პოლიტიკა • 1731410896
2023 წელს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ბინადრობის ნებართვა საქართველოს 33 898 მოქალაქეზე გასცეს - ამის შესახებ Eurostat-ის მონაცემთა ბაზაში ვკითხულობთ.
სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, 19 411 ნებართვა "სამუშაო" კატეგორიაში გაიცა. "ჰუმანიტარული და სხვა" მიზნით ბინადრობის უფლება საქართველოს 8 371-მა მოქალაქემ მიიღო, ოჯახური მიზნით - 4 050-მა, ხოლო საგანმანათლებლო მიზნით ყველაზე ცოტა, საქართველოს 2 066-მა მოქალაქემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებზე 2023 წელს გაცემული ბინადრობის ნებართვების რაოდენობა 4 144-ით ჩამორჩება 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელს - 38 042 ნებართვას. (ევროკავშირი სტატისტიკურ მონაცემებს 2013 წლიდან აგროვებს, სწორედ 2013-23 წლებში იყო 2022 წელი რეკორდული)
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მონაცემთა ბაზაში ასახულია, რომ გასულ წელს საქართველოს მოქალაქეებზე ყველაზე მეტი, 12 403 ბინადრობის ნებართვა პოლონეთმა გასცა. მეორე ადგილზეა იტალია - 6 205 ნებართვით, შემდეგ გერმანია - 3 273, სლოვაკეთი - 2 951 და ესპანეთი - 1 951 ნებართვით.
ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქს...
პოლიტიკა • 1733468351
კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არავის შეუტყობინებია: "ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყ...
პოლიტიკა • 1733468102
ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირისა და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესოს ქართველ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხი...
პოლიტიკა • 1733466513
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. „პ...
პოლიტიკა • 1733466395
არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" ინფორმაციით, 4 დეკემბერს, გამთენიისას აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭი სამედიცინო დახმარებას 35 საათის განმავლობაში ითხოვდა. მათი ცნო...
პოლიტიკა • 1733465474
„"ახლა შევიტყვე, რომ თურმე ჩემი ,,შეხედულებების გამო" ერთი-ორი სკოლისთვის ჩემთან შეხვედრის გადადება მოუთხოვია ვიღაცას სადღაც.სკოლებში სამი მიზეზით დავდივარ - წიგნები მიმაქვს, წიგნიერებაზე ვესაუბრები...
სოცმედია • 1733464672
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი