"შეგვეზღუდა წვდომა სამედიცინო ისტორიაზე... ყველაფერს აკეთებენ, რომ არ გვქონდეს ამაზე წვდომა" - საძაგლიშვილი
პოლიტიკა • 1636136552 82

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას არ აძლევს.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე პენიტენციური სამსახურის მოქმედება იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ არ გვაძლევენ ინფორმაციას, არის ძალიან ძალიან საყურადღებო და ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს. ჩვენ 24 ოქტომბრის შემდეგ შეგვეზღუდა წვდომა სამედიცინო ისტორიაზე. 25 ოქტომბრიდან მოყოლებული 5 განცხადება გვაქვს ჩაბარებული, ვითხოვთ ინფორმაციის გადმოცემას. მაგრამ ხან რა მიზეზით და ხან რა მიზეზით, ძირითადად ტექნიკური მიზეზებით, უარს გვეუბნებიან დოკუმენტაციასთან წვდომაზე, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან დარღვევას.
რადგან ჩვენ გვაქვს სრული უფლება, ვიცოდეთ, რა მდგომარეობაა როგორც ლაბორატორიულ
კვლევებში, ასევე, რა რეკომენდაციები არის ექიმების მიერ გაცემული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუმცა იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ არ გვქონდეს წვდომა ამ ინფორმაციაზე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა ეს არის ალტერნატიული კონსილიუმისთვის შეზღუდვების დაწესება. უკვე 1 კვირაა ალტერნატიული კომისია ითხოვს მიხეილ სააკაშვილთან შესვლას, წარდგენილი ჰქონდათ სათანადო დოკუმენტაცია, მაგრამ აქაც პენიტენციური სამსახური ხელოვნურად ქმნის ბარიერებს, - ამბობს საძაგლიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 36 დღეა შიმშილობს.

სალომე ზურაბიშვილი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია, - ამის შესახებ ინფრომაციას პრეზიდენტის ოფიციალური ფეისბუქგვერდი ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ პრეზიდენტი არის კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტი.მაქსიმალური...
პოლიტიკა • 1656650364

თამარ ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილი ფინეთის წარმომადგენლის ადგილას ზის და წერს: „აგე ჩემი პრემიერი ფინეთის პრემიერიც...
სოცმედია • 1656649304

პიარსპეციალისტი ლალი მოროშკინა სოცქსელში წერს: „დილიდან ზეიმი აქვთ ნაცებს, ბიძინა ივანიშვილი ბათუმის საავადმყოფოშიაო!ახლა კარგად მომისმინეთ სვავებო!ბიძინა ივანიშვილი ხორციელი ადამიანია და არა კერპი, ც...
სოცმედია • 1656648581

"#ჩვენიმხარდაჭერაანრის ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი!! ასეთი გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ შესაძლებელი იყო უბინძურესი პროვოკაციით!!! ჩვენი უპირობო მხარ...
სოცმედია • 1656648397

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის "რკინის ფარდა" ეშვება. მისი თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა აღარ ა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1656648312

როგორ ფიქრობთ, ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები მივედით მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე და იქ სპეციალურად გაილახა ვატო წერეთელი? ეს ხომ აბსურდია, – ამ...
პოლიტიკა • 1656648153