"საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა 2008 წლის კრიმინალური ავანტიურიდან" - ლავროვის მოადგილე "ოცნებაზე"

პოლიტიკა 1718704106

რუსეთის საგარეო დაზვერვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პრემიერ კობახიძის 26 მაისის განცხადებაზე, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებასთან დაკავშირებით, შეკითხვა დაუსვეს. მიხაილ გალუზინმა ტრადიციული პროპაგანდით უპასუხა, რომ "აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა სუვერენული არჩევანი ჯერ კიდევ 2008 წელს გააკეთეს, მას შემდეგ რაც სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა ძალით დაებრუნებინა ერთი რესპუბლიკა საქართველოსთვის და მეორეს მსგავსი ქმედებებით დაემუქრა". მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ "გაკვეთილი ისწავლა ამ კრიმინალური ავანტიურიდან":

"საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა ამ კრიმინალური ავანტიურიდან და მიზნად ისახავენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი გზით „დაბრუნებას“. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ქართულ „რეინტეგრაციის“ პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომელთაგან მთავარია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. აფხაზებმა და სამხრეთ ოსებმა არაერთხელ გამოთქვეს ნეგატიური დამოკიდებულება მათი სუვერენული სტატუსის „შელახვის“ და საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოქცევის მცდელობის მიმართ და აღნიშნეს, რომ ერთადერთი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იქნება ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარება." ამბობს გალუზინი.
ლავროვის მოადგილის თქმით, ურთიერთობების ნორმალიზება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც "საქართველო მიიღებს არსებულ რეალობას და აღირებს რესპუბლიკების თანასწორობას":

"ამასთან დაკავშირებით, ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების ხელმოწერას, ერთის მხრივ, და მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტას შემდგომი დემარკაციის გზით, საკვანძო მნიშვნელობა აქვს." ამბობს გალუზინი.მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს საკითხები განხილვის საგანია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხუხაშვილი
„ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა.1. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია აღიარებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი.გა...

პოლიტიკა 1721189573

ქალთა ნაკრები
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ირის ანტმანის გუნდმა ლიეტუვის ნაკრების სტუმრად, მინიმალური ანგარიშ...

სპორტი 1721188625

კოიძე
ვიდეო: „უაიმე, ჩვენი მადო რა დღეშია... ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია“

ბლოგერი დომენიკ მანგოუაიმე ჩვენი მადო რა დღეშია თურმე    დიდი არაფერი მადონა რას ფიქრობს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია.  

სოცმედია 1721188545

ზარქუა
„190 მეტრზე როგორ აიტანა თინეიჯერმა იარაღი და ისროლა 7-ჯერ? - ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ ჩვენც შევეცდებით, არგუმენტირებულად ვუპასუხოთ“ - ირაკლი ზარქუა

190 მეტრზე თინეიჯერმა როგორ აიტანა იარაღი და როგორ ისროლა 7-ჯერ, ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ უკვე ჩვენც შევეცდებით, რომ არგუმენტირებულად ვუპასუხოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნ...

პოლიტიკა 1721187422

ხაზრაძე და ცოლი
„იმ უბაფთო, მაღალ გოგოს, ირინა ხიდეშელს და მე დღეს უკვე ხუთი შვილი გვყავს“ - მამუკა ხაზარაძის სიყვარულის ამბავი

მამუკა ხაზარაძე თავისი წიგნიდან ,,ფეისბუქზე” კიდევ ერთ ნაწყვეტს აქვეყნებს:ყველაზე მაღალი გოგო მეხუთე კლასში თანაკლასელ ბიჭებში ყველაზე დაბალი ვიყავი. დილაობით სკოლაში დილის გამამხნევებელი ვარჯიშები ტა...

სოცმედია 1721186996

ნანუკა ჟორჟოლიანი
,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს? რატომ ვქენით ეს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ოლიმპიელების ჩაცმულობას სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს: ,,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს 😔 რატომ ვქენით ეს:( ფეხბურთელების “შეფუთვაზე” ვინც იზრუნა მათთვის რომ მი...

სოცმედია 1721186765