადეს და ამტკიცებდნენ, რომ ქართული ოცნება ჩართული იყო ამომრჩევლის მოსყიდვასა და გაყალბებაში. ცოტას თუ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ქართულმა ოცნებამ სხვა პარტიებზე მეტი ხმა აიღო, მაგრამ ბევრს უჩნდებოდა კითხვა – აიღო თუ არა მთავრობის კოალიციის შექმნის გარეშე ფორმირებისთვის საჭირო 40%. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვირვებელთა უმრავლესობა არჩევნებს კონკურენტულს უწოდებს, ანალიტიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ ქართულმა ოცნება ცდილობდა ოპოზიციური ძალების მარგინალიზაციას, ძალაუფლების მონოპოლიზაციასა და სასამართლოს კონტროლს.

ოპოზიციის პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილებამ გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მთავრობამ გაამწვავა თებერვალში, მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებით. ბევრი ოპოზიციონერის ბრალდებით, ოპოზიციური ტელევიზია მთავარი არხის უდიდესი წილის მფლობელის, გიორგი რურუას წინააღმდეგ აღძრული საქმეც პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

აპრილში ჩაერთო ევროკავშირი, რომელიც მიზნად ისახავდა კრიზისის შესარბილებლად შეთანხმების გაფორმებას, დროებით მაინც, რის შედეგადაც მელია გათავისუფლდა. "პოლიტიკური პატიმრების" ამნისტიის მოწოდების გარდა, შეთანხმება გულისხმობდა ნაადრევ საპარლამენტო არჩევნებსაც, თუკი ქართული ოცნება მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ს ვერ აიღებდა. მაგრამ, შემდეგ, ივლისის დასაწყისში მემარჯვენეთა დაუნდობელი დემონსტრაციები მოეწყო იმ დღეს, როცა ლგბტქ პრაიდის მსვლელობა უნდა ჩატარებულიყო. თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ოფისებს. დემონსტრანტთა ნაწილს კავშირები ჰქონდათ მოსკოვთან და ისინი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ იყვნენ წახალისებული, რომელიც რუსეთთან ინარჩუნებს კავშირს.

დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი და ერთი გარდაიცვალა დაუნდობლად ცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეტაკების მოხდენაში "რადიკალური ოპოზიცია" დაადანაშაულა. რადგან მან ვერ შეძლო ძალადობის აღკვეთა და დაგმობა, ამან წაახალისა დაძაბულობა ერთ მხარეს პრაიდის მარშის მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს, მეორე მხარეს კი კონტრაქციის მონაწილეებს შორის. აშშ-ს ელჩმა თბილისში ღარიბაშვილი ჰომოფობიური და ანტი-მედია ძალადობის წინააღმდეგ "ძალისმიერი მეთაურობის" არქონის გამო გააკრიტიკა.

საქართველოს საზოგადოების ნაკლებად ტოლერანტული ნაწილისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სასიკეთოდ, ღარიბაშვილმა პრაიდის მარში დაახასიათა როგორც "საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი" და "ისეთი რევანშისტული ძალების მიერ ორგანიზებული, როგორიც რადიკალური ოპოზიციაა". მარშის ორგანიზატორები, ვინც რეალურად ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ, ღარიბაშვილის თვალთახედვით "გაუაზრებლები" იყვნენ და "სამოქალაქო დაპირისპირების" საფრთხე შექმნეს. ჯერჯერობით არ დაუკავებიათ თავდასხმებისა და ძალადობის ორგანიზატორები.

სასამართლოს პოლიტიკურად გამოყენება, მედიის დაშინება, ძალაუფლების აღმასრულებლის მიერ მოხვეჭა ქართულ პოლიტიკაში უპრეცედენტო ნამდვილად არაა. 2007-ში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობამ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი უძღვებოდა ანტისამთავრობო პროტესტების დასაშლელად ძალა გამოიყენა, გამოაცხადა საგანგებო ვითარება და დახურა მთავარი ოპოზიციური არხი – იმედი. მაგრამ რაც უპრეცედენტოა, ეს არის ქართული ოცნების განცხადება ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების დატოვების შესახებ, სვლა, რომელმაც განაახლა პოლიტიკური კრიზისი და მიანიშნებს ბოლო დროს ქართული ოცნების მოწყვეტას დასავლეთისგან და არალიბერალურ რეჟიმებისკენ მიბრუნებაზე.

შეთანხმებას ძალაუფლების განაწილების რამდენიმე ელემენტი ჰქონდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იყო, თუკი ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ს ვერ აიღებდა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართული ოცნება ამ ზღვარს ოდნავ ჩამოცდება.

და სიახლე, რომელიც ქართული სტანდარტებისთვისაც კი გამაოგნებელია, ცნობებით, ამ თვეში ძალაში შევიდა მთავრობათშორისი შეთანხმება ბელარუსის КГБ-სა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის. შეთანხმება, რომელიც თავდაპირველად 2016 წელს გაფორმდა, საქართველოს მთავრობას აკავშირებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძალადობრივ რეჟიმთან, თანაც ბელარუსის КГБ-სა და რუსეთის ФСБ-ს ახლო კავშირი აქვთ.

