შარლ მიშელის საგანგებო გაცხადება ნიკა გვარამიაზე

პოლიტიკა 1664817378    1959

გვარამია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საჯარო გზავნილი და ღია მინიშნება სამართლებრივი უფლებების დარღვევაზე. ნიკა გვარამიას საქმეზე შარლ მიშელის წერილის უშუალო ადრესატიც თავად პოლიტპატიმარი მედია მენეჯერია, თუმცა წერილის შინაარსი ასევე განკუთვნილია "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის.

სასჯელის კანონიერება, მისი სახე და ვადები არის მთავარი კითხვები, რომლებიც ევროპელ პოლიტიკოსს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით აქვს. შარლ მიშელი განმარტავს, რომ ამ თემებზე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშიდან გამომდინარე და განაგრძობს ყურადღებით დაკვირვებას გვარამიას სასამართლო პროცესზე, რომელიც ხვალ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.

 

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ნიკა გვარამიას საქმის მიმდინარეობას. გავეცანით სახალხო დამცველის განცხადებას, რომელიც ეჭვს გამოთქვამს სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებას ნიკა გვარამიას საქმეზე როგორც ბრალდების, ასევე სასჯელის კუთხით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფუნდამენტური უფლებები და სათანადო სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს დაცული. უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. მათ შორის ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის გათვალისწინებით. ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყონ სასამართლო სისტემის ინკლუზიური და ყოვლისმომცველი რეფორმა.

ეს პუნქტი 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებისა და ახლახანს მიღებული, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგითაა გათვალისწინებული.

ევროკავშირი გააგრძელებს ნიკა გვარამიას საქმეზე დაკვირვებას" - ნათქვამია წერილში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჩეჩენი ბლოგერი
ჩეჩენი ბლოგერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოკლულად გამოაცხადეს, ცოცხალია

ჩეჩენი ოპოზიციური ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიციის მფარველობის ქვეშაა - წერს  Kavkaz.Realii  ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით.   პრესსამსახური...

მსოფლიო 1670593788

ლუკაშენკო
ლუკაშენკო NATO-ს ბრალს სდებს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მტკიცებით, NATO-ს 2020 წელს, ბელარუსის საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის დაპყრობა და დონბასში ომის დაწყება სურდა. "თქვენ [დასავლეთი] ემზადებოდით ამისთვის...

მსოფლიო 1670593414

სააკაშვილი
"საქართველოს ხელისუფლება შანტაჟს არ ექვემდებარება" - რუსული მედია მიხეილ სააკაშვილის გადადებულ პროცესზე

დასავლეთს სჭირდება სააკაშვილი სასიკვდილოდ დაავადებული: თუ საჭირო იქნება, მას ასეც მოექცევიან - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული გამოცემა mk.ru და თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის...

პოლიტიკა 1670593242

მოსკოვი ხანძარი
რუსეთში დღეს მეორე ხანძარი გაჩნდა - დაიწვა ქარხანა, რომელიც საბრძოლო აღჭურვილობისთვის საბუარვებს აწარმოებს

რუსეთში, ქალაქ ბარნაულში "ალთაის" ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ქარხანა საბურავებს აწარმოებს თვითმფრინავებისა და საბრძოლო აღჭურვილობისთვის. ხანძარი დილის 5 საათზე გაჩნდა, მეხანძრეები ამბობენ, რომ ცეცხლი 1...

მსოფლიო 1670593072

შუქი
რომელ რაიონებში არ იქნება უქმეებზე დენი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 და 12 დეკემბერს, ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, 10 დეკემბერს, 09:00 საათიდან 18:00 სა...

საზოგადოება 1670592989

გზა
ყურადღება - გაგარინის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა 10 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან გაგარ...

საზოგადოება 1670592883