„საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან უკიდურესად დაბალია“ - დევინი

პოლიტიკა 1686221633    119

პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლუკ დევინმა ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე 12 რეკომენდაციის მხრივ, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები განიხილა.

დევინმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, ქმედებები თუ განცხადებები დამაზიანებელია.

მან ქართული ოცნება გააკრიტიკა სასამართლო რეფორმის ევროინსტიტუტბთან კონსულტაციის გარეშე მეორე მოსმენით მიღებისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას კი "მეგობრების დანიშვნა" უწოდა.

გარდა ამისა, მისივე შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარის წესის არჩევაში შესატანი ცვლილებები გააღრმავებს არსებულ უთანხმოებას.

"მიუხედავად იმისა, სასამართლოს ყოვლისმომცველი და ამბიციური რეფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს მთავარი სასამართლო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და ერთიანობას და ასევე, მყარი საარჩევნო კანონმდებლობა არის უმნიშვნელოვანესი. ყურადღებით ვაკვირდებოდით ამ ყველაფერს და პირველ რიგში, სასამართლოს შესახებ კანონის გადახედვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს კანონი მიიღო პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მეორე მოსმენით ევროინსტიტუტებთან კონსულტაციის გარეშე. ასევე, არ მოუმართავთ ვენეციის კომისიისთვის, არსებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

ამ ჩანაწერებით ვერ შესრულდა მთავარი, გადამწყვეტი მნიშვნელობის რეკომენდაცია. პირველი - სასამართლო რეფორმა და ასევე, ვაკვირდებოდით პარლამენტში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრის არჩევას, რომლებმაც ჩვენი აზრით, არ უნდა მიიღოს მეგობრის დანიშვნის ფორმა. შერჩევა უნდა იყოს გამჭვირვალე და დამსახურებების მიხედვით. დასანანია ასევე, საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანა. ვგულისხმობ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს. მიგვაჩნია, რომ ეს გააღრმავებს არსებულ შეუთანხმებლობას, ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას და ასევე, ეუთო/ოდირის შეფასებას.

ჩვენ მოვუწოდებდით, არ მიეღოთ მონაწილეობა ნაჩქარევი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ევროკავშირთან და ასევე, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან"- თქვა დევისმა.

მან ასევე ისაუბრა რუსულ კანონზე და თქვა, რომ მისი გაწვევა პოზიტიური იყო და იმედი გამოთქვა, რომ "ეს ნეგატიური თავი დაიხურა".

ლუკ დევინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს არასდროს უთხოვიათ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა, თუმცა ფრენების აღდგენას "დასანანი" უწოდა.

გარდა ამისა, დევინის განცხადებით, წელს საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან უკიდურესად დაბალია (28%) მაშინ, როდესაც ზოგიერთი კანდიდატის თანხვედრა 100%-ს შეადგენს.

"უფრო დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ძლიერ, ანტიდასავლურ გზავნილებს, რომლებსაც აჟღერებენ ქართული ოცნების ლიდერები, რომლის სამიზნეა საერთაშორისო პარტნიორები ან ამ პარლამენტის წევრები.

ჩვენ არასდროს, არც ახლა და არც წარსულში, არ გვითხოვია, რომ საქართველოს შეეწყვიტა ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა, ის რაც ვნახეთ - რუსეთთან ფრენების აღდგენა მაშინ, როდესაც ევროკავშირმა გააუქმა ეს ფრენები რუსეთის იზოლაციის გამო, ეს გადაწყვეტილება დასანანია.

ასევე, ევროკავშირის მიერ სანქცირებული პირების საქართველოში დაშვება. გვწამს, რომ საქართველო არ უნდა გახდეს სანქციებისთვის თავის არიდების ადგილი. სამწუხაროდ, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან არის უკიდურესად დაბალი. გასულ წელს ეს იყო 44%-ზე ნაკლები, წელს მხოლოდ - 28%. შედარებისთვის, ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის მაჩვენებელი არის 100%"- აცხადებს დევინი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი თავდგირიძე
"არა ფარცხალაძესო, არა ჩარტერულ კრუიზებსო, არა ფასადურ დემოკრატიასო" - რას წერს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე Edison Research-ის კვლევას ეხმაურება და წერს: “მე მგონი ყველა კითხვაზე პასუხია: არა შოვის ტრაგედიის გამეორებასო, არა ფარცხალაძესო, არა ჩარტერულ კრუიზებსო, არა ფასა...

სოცმედია 1695932700

არჩილ გამზარდია
"ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ" - რას წერს არჩილ გამზარდია

"ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ. ფეხბურთს ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვუყურე, ისიც იმის ხათრით, სტუდენტთან ნიძლავი მქონდა დადებული.  სტუდენტმა წააგო, თავანი საგნის შე...

სოცმედია 1695932400

ბიჭი
"მიწამ როგორ უნდა მიგიღოს... მზე, სიკეთის ბიჭი მოგვიკლეს..." - გურიაში მოკლული ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში 23 წლის ბიჭი მოკლეს. ახალგაზრდის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე წერს და ფოტოს ავრცელებს. მისი ინფორმაციითვე, მოკლული ბიჭი ავთო სიხარულიძეა. "გლ...

სოცმედია 1695931800

სოხუმი
„გაეძრობა მერე შენივე "ტრ**იპერო" ქართველი და - სეპარატისტებთან დიალოგი გვჭირდებაო“ - ბესო ლორია

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ბესო ლორიას მიერ 2020 წელს  გამოქვეყნებულ სტატუსს აქვეყნებს: „ბესო ლორია, 2020 წლის 28 სექტემბრის სტატუსი: "შენს ენაზე არ გელაპარაკნენ შენსავე ქვეყანაში. გულის...

სოცმედია 1695931500

ნუგზარ-სულაშვილი-1.jpg
"მეომრებს არ ჩაგვიფსია. ჩაიფსა ხელისუფლებმა და მას შემდეგ, დღემდე ჩაფსმული დადის!!!“ - რას წერს ნუგზარ სულაშვილი

"იარე, ლიზა!" - ციტატა ფილმიდან: "ხშირად შარვალი გვისველდებოდა, ამ დროს წამალი გშველის... როცა მიხვდნენ ამას, მოგვაყარეს და მოგვაყარეს წამალი... ჩვენ გმირები არ ვიყავით..." /ლიზას ქმარი/ პ.ს. დიახ, ჩვ...

სოცმედია 1695931500

ლომჯარია
ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ე.წ ოთარის გვარდია ჰქვია - ნიკა გვარამია

ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ე.წ ოთარის გვარდია ჰქვია, - ამის შესახებ „მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა. „ფარცხალაძე აკონტროლ...

პოლიტიკა 1695930900