პოლიტიკა • 1730866844
თამაზ გინტურის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. ის 2023 წლის 6 ნოემბერს სოფელ კირბალში რუსმა ჯარისკაცმა მოკლა.
შემთხვევის დროს მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს, რამდენიმე დღეში კი ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცეს.
ლევან დოთიაშვილი იხსენებდა, რომ ლომისის ტაძარში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეები გამოჩნდნენ. თავდაპირველად რუსმა ჯარისკაცმა გამაფრთხილებელი ტყვია გაისროლა, რის შემდეგაც, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი მას გაესაუბრნენ, შემდეგ ტერიტორია დატოვეს. მანქანაში ჩასხდომიდან რამდენიმე წუთში რუსმა ჯარისკაცმა გამიზნული სროლა დაიწყო. დოთიაშვილი ამბობს, მანქანიდან დაჭრილი თამაზ გინტურის გადმოყვანის შემდეგ მან სასწრაფოში დარეკა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, ადგილზე კიდევ 7 რუსი ჯარისკაცი გამოჩნდა, რომლებიდანაც ერთ-ერთმა მას დაარტყა, მიწაზე დააწვინა და ბორკილები დაადო.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს. ცხინვალში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდო მკვლელები არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო. ოჯახი მკვლელების დასჯას ამ დრომდე ითხოვს.
ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქს...
პოლიტიკა • 1733468351
კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არავის შეუტყობინებია: "ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყ...
პოლიტიკა • 1733468102
ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირისა და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესოს ქართველ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხი...
პოლიტიკა • 1733466513
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. „პ...
პოლიტიკა • 1733466395
არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" ინფორმაციით, 4 დეკემბერს, გამთენიისას აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭი სამედიცინო დახმარებას 35 საათის განმავლობაში ითხოვდა. მათი ცნო...
პოლიტიკა • 1733465474
„"ახლა შევიტყვე, რომ თურმე ჩემი ,,შეხედულებების გამო" ერთი-ორი სკოლისთვის ჩემთან შეხვედრის გადადება მოუთხოვია ვიღაცას სადღაც.სკოლებში სამი მიზეზით დავდივარ - წიგნები მიმაქვს, წიგნიერებაზე ვესაუბრები...
სოცმედია • 1733464672
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი