"საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ...“ - გერმანელი დეპუტატი

პოლიტიკა 1685974535    269

გერმანელი დეპუტატი

"საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ ამ ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი", - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი მიჰაელ როტი საუბრობს:

საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა. გასულ წელს, ივნისში, გადამწყვეტი მომენტი იყო ყველა ჩვენგანისთვის: პირველად ევროკავშირმა კარი გახსნა აღმოსავლეთ ევროპისთვის, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას. მე პირადად, ასევე მხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, მაგრამ ამ ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. არსებობს შეშფოთებაც. გასულ ორ თვეში ჩვენ მივიღეთ უცნაური გზავნილები თბილისიდან და არ ვიცი, რამდენად შეესაბმება ეს გზავნილები ქართველი ხალხის სურვილს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

 

ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საკითხი იყო ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი. ვერ ვხვდები, რატომ წარმოადგინეს პოლიტიკოსებმა ეს კანონპროეტქი, რომელიც რუსულს ჰგავს. ჩვენ პირველ რიგში ერთიანი ფასეულობების მქონე კავშირი ვართ. ევროკავშირი არ არის უბრალოდ ერთიანი ბაზარი. ამიტომ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს საქართველოში, რომ სამოქალაქო საზოგადოებას შეხედონ როგორც პარტნიორს და არა როგორც მტერს.

 

გარდა ამისა, ხშირად მესმის, რომ საქართველოს კულტურისთვის და ტრადიციებისთვის მიუღებელია ლგბტქიუ თემი. ამაზე ერთი პასუხი მაქვს: პატივს ვცემ თქვენს კულტურას და ტრადიციებს, მაგრამ ვერასდროს შევეგუები ჰომოფობიურ განცხადებებს მთავრობის წევრებისგან. პოლიტიკოსებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ლგბტქ თემის უფლებები ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი ნაწილია და ამიტომ, მინდა გთხოვოთ ემოციები მოთოკოთ.

 

გარდა ამისა, არ მესმის, რატომ შეიქმნა ახლა ასეთი ორაზროვნება. ახლა არის დრო, რომ გაიგზავნოს ნათელი მესიჯი ბრიუსელში. ჩვენ ველით თქვენგან, რომ შეასრულებთ პირობებს. ჩვენც გვაქვს ჩვენი წილი ვალდებულებები, მაგრამ ეს იოლი საქმე არ არის. იმედი მაქვს, რომ მომდევნო ორ თვეში გააკეთებთ ბევრს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულებით. არავის სურს, რომ ჭკუა ასწავლოს საქართველოს. ვფიქრობ, ხალხმა აქ, თქვენს ქვეყანაში, ხმამაღლა თქვცა თავისი სათქმელი. ამიტომ, გახსენით კარტი. ჩვენ ის უკვე გახსნილი გვაქვს და ახლა თქვენი ჯერია, რომ საშინაო დავალებები შესრულდეს. გერმანია მზად არის ააშენოს ხიდები.

ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესია და საქართველომ, როგორც უკვე ვახსენე, უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეოლიგარქიზაციაა, რომელიც გადამწყვეტია კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის. დრო არ ითმენს. მე მივიღე გზავნილები სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისგან, რომ მივანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ეს დაეხმარება საქართველოს, რომ პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდეს. მე გეთანხმებით, მაგრამ მე ამას ერთპიროვნულად არ ვწყვეტ. ამის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთობლიოვად," - ამბობს მიჰაელ როტი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ემიგრანტი ნეაპოლი
სასიხარულო ამბავი - ნეაპოლში გაუჩინარებული ვანიკო ღარიბაშვილი იპოვეს

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში გაუჩინარებული, 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილი იპოვეს. ამ ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს. “ვიპოვეთ მადლობა და დიდება უფალს პირველ რიგში, არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ თქვენ ა...

სოცმედია 1696019100

მოროშკინა
"ძალიან მაგრად მუშაობს სუსი! არ აგარევინებთ, არა!" – რას წერს ლალი მოროშკინა

“ჩვენი შვილების სისხლს არ დაგაღვრევინებთ! მადლობა ბიჭებო! ძალიან მაგრად მუშაობს სუს-ი! არ აგარევინებთ,არა!!!! ხალხი მთავრობის მხარეს დგას!!!!” წერს ლალი მოროშკინა.

სოცმედია 1696018800

მეგი გოცირიძე
"რიგითი ქოცტროლი მეკითხება ქოც სააგენტოს კომენტარში..." - რას წერს მეგი გოცირიძე

"რიგითი ქოცტროლი მეკითხება ქოც სააგენტოს კომენტარში - 9 წელი სად იყავით სისხლისმსმელი ნაცები და თქვენი სააკაშვილიო და პასუხი დავაკოპირე: ----სად ვიყავით და სახელმწიფოს ვაშენებდით, მიშას ვედექით გვერდი...

სოცმედია 1696018500

მამა თეიმურაზი
"რეანიმაციაში იმყოფება... გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ" - რა ინფორმაცია ვრცელდება მამა თეიმურაზის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე მართვით სუნთქვაზეა. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ფილტვების პრობლემის გამო მდგომარეობა დაუმძიმდა. "უმორჩილესად გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფი მ...

საზოგადოება 1696018200

სურამელაშვილი
"ჩემი კოცნები დამიბრუნე, 8 წლის განმავლობაში რომ გკოცნიდი..." - გია სურამელაშვილი

გია სურამელაშვილმა ყოფილ შეყვარებულს მორიგი მიმართვა მიუძღვნა.   @giasuramelashvili0 #ფორიუზეა? #გლობალ🌍 ♬ original sound - Gia Suramelashvili

სოცმედია 1696017900

მტვერი
"უდაბნოს მტვერი არ გეგონოთ, თბილისია..." - რა ვიდეოს ავრცელებს "ჩემი ქალაქი მკლავს"

"#სუფთაჰაერიჩემიუფლებაა უდაბნოს მტვერი არ გეგონოთ, თბილისია ჭავჭავაძის 47 ნომერი, სახლის დემონტაჟი. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია" წერს მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლაცს" და ვიდეოს ავრცელებს.

სოცმედია 1696017300