ჯერჯერობით, საქართველოს ოფიციალურ პირებს შეთანხმების არსებობა არ უარუყვიათ. პირიქით, მათ გააკრიტიკეს მასთან დაკავშირებული ცნობები. ევროკავშირთან შეთანხმების გაწყვეტა, როდესაც ძალაში შეგყავს შეთანხმება მინსკის დიქტატორულ რეჟიმთან, საქართველოს ცუდად წარმოაჩენს, როგორც მინიმუმ, და ამძაფრებს შფოთვას საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მონდომებაზე დასავლური ორიენტაციისა და დემოკრატიული ღირებულებებისკენ მისწრაფებაში.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ 2/3-ზე მეტი ქართველი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. როცა ქართული ოცნების მთავრობა აცხადებს, რომ სურთ ევროკავშირსა და NATO-ში უფრო ღრმა ინტეგრაცია, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ ის მიისწრაფვის ერთპარტიული მმართველობასა და მოსკოვთან დაახლოებისკენ. ის ძირს უთხრის წლების მანძილზე ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის შესრულებულ მძიმე სამუშაოს. ახლა ზოგი ევროპელი საპასუხო ქმედებებს იღებს. ღარიბაშვილს ბალტიის ქვეყნებში ვიზიტის გაუქმება მოუწია, როდესაც იქაურ ლიდერებს მასთან შეხვედრა საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენების გამო არ უნდოდათ.

ასეთი დემოკრატიული დაცემის საწინააღმდეგოდ, არსებობს ნაბიჯები, რომლებიც ვაშინგტონს შეუძლია და უნდა გადადგას.

შეერთებულ შტატებს საქართველოში მნიშვნელოვანი გავლენები და ბერკეტები აქვს, მრავალწლიანი ახლო კავშირის შედეგად. ბაიდენის ადმინისტრაციამ და კონგრესმა, რომელმაც საქართველოს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა გამოხატა, ქართულ ოცნებას უნდა მოსთხოვონ ევროკავშირის შეთანხმების პირობების შესრულებისთვის დაბრუნება. მათ ასევე უნდა წაახალისონ საერთაშორისო მონიტორინგი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე (ხელის შემშლელია პანდემიის სიტუაცია).

თუკი ქართული ოცნება არ დაუბრუნდება შეთანხმებას, ან უარს იტყვის ბელარუსის რეჟიმთან დადებული შეთანხმების გაუქმებაზე, ან არჩევნებზე არაკეთილსინდისიერ საქმიანობაში თუ ჩაერთვება, ბაიდენის ადმინისტრაციამ ქართული ოცნების ლიდერებზე ტარგეტირებული სასჯელები უნდა დააწესოს. შეერთებულ შტატებს საქართველოში ამ გზებისთვის არ მიუმართავს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ამჟამინდელი უკუსვლის შესაჩერებლად ერთადერთი გზაა.

შეერთებულ შტატებს ამისი ვალდებულება გააჩნია ქართველი ხალხის უმრავლესობის მიმართ, ვისაც ქვეყნის დასავლეთის გზაზე შენარჩუნება სურს. ასევე, რეგიონში ყველაზე პროამერიკული ქვეყნის დახმარება და აქ აშშ-ს ინტერესების დაცვა ვაშინგტონის ინტერესებში შედის"- ვკითხულობთ წერილში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიწისძვრა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, თოქათში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა.  მედიის ცნობით, ბიძგები ადგილობრივებისთვის საკმაოდ საგრძნობი იყო, თუმცა, ამას მნიშვნელოვანი ზიანი არ უნდა გამოეწვი...

შემთხვევა 1713471840

გიორგი ფოფხაძე
"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატ@აკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში..." - გიორგი ფოფხაძე

"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატრაკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში... მიდით ბიძიკო, ახალგაზრდებო, გინდა საყურით იარეთ, გინდა გაჩეჩილი თმებით და გინდა თავგადაპარსულმა.....

სოცმედია 1713471720

გარდა
"მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო ნიკა" - ქუთაისში, 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ქუთაისში 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ახალგაზრდა ბიჭს გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა დედისერთა ემიგრანტის შვილი გლოვობს ჩემი ქუთაისი სა...

სოცმედია 1713471120

თეონა ცხომელიძე
"ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის იმ კანონს" - თეონა ცხომელიძე

"მოკლედ დღეს სადაც გადავამოწმე აქცია არ იყო დაგეგმილი, უცებ ეს ბავშვები მივიდნენ, ჭავჭავაძეც ააფრიალეს, რუსთაველიც გადაკეტეს და სიტყვითაც გამოდიან. ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის...

სოცმედია 1713470640

გია ხუხაშვილი
“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი" - გია ხუხაშვილი

“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი: ნორმალურ ბიზნესს, რომელსაც აქტივები ოფშორულ ზონებში აქვს განთავსებული, მათი საქართველოში ტრანსფერის არანაირი მოტივაცია არა აქვს. ასეთი მოტივა...

სოცმედია 1713470100

ნინო ჯანგირაშვილი
"ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე" - ნინო ჯანგირაშვილი

"ვუსმენ ქოცებს პარლამენტში, როგორ აპრავებენ ივანიშვილის ფულის გათეთრების კანონს. ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე, წარმოუდგენელია. მთავარი ტყუილი, რაც გააზეპირებინეს მონებს: რა...

სოცმედია 1713469800