სენაკის სასამართლოს თავმჯდომარე, ლევან ნუცუბიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს - TI

პოლიტიკა 1718261371

სენაკის სასამართლოა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე, რომელიც 2020 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს.

კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით:

ლევან ნუცუბიძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება:
57.55 კვ.მ ბინა ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე
2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში, მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით (თანამესაკუთრე)
4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში (თანამესაკუთრე)
1557 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმბრაში.
აღსანიშნავია, რომ ლევან ნუცუბიძემ უძრავი ქონებები არც 2022 და 2023 წლის  დეკლარაციებში მიუთითა.

ლევან ნუცუბიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა დედის, ციცინო ნუცუბიძის ეკონომიური საქმიანობის შესახებ.
 მოსამართლემ ასევე არ გაასაჯაროვა დედის უძრავი ქონებები:
640 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში
3600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს ლევან ნუცუბიძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, ლევან ნუცუბიძე, როგორც სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
„ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს“ – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩ...

პოლიტიკა 1730884716

საქბანკი მწვანე
ეროვნული ბანკი: საქართველოს ბანკი  მწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერია

საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ანგარიშის თანახმად, „2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე დაფინანსების პორტფელმა დაახლოებით 932 მილიონი ლარი შეადგინა”, საიდ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1730884377

ორბანი ტრამპი
"დიდი დაბრუნება" - ორბანმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა უნგრეთის პრემიერმა. ვიქტორ ორბანმა ფაქტს "აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში ყველაზე დიდი დაბრუნება" უწოდა.   აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში ყველაზე დ...

მსოფლიო 1730883260

ზელენსკი
"მოუთმენლად ველი, რომ პირადად მივულოცო პრეზიდენტ ტრამპს" - ზელენსკი

 დონალდ ტრამპს გამარჯვებას უკვე ულოცავენ მსოფლიო ლიდერები. მათ შორისაა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებას X-ზე გაავრცელა და უკრაინა-აშშ-ის თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა:...

მსოფლიო 1730883134

კალაძ
ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრებ პირებს ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ფართები დაუკანონდებათ

ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრებ პირებს  ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუკანონდებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის...

საზოგადოება 1730883029

გვარამია
„მე მაინც ის მაინცვიფრებს“ - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია სოცქსელში წერს: მე მაინც ის მაინცვიფრებს, ზოგიერთი საბუთიანი ქართველი ემიგრანტი ამერიკაში იმას რომ გულშემატკივრობს, ვინც უსაბუთო ქართველ ემიგრანტებს მნიშვნელოვნად გაურთულებს ცხოვრებას  ა...

სოცმედია 1730882337