თეა წულუკიანმა კონსერვატორიის რექტორის 10 ოქტომბრის არჩევნები გააუქმა

პოლიტიკა 1695789073    263

კულტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრ წულუკიანის ბრძანებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნები გაუქმდა. ინფორმაციას კონსერვატორია სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ამავე ბრძანების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა.

 

"საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023  No 00033770 ბრძანებით გაუქმდა „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No16 სხდომაზე მიღებული „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No52/2023 დადგენილება.

 

ამავე ბრძანების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა." ნათქვამია კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 


 

 

შეგახსენებთ, წულუკიანმა კონსერვატორიაში "რეფორმის" ჩატარება 20 სექტემბერს, პარლამენტში გამოსვლისას დააანონსა და თქვა, რომ ხელმძღვანელობა "ვერ ასრულებს ფუნქციას" .

 

მინისტრის მუქარას მეორე დღესვე უპასუხა  კონსერვატორიის რექტორმა, ნანა შარიქაძემ - ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 30-იანი წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება - დაწერა მან. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნუცა
"ქართველ მაფიოზს ვგავარ“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში მაიამიდან ახალი ფოტოები გაავრცელა.

სოცმედია 1701718438

ასტროპროგნოზი
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დამღლელი და დაძაბული დღეა. მოსალოდნელია სირთულეები ურთიერთობაში და კამათი. დროა გადაწყვიტოთ, გსურთ ამ ურთიერთობის გაგრძელება თუ არა. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ წასულის ნაცვლად ახალი ადამიანები...

ეს საინტერესოა 1701718320

საბურთალო
საბურთალო“ აჭარაზე ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ საქართველოს თასის ფინალთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის. კლუბში აცხადებენ, რომ ფინალამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვას საზოგადოებაში არაერთგვაროვან...

საზოგადოება 1701716999

მერაბ მეტრეველი
"ეს ხუმრობა ჩემს ბავშვობაში ბათუმში ძლაიან გავრცელებული იყო" - რას წერს მერაბ მეტრეველი

"ეს ხუმრობა ჩემს ბავშვობაში ბათუმში ძლაიან გავრცელებული იყო: "აჭარა აჭარლებს, კოწიები ჩოლოქს იქით!" "კოწიებს" აჭარლები გურულებს ეძახიან და ეს ხუმრობა დაახლოებით იგივე შინაარასს ატარებს, რასაც თბილისელ...

სოცმედია 1701716649

ავარია
ტრაგედია გორში - ახალგაზრდა კაცს მანქანა დაეჯახა

გორში მანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, დაზარალებულის დასახმარებლად ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია, თავდა...

შემთხვევა 1701716378

დათო ოქიტაშვილი
„ესაა ისტორიული ფოტო“ - ვისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს დათო ოქიტაშვილი

საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოცქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ესაა ისტორიული ფოტა ქალბატონნანის კონცერტიდან რომელიც ჩემი ორგანიზებით ჩატარდა  ასე დაოწყო ჩვენი დიდი მეგ...

სოცმედია 1701699996