პოლიტიკა • 1727790788
საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა საფრთხის შემცველია – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე მოდერატორის მიერ დასმულ კითხვას, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე.
სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ტრიბუნიდან “ოცნების” ხელისუფლებას რუსეთის პროქსი (მინდობილი, წარმომადგენელი) უწოდა და რუსეთი პირდაპირ დაადანაშულა საქართველოში ჰიბრიდულ ომის წარმოებაში.
“რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა საფრთხის შემცველია. ჩვენ მომსწრენი ვართ ჰიბრიდული ომის, პროპაგანდის, შიშის ზეწოლის. მიიღეს რუსული კანონი, რომელიც მოქმედებაში მოვიდა. ამით არის მცდელობა წნეხში მოექცეს სამოქალაქო საზოგადოება. ყველაფრის განმსაზღვრელი იქნება არჩევნები. არჩევნებში ხალხმა უნდა გამოხატოს თავისი ნება და დაამარცხოს საფრთხეები. ქართველი ერის სიძლიერე ამაშია.
ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ მშვიდობა არ მოდის დათმობით. არის ნაწილი ხალხისა, რომელიც მხარს უჭერს დათმობის პოლიტიკას, რადგან მათ აქვთ პრივილეგიები, კომპრომატები. ვერ იპოვიან ისინი დიდ მხარდამჭერას სხვადასხვა კანონების თუ ზეწოლის გზით. დარწმუნებული ვარ, ქართველმა ხალხმა იცის, სად არის ჩვენი მომავალი.
მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი არის იმ მდგომარეობაში, რომ რამე კიდევ სცადოს, თუმცა დარწმუნებით ვერაფერზე ვისაუბრებ.
სტრატეგია, რომელსაც რუსეთი იყენებს საქართველოში, არის პროქსების არსებობა. ქართული ოცნება ფაქტობრივად რუსეთის პროქსია საქართველოში.ეს არჩევნები არის ჩვენი დასაცავი, უნდა დავიცვათ მშვიდობიანად და გამოვხატოთ ჩვენი ნება. ხალხის მობილიზაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესდღეობით.რამდენიმე დღის წინ მმართველმა პარტიამ გამოიყენა დიდი პოსტერები, ერთ მხარეს იყო უკრაინის ფოტოები, მეორე მხარეს თბილისის ფოტოები. ამან გამოიწვია დიდი უკმაყოფილება, რადგან ეს არ არის თავსებადი ქართულ ტრადიციებთან, მშვიდობიან ბუნებასთან. ფაქტობრივად იყო გამოყენებული ტრაგედია. საზოგადოების რეაქცია აჩვენებს, რომ ეს ბრძოლა არ არის წაგებული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მა...
საზოგადოება • 1728469283
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ადვოკატს ადმინისტრაციამ მასთან დოკუმენტების შეტანა აუკრძალა, თუ წინასწარ ცენზურას არ გაივლიან. "გუშინ ევროპარ...
პოლიტიკა • 1728467766
რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. მოსამართლეთა კოლეგიამ კანონის ამოქმედება არ შეაჩერა და საქმე...
პოლიტიკა • 1728465140
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი...
პოლიტიკა • 1728464809
საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კეთდება. საარჩევნო უბნის დახურვის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამ...
პოლიტიკა • 1728464459
ბათუმში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის თამარ მესხიძის განცხადებით, ცეკვის მასწავლებელი, რომელმაც 12 წლის მოზარდს სცემა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. "პედაგოგმა იძალადა მოსწავლეზე. ეს ფაქტი ი...
საზოგადოება • 1728463798
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი