სისტემური ღალატი - "თავდაცვის სამინისტრო იქცა რუსული სპეცსამსახურების ქვედანაყოფად" - ნიკა მელია ქართველი ოფიცრის საქმეზე

პოლიტიკა 1660048418    343

მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ქართველი მებრძოლების პირადი ინფორმაციის რუსეთის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩენის საკითხს ეხმაურება. ოპოზიციის ლიდერმა განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. "ეს არის სისტემური ღალატი... რომლის უკანაც თავდაცვის სამინისტრო დგას" - განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ.

"დღევანდელი უსამშობლო კაპიტულანტების, კოლაბორაციონისტების ხელისუფლება ჰყიდის სახელმწიფოებრიობას ბითუმად და ჰყიდის ჯარისკაცებს ცალობით. აბარებს მათ ოკუპანტ რუსებს და ეს ბრალდება აღარ არის. ეს არის ფაქტის კონსტანტანცია.

ვნახეთ თუ როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს იმ რუსებს, რომლის წინააღმდეგაც ისინი იბრძოდნენ 2008 წელს და იბრძვიან ახლა უკრაინაში. ჩვენ ვიხილეთ, როგორ აღმოჩნდა მიხეილ ქამხაძის, გამოცდილი ჯარისკაცის პირადი საქმე ოკუპანტის ხელში. ინფორმაცია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა. ეს უმძიმესი ფაქტი უკვე ცხადყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც არსებობს ძლიერი რუსული გავლენები და ქსელი, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერი  დეტალური ინფორმაცია, რომელიც დასჭირდება ოკუპანტს თითოეულ ქართველ სამხედროსა და მის ოჯახის წევრებზე, აღმოჩნდება მათ ხელში. ეს არ არის ინდივიდუალური ღალატი. ეს არის რუსეთის ოცნების მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იქცა რუსული სპეცსამსახურების ქვედანაყოფად. " ამბობს მელია.

მელიამ ამავე თემაზე სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა.

 

"მთავარმა არხმა" 8 აგვისტოს მოამზადა რეპორტაჟი, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეცსამსახურების ხელშია. საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
"რაღაც ძალამ ჩამომიყვანა საქართველოში, ამავე ძალამ გადამარჩინა 50 დღიანი შიმშილობის და განსაკუთრებით კი მოწამვლის დროს" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩვენს გარშემო მიმდინარეობს ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირება. აზერბაიჯანმა დააკავა რუბენ ვარდანიანი - რუსი მილიარდერი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ასევე ე.წ. არცახის ს...

პოლიტიკა 1696269540

სალომე ზურაბიშვილი
1 დღე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვამდე - რა პროცედურებით ჩატარდება საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული სხდომა

საკონსტიტუციო სასამართლო უპრეცედენტო სხდომისთვის ემზადება. ზუსტად დღის 12 საათზე პალატის 9 მოსამართლე დაიწყებს საჯარო მსჯელობას "ქართული ოცნების" საკითხზე, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის...

პოლიტიკა 1696267866

ასოს
საბერძნეთში მოკლული ქართველი ემიგრანტი კობა აშოთიაა - მის ცოლს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე  კობა აშოთიაა - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც,...

კრიმინალი 1696267694

კარავი
"ეს კანონპროექტი სახიფათოა, იწვევს პროტესტის მშვიდობიანი ფორმების შეზღუდვას და არღვევს კონსტიტუციას" - საია "კარვების კანონზე"

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია, რომ  მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მ...

პოლიტიკა 1696266481

ლარი
ლარი გაუფასურდა - ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 3 ოქტომბერს

2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6783 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2....

ბიზნესი & ეკონომიკა 1696264944

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 3 ოქტომბერს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების  ჩატარების გამო 3 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირ...

საზოგადოება 1696264651