“შეწყვიტეთ თავდასხმები ჟურნალისტებზე” – პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში ჟურნალისტების დაცვას ითხოვენ

პოლიტიკა 1730463847

პრესა

პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში ჟურნალისტების დაცვას ითხოვენ.

განცხადების ხელმომწერი 6 საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლებიც მედიის თავისუფლების, ასევე, ორგანიზაციების გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით მუშაობენ, ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ იმ ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების გამო, რომლებიც საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს აშუქებდნენ. 

 


განცხადებაში აღნიშნულია, რომ MFRR-მ [მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირება] აღრიცხა არჩევნებთან დაკავშირებული, სულ მცირე, 30 მედიის მიმართ თავისუფლების უფლების დარღვევა, რაც 34 ჟურნალისტს შეეხო.

 

ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ჟურნალისტები და ოპერატორები გახდნენ ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლები, მათ დაუმტვრიეს კამერები. ასევე, აღნიშნავდნენ, რომ მედიის წარმომადგენლებს ეძახდნენ „უსამშობლოებს“, „აგენტებს”, „ქვეყნის მტრებს”.

განცხადებაში წერია, რომ თავდამსხმელთა უდიდესი ნაწილი ქართული ოცნების” წარმომადგენლები იყვნენ.

ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში გასაშუქებლად არ შემოუშვეს 2 უცხოელი ჟურნალისტი: რეი ბასელეი, რომელიც აეროპორტში 34 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, 20 საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას და მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ.

ასევე, ორგანიზაციების თანახმად, საქართველოში არ შემოუშვეს შვეიცარიელი ჟურნალისტი სტეფან გოსი, რომელიც 11 საათის განმავლობაში იყო დაკავებული აეროპორტში.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს თავდასხმები და შეზღუდვები უნდა განიხილებოდეს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისთვის სიტუაციის საერთო გაუარესების კონტექსტში, როგორც ეს დოკუმენტირებულია ბოლო მისიით. მისიამ დაადგინა, რომ ჟურნალისტები მოქმედებენ უკიდურესად მტრულ წინასაარჩევნო გარემოში და ხშირად ექვემდებარებიან ცილისწამების კამპანიებს, ონლაინ თავდასხმებს და შეურაცხყოფას საჯარო მოხელეების, უცნობი პირების და მედიის სხვა თანამშრომლებისგანაც კი. მისიამ ასევე დაადგინა, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევების უმეტესობა არ არის ეფექტურად გამოძიებული და დასჯილი. შედეგად, მისიამ დაადგინა, რომ ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო პროფესიად იქცა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები ასევე მიუთითებენ, რომ MFRR-მა და მისმა პარტნიორებმა არაერთხელ გაავრცელეს გამაფრთხილებელი განცხადება საქართველოში მედიისთვის მზარდ არასასურველ გარემოზე, „უცხო ქვეყნის გამჭვირვალობის კანონისა” და „ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის” მიღების ჩათვლით. ასევე, ჟურნალისტების პარლამენტის შენობაში შეშვებაზე უარის თქმა, ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევების მზარდი რიცხვი და თავდასხმა იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ.

განცხადებაში აღნიშნულია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმები ჟურნალისტებზე და საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ყველა შემთხვევა. მათ დაუყოვნებლივ უნდა დაასრულონ შემაშფოთებელი პრაქტიკა, რომლითაც უცხოელ ჟურნალისტებს ქვეყანაში არ უშვებენ და უზრუნველყონ, რომ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მოქმედი ყველა კანონმდებლობა სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინოს ეფექტური ზეწოლა საქართველოზე პრესის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის“.
განცხადებას ხელს აწერენ:

International Press Institute (IPI)European Centre for Press and Media Freedom (ECPMF)ARTICLE 19 EuropeThe European Federation of Journalists (EFJ)OBC Transeuropa (OBCT)Free Press Unlimited (FPU)

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოპოზიციაააა
„ვითხოვთ მოძალადეების პასუხისგებაში მიცემას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას“ - არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები

არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ მოთხოვნებზე, რომელიც რეჟიმის მიმართ აქვთ - მოძალადე პოლიციელების პა...

პოლიტიკა 1733471628

პოლიტიკა
„რუსეთი ახლა ცდილობს მანამდე გაიფორმოს ეს ქვეყანა, სანამ აშშ-ში იქნება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება მოლაპარაკებები“ - ზურაბ ჯაფარიძე

 "რასაც ცდილობს ახლა რუსეთი საქართველოში, არის ის, რომ მანამ სანამ ამერიკაში მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება სხვადასხვა საკითხებზე საუბარი და მოლაპარაკებები, მანამდე რუსეთმა გაიფორმო...

პოლიტიკა 1733471550

როიტენი
„EU-მ მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ოცნების“ ლიდერებისა და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით“ - როიტენი

ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქს...

პოლიტიკა 1733468351

ნიკა გვარამია
„ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყეს პროცესი, ადვოკატებს ინფორმაცია არ მიაწოდეს“ - მარიკა არევაძე

კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არავის შეუტყობინებია:   "ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყ...

პოლიტიკა 1733468102

ლიეტუვა
ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც EU-ს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც  მოუწოდებს ევროკავშირისა და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესოს ქართველ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხი...

პოლიტიკა 1733466513

პარლამენტი
პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. „პ...

პოლიტიკა 1733466395