"საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს... ჩვენ გვჯერა მისი ევროპული მომავლის" - დეგნანი

პოლიტიკა 1659985224

კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი "ფორმულასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო მიაღწევს მიზანს და გახდება ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.

"შეერთებული შტატები იყო და არის საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობდით. ფაქტობრივად, საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს და ეს არ შეიცვლება. ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. ეს არის საქართველოს ისტორია. ეს არის ის, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და ეს არის საქართველოს ბედი. ასე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, როგორც ქვეყნის მტკიცე მეგობარი, რათა დავეხმაროთ იმ მოთხოვნების შესრულებაში, რაც NATO-სა და ევროკავშირის წევრობის ნაწილია. ეს არ არის ადვილი პროცესი, ეს NATO-ს ნებისმიერ მოკავშირესა თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს შეუძლია, დაადასტუროს. ეს ძალიან მომთხოვნი პროცესია და მას სჭირდება ყველა დაინტერესებული მხარის პოლიტიკური ნება და დიდი ძალისხმევა არამხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა, არამედ მთელი საზოგადოების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების...

ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იყოს ჩართული, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნები იმისთვის, რომ საქართველო წარმოდგენილი იყოს NATO-ს მოკავშირეებთან ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების რიგებში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას მიაღწევს და აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს ამ გზაზე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლამარა აბჟანდაძე
„ახალგაზრდებო, მეც, 94 წლის მოხუცი, მაგრამ აქტივისტი თქვენ გვერდით მიგულეთ“ - ლამარა აბჟანდაძე

სამოქალაქო აქტივისტი ლამარა აბჟანდაძე სოცქსელში წერს: „ის, რაც წუხელ პარლამენტის წინ ხდებოდა, იმედის მომცემია, დიახ ქართველი ხალხისთვის საიმედოა. მე, პირადად იმედი მომცა, რომ ქართველი საზოგადოება ( ყო...

სოცმედია 1713248971

ტურძელაძე
„შესაბამისი იყო რეაქცია, რაც იყო ჩვენი გუნდისგან, საკადრისი პასუხი ვერ მიიღო“ - „ოცნების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილზე

"ალეკო ელისაშვილი, ალბათ იცით თქვენ უკვე, თითქმის 4 წელია პარლამენტშია და მაქსიმალურად ვიკავებ ხოლმე თავს შეურაცხყოფებთან დაკავშირებით, გუშინ რაც გააკეთა ალეკო ელისაშვილმა, ასეთი ფაქტი მე არ მახსენდებ...

პოლიტიკა 1713248639

ლელა ჯეჯელავა
„დღე პოსტივი ჩემგან ოპოზიციონერ დოდოშკას გააკეთებს“ - ლელა ჯეჯელავა 

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა სოცქსელში წერს: გუშინ პოსტივის პატარა გოგო მუხლობრივად მთხოვდა განმარტებას რატომ არის კანონი რუსული. ვაჩვენე ქარდი , არ დაკმაყოფილდა. ჩაბჟირდა . დუგინის განცხადება ვაჩვენე ,...

სოცმედია 1713248308

ევრო დოლარი
ნახეთ, რამდენად იყიდით დღეს დოლარს და ევროს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6699 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6709 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713248094

ზურა ხაჩიძე
„მიპარვა და ხელის აწევა არის ლაჩრობა! დანარჩენს როცა შეგხვდები პირში გეტყვი!“ – ზურა ხაჩიძე ალეკო ელისაშვილს

„არაკაცი ხარ ალეკო ელისაშვილო და მხდალი!“, – ასე ეხმაურება მომღერალი ზურა ხაჩიძე გუშინ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის ლიდერ მამუკა...

სოცმედია 1713247614

ლორია ცოლი
ვინ არის გიორგი ლორიას მეუღლე

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია მეუღლესთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს „ინსტაგრამზე" გვიზიარებს. გიორგის რჩეული სალი კოპალიანია. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.

სოცმედია 1713247501