"საქართველოს ხელისუფლება შანტაჟს არ ექვემდებარება" - რუსული მედია მიხეილ სააკაშვილის გადადებულ პროცესზე

პოლიტიკა 1670593242    505

სააკაშვილი

დასავლეთს სჭირდება სააკაშვილი სასიკვდილოდ დაავადებული: თუ საჭირო იქნება, მას ასეც მოექცევიან - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული გამოცემა mk.ru და თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება.

 

რუსული მედია წერს, რომ "საქართველოს ხელისუფლება შანტაჟს არ ექვემდებარება",

 

"საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდის გადავადების საკითხზე თბილისში დღეს დანიშნული სასამართლო პროცესი 14 დეკემბრისთვის გადაიდო. დიდწილად - ამ საქმის ირგვლივ პოლიტიკური აჟიოტაჟის გამო. ექს-პრეზიდენტის თანამოაზრეებმა დილიდან სასამართლოს წინ მოედანი გადაკეტეს. მათ პოლიცია ყურადღებით აკვირდებოდა. ფაქტია, რომ მისთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან“ სასამართლოზე თავად სააკაშვილსაც ელოდნენ. მან წინა დღეს განცხადება გააკეთა, რომ სასამართლოში პირადად მისვლას აპირებდა.",- ნათქვამია სტატიაში. 
გამოცემა წერს, რომ მაისიდან მიხეილ სააკაშვილი ციხეში კი არა, კერძო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება, სადაც მის მძიმე მდგომარეობაზე ყოველგვარ ბრალდებას უარყოფენ. არგუმენტად კი მოყვანილია "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის კონკრეტული კომენტარი:  "სააკაშვილი არ ჭამს ნორმალურად, ის ჭამს მხოლოდ იმას, რაც სურს და როცა სიამოვნებს".

 

რუსული მედია თავის სტატიაში აქტიურად იმოწმებს და ეყრდნობა "გამიჯნულების", იგივე "ხალხის ძალის" განცხადებებს.

სტატიაში ვკითხულობთ:

 

"საერთო ჯამში, სააკაშვილის გამოფიტვამდე საკუთარი თავი თავად მიჰყავს იმ იმედით, რომ აღმოჩნდება კლინიკის, ციხის კედლებს გარეთ, შემდეგ კი ქვეყნის გარეთ ყოფნის იმედით.

თუმცა, საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ რეაგირებს სააკაშვილის მხარდამჭერების ყველა ხრიკზე: მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ ყველა საქმე ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ (და მათგან ხუთია) სასამართლომდე მივიდეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „სააკაშვილს მკურნალობის კურსი არ ემორჩილება“.

ამასობაში დასავლეთში უკვე მთელი კამპანია გაიშალა "ავადმყოფი სააკაშვილის" გადასარჩენად. გადარჩენაზე ევროკავშირის საგარეო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ გუშინ განაცხადა, რომ „ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობებით, ქვეყნის ხელისუფლებამ მას უნდა გაუწიოს საჭირო სამედიცინო დახმარება“. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება საგარეო აქტიურობაზე.

 

ფრაქცია „ხალხის ძალის“ წევრებმა გასულ კვირას გააკეთეს განცხადება: „ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო აქტიურად მუშაობს სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ამის ნათელი დადასტურებაა არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას და ცნობილი ევროპარლამენტარების საქმიანობა".

„დაიწყო კამპანია (უცხოურ მედიაში) ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მომზადდა მიკერძოებული რეპორტაჟები. სამწუხაროდ, ეს ადამიანი სამედიცინო პერსონალთან არ თანამშრომლობს“, - ასე თქვა ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელმა."- ნათქვამია რუსული მედიის მიერ მომზადებულ სტატიაში. 
სტატიის ბოლოს რუსული გამოცემა ასკვნის, რომ - "საერთო ჯამში, პარასკევს [დღეს] შოუ არ შედგა".

"ძალაგამოცლილი სააკაშვილის გადაყვანა სასამართლო დარბაზში კამერების ქვეშ, თანამებრძოლების ყვირილის ფონზე, მოსამართლეებმა პრევენციულად გააუქმეს: ჯერ გადაწყვიტეს ექს-პრეზიდენტი სასამართლოში არ მიეყვანათ, შემდეგ კი პროცესის გადადება.     

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 31 იანვარს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 31 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამ...

საზოგადოება 1675099680

შალვა ნათელაშვილი
„ტუფლები გვიჭერს“ - რა ვიდეოს აქვეყნებს შალვა ნათელაშვილი „ტიკ ტოკზე“

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ტიკტოკზე გამოჩნდა. „არ გეგონათ ხომ, ტიკტოკზეც რომ მნახავდით. გამოიწერეთ ჩემი არხი - წინ საინტერესო ამბები და ვიდეოები გელოდებათ,“ - ასე  მიმართა პოლიტი...

სოცმედია 1675094860

პაკისტანი
დაღუპულია 34 ადამიანი - აფეთქება მეჩეთში

პაკისტანის ქალაქ პეშავარში მეჩეთზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა. თავდასხმა მეჩეთზე იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად...

მსოფლიო 1675091969

ნაყოფია
კობა ნაყოფიამ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი და პოლიტსაბჭოც დატოვა

"ვტოვებ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც ვტოვებ პოლიტსაბჭოს თვითონ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში...

პოლიტიკა 1675091339

სექსი
წყვილს 1000 დოლარს ჩუქნიან, თუ...

ავეჯის მაღაზია წყვილებს საწოლების გამძლეობის შესამოწმებლად 1000$ დოლარს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.   გამოცემის ცნობით, წყვილებს საწოლის გამძლეობის გამოცდა და საკუთარი...

ეს საინტერესოა 1675090556

ხოფერია
„არაკაცია“ - ხათუნა ხოფერია ენმ-ს ახალ თავმჯდომარეზე

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია:   “ნაციონალებს ახალი თავმჯდომარე ყავთ! “ კაცი”, რომელმაც საკუთარი გოიმობის, უტვინობის, მდაბიობის გადასაფარად, დედასა და ძმაზე გადაიტანა აქცენტები.“ კაცს” უთხრეს, რომ ა...

სოცმედია 1675089931