პოლიტიკა • 1629740760 6
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საბოლოო მონიტორინგი უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესს ეხმაურება და ანგარიშს აქვეყნებს.
ორგანიზაციის შეფასებით, დანიშვნები არ იყო საკმარისად სამართლიანი და სანდო, თუმცა, პროცედურულად, ძირითადად, გამართულად ჩატარდა.
"გადაწყვეტილებამ, დანიშვნის პროცესის გაგრძელების შესახებ, მაშინ როდესაც მას აკლდა ინკლუზიურობა და ეწინააღმდეგებოდა უკვე მიღწეულ შეთანხმებას პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დააყენა მისი სანდოობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემისადმი საკმაოდ დაბალია“, - აღნიშნა ODIHR-ის დირექტორმა მატეო მეკაჩიმ და დასძინა:
''მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, იზრუნოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებაზე ფართომასშტაბიანი რეფორმების გატარების მეშვეობით.“
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დანიშვნის პროცესი, რომელსაც ODIHR-მა გასულ თვეში გაუწია მონიტორინგი, წარიმართა რთულ პოლიტიკურ გარემოში და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების შერჩევის პროცესისადმი საზოგადოებრივი კრიტიკის ფონზე. პროცედურის საბოლოო ეტაპის შედეგად დაინიშნა ექვსი ახალი მოსამართლე.
"საგულისხმოა, რომ ეს დასკვნითი ეტაპი წარიმართა აპრილში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების მიუხედავად, რომლის თანახმად, წარდგენისა და დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერებულიყო. ასევე, პროცესში არ მონაწილეობდა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, სახალხო დამცველი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.
იმავდროულად, დადებით შეფასებას იმსახურებს პარლამენტში კანდიდატების მოსმენების პროცესი. კანდიდატებს უსვამდნენ რთულ შეკითხვებს მთელ რიგ აქტუალურ თემებზე. ამასთანავე, მოსმენები კარგად იყო ორგანიზებული და წარიმართა მშვიდ გარემოში, უზრუნველყოფილი იყო პროცესის და წარდგენილი კანდიდატების საზოგადოებრივი შეფასების შესაძლებლობაც. ამის მიუხედავად, საბოლოო კენჭისყრა გაიმართა კანდიდატების დამსახურების შესახებ პლენარული მსჯელობის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს. ამას გარდა, კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტი კვლავ სარგებლობს სრული დისკრეციული უფლებამოსილებით დასაბუთების გარეშე დანიშნოს ან უკუაგდოს ნებისმიერი წარდგენილი კანდიდატი, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და კარგ პრაქტიკას, ისევე, როგორც ODIHR-ის მიერ მანამდე გაცემულ რეკომენდაციებს”, - აღნიშნულია ანგარიშში.
დასკვნის თანახმად, ასევე აღსანიშნავია, რომ დანიშნული ექვსივე მოსამართლე მამაკაცია, იმის მიუხედავად, რომ კანდიდატების 38 პროცენტი და ორი ცხრა წარდგენილი კანდიდატიდან იყო ქალი. აღნიშნული ხაზგასმით მეტყველებს იმ საჭიროებაზე, რომ საქართველომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გაიღოს ქვეყანაში გენდერული თანასწორობისა და მართლმსაჯულების სისტემის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად.
ODIHR-მა მონიტორინგი განახორციელა საქართველოს სახალხო დამცველის მოწვევის საფუძველზე. გუნდმა მონიტორინგი გაუწია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყველა კანდიდატთან ჩატარებულ გასაუბრებებს, ისევე, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარდგენილ კანდიდატთა მოსმენებს და ნომინირებული კანდიდატების საბოლოო კენჭისყრას პარლამენტში. ყველა მონიტორმა დაიცვა ODIHR-ის ფუნდამენტური პრინციპები მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის შესახებ და ამავდროულად უზრუნველყო მათი პროცესში ჩაურევლობა.
დღევანდელ ანგარიშამდე, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების პროცესთან დაკავშირებული შეფასებები გამოქვეყნებულია 2019 წლის სექტემბერში, 2020 წლის იანვარში, და 2021 წლის ივლისში.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი წალკიდან 13 კილომეტრში, სოფელ სალამალეიქში ი...
შემთხვევა • 1701807901
სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, კორპორაციული კლიენტების მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, პარტნიორობა გააფორმა ოპ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701807832
"ხაბეს აშშ-ი მიეცა შესაძლებლობა მაიკ პენსს გასაუბრებოდა საქართველოზე! პენსი ქურქუმალვაითს თუ ფლობდა აბა რას წარმოვიდგენდი. ქურქუმალი რატომ დარჩა გაღიმებული გასაგებია. ეს ჩვენი ცოდვით სავსე სტრატეგიული...
სოცმედია • 1701807300
ზოდიაქოს ნიშანი ადამიანის ხასიათზე გავლენას ახდენს მის გემოვნებაზე. ამის გათვალისწინებით, შეგიძლიათ, საჩუქრის ადრესატი მოკრძალებული საახალწლო სუვენირით უფრო გაახაროთ, ვიდრე ძვირად ღირებული საჩუქრით, რ...
ეს საინტერესოა • 1701807000
"გარდაიცვალა იტალიაში (ბარში) ახალგაზრდა ემიგრანტი, ნინო ბაიაშვილი. გლოვობს ჩემი თიანეთი 7 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩამოსულიყავი მშობლიურ სიმონიაანთხევში?.... სიკვდილო,ვინ წაგართვი?? ეცხოვრა, ეცო...
სოცმედია • 1701806700
"ძალიან მაგარია, როცა ახალგაზრდა გოგოს შეუძლია ბულინგს, ასეთი ფორმით უთხრას - მკიდიხარ. თუ ყველა ასე მოვიქცევით, უცხო ადამიანები სხვების ცხოვრებიდან ცხვირსად ამოყოფენ და დიზაინერობასაც თავს დაანებებე...
სოცმედია • 1701806100
ეს საინტერესოა • 1701804900
6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1701718320
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი