„საქართველოს ტერიტორია გაყიდა? ქონება გაასხვისა, ან აჩუქა?“ - ინჯია ვერ ხვდება რა ჩაიდინა ფარცხალაძემ

პოლიტიკა 1695132944

ინჯია ფრიდონი

ფარცხალაძემ რა, საქართველოს ტერიტორია გაყიდა? საქართველოს სახელმწიფო ქონება გაასხვისა, ან აჩუქა? ან ჩაიდინა ისეთი ქმედება, რომელმაც დააზარალა ჩვენი ქვეყანა, თუ მოიწონა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის მიღება-არმირებაზე, პირადად მას, ან მისი მეშვეობით საქართველოს ხელისუფლებას არავითარი ბერკეტი არ ჰქონდა - "ევროპელი სოციალისტი" ფრიდონ ინჯია "ვერ ხვდება" რა ჩაიდინა რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში მხილებულმა ოთარ ფარცხალაძემ.

აშშ-ის მიერ, ეფესბეს აგენტად აღიარებული ფარცხალაძე ინჯიამ დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან დაიცვა, ხოლო პრეზიდენტ ზურაბიშვილს "ორმაგი აგენტი, ვაი პრეზიდენტი" უწოდა:

"შეიძლება ვინმემ მითხრას, თუ რა უნდა გაეკეთებინა ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას - რა ფეხები გაესავსავებინა? ისტერიკა აეტეხა, როგორც ეს გააკეთა ქვეყნის ორმაგმა აგენტმა, ვაი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველოს მილიონები დამატებით მიაღებინა [პირდაპირი ფრენების აღდგენა]" ამბობს ინჯია. 
ინჯიას თქმით, აშშ-მ ფარცხალაძე "ყოველგვარი არგუმენტაციის" გარეშე დაასანქცირა, ხოლო ის, ვინც "მართლა ტერიტორიები გაყიდა", სანქციებს არ უწესებს.

 

ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძის უფლებები საქართველოს პროკურატურამ უნდა დაიცვას:

"საქართველოს მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია, არავის არ აქვს უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეზღუდოს მოქალაქის უფლებები. ეხლა გამაგებინეთ, ვინ უნდა დაიცვას დღეს ფარცხალაძე ეროვნული ბანკის ანტიკონსტიტუციური ქმედებისგან?... მე ვფიქრობ, პროკურატურამ. დღეს ფარცხალაძეა, ხვალ სხვა იქნება" ამბობს ინჯია.შეგახსენებთ, ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს, შეჩერებულია გადარიცხვები - შესაბამისი განცხადება ეროვნულმა ბანკმა გუშინ, 18 სექტემბერს გაავრცელა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამინდი
უახლოესი 3 დღის განმავლობაში ტემპერატურა დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +31, +33, ხოლო 26-27 ივლისს +26, +28 გრადუსი დაფიქ...

საზოგადოება 1721912280

კამალა ჰარისი
კამალა ჰარისმა საკუთარი კანდიდატურა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოფიციალურად დააყენა

აშშ-ის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საპრეზიდენტო რბოლაში ოფიციალურად ერთვება. „მე ვარ კამალა ჰარისი, და მე შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის ვიბრძვი“, -...

მსოფლიო 1721911020

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 26 ივლისს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 26 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლებ...

საზოგადოება 1721909520

თსი
თსუ-ს საუნივერსიტეტო კლუბების წევრებმა ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრა გამართეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური  კლუბების - პოლიტიკური სკოლის, „ილიასა“ და „დავითის“ წევრებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათ...

საზოგადოება 1721909182

ბიძინა
იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი

მომავალი პრეზიდენტი მოსახლეობის ნაცვლად, 300-კაციანმა საარჩევნო კოლეგიამ უნდა აირჩიოს, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების და ავტონომიური რესპუბლიკების უმ...

პოლიტიკა 1721909008

გვარამია
"არჩევნების მოპარვა ვერ მოხდება და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბევრი გეგმა გვაქვს" - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები NDI-ის მისიას შეხვდნენ

ოპოზიციური პარტიები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, ხმების დაცვის მექანიზმები და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო...

პოლიტიკა 1721908822