„თავისით არ მოქმედებს. რასაც დაუწერენ და  დაავალებენ, იმას გააკეთებს და დაწერს“ - კახა კალაძე პრეზიდენტზე

პოლიტიკა 1715594414

კალაძე

„პრეზიდენტს რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს. მაქსიმალურად გაწელავს დროს და ბოლოს აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

 

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მზად არის, რომ ვეტოს დადების შემდეგ, უცხოელი პარტნიორებისგან მოისმინოს ნებისმიერი არგუმენტი, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხება.

 

„პრეზიდენტის განცხადებებიდან გამოიკვეთა, რომ ის თავისით არ მოქმედებს. აშკარად იკვეთება, რომ რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს და დაწერს. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმალურად გამოიყენებს ვეტოს დადების ვადებს, მაქსიმალურად გაწელავს პროცესს და ბოლო ნაბიჯი იქნება - ვეტოს დადება.

 

ჩვენ გავაკეთეთ განცხადებები და როდესაც იქნება ვეტო დადებული, მზად ვართ, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან შენიშვნები. თუკი არსებობს რაიმე არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იქნეს აღნიშნული კანონი მიღებული, ამას მოვისმენთ. თუმცა, მთელი ამ დროის განმავლობაში არგუმენტი ვერ მოვისმენთ და ალბათ, ვეტოს ფარგლებშიც, კონკრეტიკა არ იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აღნიშნული კანონი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება, არასამთავრობო ორგანიზაციებმა წელიწადში ერთხელ რომ დეკლარაციები წარადგინონ, ეს რატომ უნდა იყოს ცუდი? ჩვენ მაინც მზად ვართ არგუმენტების მოსასმენად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბურჭულაძე
უპრეცედენტო მობილიზაცია არჩევნებისთვის - მოქალაქეების ხმების დასაცავად ხელოვანები ერთიანდებიან

უპრეცედენტო მობილიზაცია არჩევნებისთვის - საქართველოს მოქალაქეების ხმების დასაცავად ერთიანდება ყველა განურჩევლად პროფესიისა. ქვეყნის ევროპულ მომავალს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე დაიცავენ მსახიობები,...

პოლიტიკა 1728925082

ბორელი
„დაველოდოთ საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი გამოცდა იქნება“ - ბორელი

ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოს საკითხზე მსჯელობა დასრულდა - შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრ...

პოლიტიკა 1728924917

კახა მიქაია
„ქოცების მიერ ინდივიდუალურად ჩატარებული გამოკითხვების შედეგებით დაღონებული ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გამოქვაბულში განმარტოვდა…“ – კახა მიქაია

სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია:„ქოცებო!!!ნუ ერევით GORBI-ს ,,კომპეტენციაში,” ნუ ატარებთ ინდივიდუალურ გამოკითხვებს!!!რა გინდათ, რა არ გასვენებთ?!ხომ ხედავთ, GORBI-ვით ,,კომპეტენტურები”, რომ ვერ ხართ,...

სოცმედია 1728924365

გერმანიის ელჩი
"დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა" - გერმანიის ელჩი

პიტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში, სავარაუდოდ კახი კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანა ლირმანს "კუბილიუსი კაბაში" უწოდა.   "დღეს ვიღაცამ ავტოგოლ...

პოლიტიკა 1728922372

თურქეთის პოლიცია
ანტალიაში 16 წლის ქართველ გოგოზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა – თურქული მედია

თურქული მედიის ინფორმაციით, ანტალიაში 16 წლის ქართველ გოგოზე მეზობელმა სექსუალურად იძალადა. როგორც მედია წერს, მოზარდი შშმ პირია, ძალადობაში ბრალდებული კი დაკავებულია. მედია წერს, რომ მეზობელი კაცი ქა...

კრიმინალი 1728921475

საქართველო-ევროკავშირი
„EU-ს ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ“ - Reuters

 ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ, - წერს გამოცემა Reuters- ი 17-18 ოქტომბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტის დას...

პოლიტიკა 1728920350