„ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის“ - ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილზე

პოლიტიკა 1679581449    348

იოსელიანი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია. იოსელიანი ვივა მედის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კლინიკა პენიტენციურს სთხოვს, შეაფასოს პაციენტის კლინიკაში დარჩენის მიზანშეწონილობა.

"მისი ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა დაფიქსირებული. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის პენიტენციურ სისტემაში დაბრუნება თუ იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამაუარესებელი, რა თქმა უნდა ეს არ უნდა მოხდეს და ის უნდა დარჩეს სამოქალაქო საავადმყოფოში".ამბობს იოსელიანი 
იოსელიანის თქმით, მისი მხრიდან სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის ექიმებს სრული მხარდაჭერა აქვთ, თუმცა როდის მოინახულებენ ისინი მესამე პრეზიდენტს, იოსელიანისთვის უცნობია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სახალხო დამცველს სთხოვს, სასწრაფოდ შევიდეს კომისია მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სტოლტენბერგი
ეს აღმაშფოთებელი ქმედება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში - იენს სტოლტენბერგი

"კახოვკას ჰესის განადგურება ათასობით ადამიანს აყენებს საფრთხის ქვეშ და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. ეს აღმაშფოთებელი ქმედებაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში,"  წერს N...

მსოფლიო 1686043385

კახა კალაძე
კახა კალაძე: ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს სიმართლეს - ყველაზე მთავარი არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანამ უახლოეს წარსულში რთული პერიოდი გამოიარა და დღეს  ქვეყნის ინტერესი მისი მშვიდობიანი განვითარებაა. ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ მედ...

პოლიტიკა 1686042946

კალაძე ახალი გამგებელი
კახა კალაძე „ფორმულას“ მიერ გაფორმებული კონტრაქტის შესახებ: ეს არის კეზერაშვილის იმიჯის გასამყარებლად გადაყრილი ფული

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ, ამერიკულ საკომუნიკაციო/ლობისტურ ფირმა Cornerstone Government Affairs-თან გაფორმებული კონტრაქტი სინამდვილეში დავით კეზერაშვილი...

პოლიტიკა 1686042835

მაია სანდუ
მზად ვართ გაგიწიოთ დახმარება წყალდიდობასთან გასამკლავებლად - სანდუ ზელენსკის

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ უკრაინას ნოვა კახოვკას აფეთქების შედეგად მიყენებული ზიანის დასაძლევად დახმარება გაუწიოს. როგორც სანდუ წერს, რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1686042612