„თუ ამ სანქციას მოუხსნიან საქართველოს მოქალაქეებს, ეს იქნება კარგი ჩვენი მოქალაქეებისთვის“ - ირაკლი კობახიძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე
პოლიტიკა • 1679568287 469

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოვლის აღდგენას კონსულტაციები არ სჭირდება.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება რუსეთმა ცალმხრივად მიიღო და მისი შეცვალაც რუსეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
„ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. თავის დროზე სანქცია რუსეთმა დაუწესა საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს. თუ ამ სანქციას ისინი მოუხსნიან საქართველოს მოქალაქეებს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ კარგი ჩვენი მოქალაქეებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ გაუდვილდებათ მიმოსვლა საქართველოში. ეს იყო თავის დროზეც ცალმხრივი გადაწყვეტილება და ახლაც იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება, ამას კონსულტაციები არ სჭრდება“, - განაცხადა, ირაკლი კობახიძემ.რუსეთი და საქართველო პირდაპირი ფრენების აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ რუსების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქება ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომ გათავისუფლებას ვერ შეაჩერებს - " მტრის მზაკვრული ქმედებები, რომელიც ქმნის სოციალურ და ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1686046822

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის2023 წლის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნას...
საზოგადოება • 1686046606

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) და ევექსი ჰოსპიტლებმა EBRD-ის 2023 წლის მდგრადობის ოქროს ჯილდო ყველაზე მაღალ კატეგორიაში მიიღო. კერძოდ, ევექსი ჰოსპიტლები გამარჯვებული გახდა გარემოს დაცვისა და სოცია...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1686045974

BBC დანგრეული კახოვკის ჰესის ვიდეოს აქვეყნებს.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1686044428

"კახოვკას ჰესის განადგურება ათასობით ადამიანს აყენებს საფრთხის ქვეშ და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. ეს აღმაშფოთებელი ქმედებაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში," წერს N...
მსოფლიო • 1686043385