„საქართველოს არ ეზეიმება, ახალი წელი „წინააღმდეგობის მოძრაობის“ პაუზა, ვერ იქნება“ - ბაჩუკი ქარდავა 4 გადაუდებელ ნაბიჯს ასახელებს

პოლიტიკა 1637943702    233

პოლიტიკოსი

რა გეგმები აქვს ოპოზიციას და რას ელოდება საზოგადოება პოლიტიკოსებისგან. ედპ-ის ლიდერი, პარლამენტის წევრი ბაჩუკი ქარდავა სამოქმედო გეგმის 4 გადაუდებელ ნაბიჯს ასახელებს, და მიაჩნია, რომ საახალწლო დღესასწაულები ვერ გახდება ხელის შემშლელი მიზეზი ოპოზიციის შემდგომი მოქმედებისთვის. ქარდავა ამბობს, რომ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების კონსოლიდაციას ფორმა უნდა მიეცეს და შეიქმნას „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა“

„იმ ფონზე., როდესაც ქვეყანას მართვს ყოვლისმკადრებელი რეჟიმი;

მაშინ, როცა მოსახლეობის დიდი უმარავლესობა შიმშილობს და ქართული სახელმწიფოს მომავალი ბუნდოვანია,

საახალწლო დღესასწაულებიც კი, წინააღმდეგობის მოძრაობის პაუზა ვერ იქნება;

დღეს საქართველოს არ ეზეიმება;

მიმაჩნია, რომ უახლოეს პერიოდში, პოლიტიკურმა ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა და მთლიანად საზოგადოებამ, მაქსიმალუჯრი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს ჯანსაღი და აქტიური ჯგუფების კონსოლიდაციისთვის.

 

1. ალების თავმოყრას უნდა მიეცეს ფორმა და შეიქმნას "საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა"

2. დღეს საქართველოს კანონმორჩილი მოქალაქეები ვალდებულნი ვართ, სრული დაუმორჩილებლობა გამოვუცხადოთ ლეგიტიმაციისგან დაცლილ  ანტისახელმწიფოებრივ რეჟიმს, ცხადია მშვიდობიანი ფორმებით. და ეს სრულიად გამართლებულია, იმ ვითარებაში, როცა ქვეყანა იმართება არაფორმალური, მმართველის მიერ; არჩევნები გაუქმებულია, ხოლო ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან;

3. საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის გადაუდებელი ამოცანაა: ივანიშვილის პირადი პატიმარი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დახსნილი იქნეს პოლიტიკური ტყვეობიდან და არა გისოსებს მიღმა, არამედ გისოსებს გარეთ, თავისუფლებაში აქტიურად ჩაერთოს ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწინფობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში;

4. საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის ერთადერთი გზავნილი,როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, უნდა იყოსვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნები; ხელისუფლების იძულება ვადამდელ არცევნებზე კი, ამ ვითარებაში ნიშნავს, რომ ივანიშვილი ფაქტობრივად განდევნილია ქართული პოლიტიკური სივრციდან და ლოგიკურია, რომ ოლიგარქის ფულს ვერ ექნება გავლენა ამ არჩევნებზე;

და ბოლოს, რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ უკომპრომისო ბრძოლა რეჟიმთან იქნება მარტივი, თუმცა ცალსახაა, რომ რეჟიმი მორყეულია და მის წინააღმდეგ მრავალმხრივი, სხვადასხვა ლოკაციებზე ორგანიზებული მცირე თუ მასშტაბური რყევები, აუცილებლად დასვამს საბოლოო წერტილს და ეს იქნება საქართველოს მოქალაქის გარდაუვალი გამარჯვება ჩრდილოეთისგან მართულ, თავისუფლების მოძულე რეჟიმთან“ - აცხადებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გვასალია
„მეშინია და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მიყურებს“ - ვისი პორტრეტი უკიდია კაბინეტში დემნა გვასალიას

დიზაინერი დემნა გვასალია სოციალურ ქსელში ბალენსიაგაზე წერს: „ეს ზაფხული ესპანეთში გავატარე. კრისტობალ ბალენსიაგას მშობლიურ ქალაქში, გეტარიაშიც ვიყავი. მისი პირველი სალონი ვნახე და ადგილი, სადაც გაიზარ...

სოცმედია 1643173437

შუშანა
აქციაზე "დროას" აქტივისტზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

აქციაზე "დროას" აქტივისტ შუშანა მაცაბერიძეზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუ...

სამართალი 1643138387

მარგველაშვილი
სულ მცირე - უკრაინის მხარდაჭერა და პუტინისთვის აგრესორის წოდება მორალური ტესტია - მარგველაშვილი

"მორალური ტესტი უკრაინაზე: სულ მცირე - უკრაინის მხარდაჭერა და პუტინისთვის აგრესორის წოდება" , - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, სოციალურ ქსელში წერს: "მორალური ტესტი უკრა...

პოლიტიკა 1643138209

კელი დეგნანი
რუსეთისგან განსხვავებით, აშშ, ევროპა და საქართველო თავისუფლების ხედვას იზიარებენ - დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: "რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა არ შემ...

პოლიტიკა 1643132148

დეგნანი
ჭავჭავაძემ ცხადყო, რომ ევროინტეგრაცია თავსებადია საქართველოს ტრადიციებთან - დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: "საქართველოს ევროპული ფესვები ღრმა და ძლიერია, მკაფიო გეზით...

პოლიტიკა 1643130395

აქცია
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - მოქალაქეები შშმ მოზარდზე ძალადობას აპროტესტებენ

აქცია თბილისში - ამ წუთებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციელების მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ.  მოქალაქეები ძალადობრივ სისტემას აპროტესტებენ და დამნაშავეები...

საზოგადოება 1643127007