„თუ ეს კანონი ძალაში იქნება, საქართველოსთვის დაიხურება ევროკავშირის კარი და გზა“ - ვაგენერი რუსულ კანონზე

პოლიტიკა 1720615473

ვაგენერი

დაიწყებს თუ არა ევროკავშირი საქართველოსთან მოლაპარაკებებს? - გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, რობინ ვაგენერი ჟურნალისტებთან საუბრის დროს უმწვავეს გზავნილებს აჟღერებს.

 

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის ოფიცერი ღიად აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში რუსული კანონი ძალაში იქნება, ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი სრულად დაიხურება.

ევროპელი კოლეგა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს და დასძენს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი და "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული რიტორიკა  ევროპულ ღირებულებებს ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება.

მე პირადად ვიყავი მხარდამჭერი იმისა, რომ სტატუსი მიეღო ქვეყანას, ეს სტატუსი მიანიჭეს საქართველოს იმის გათვალისწინებით, რომ გატარებულიყო რეფორმები, უზრუნველყოფილიყო ურთიერთობები ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში დავინახეთ რეგრესი. ძალიან შეწუხებული ვარ იმიტომ, რომ კანონი იქნა მიღებული უპრეცედენტო პროტესტების ფონზე.

ეს კანონი ეწინააღმდეგა ევროკავშირის ფასეულობებს და ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში უნდა, ის სხვაგვარად უნდა იქცეოდეს. მიუღებელია ორგანიზაციებს მიეკრას ეტიკეტი, თითქოს, ისინი მუშაობენ საქართველოს ინტერესების საზიანოდ.

ეს არარის ერთადერთი პრობლემა. კანონი საარჩევნო კანონმდებლობის ესეც პრობლემურია, ასევე ლგბტ კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებს. ასევე რიტორიკა, წარმოუდგენელი შეთქმულების თეორიები, ეს რიტორიკა თან მიმართულია არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. იმ ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც ევროგაერთიანებას მხარს უჭერს, საერთოდ გაუგებარია, როგორ შეიძლება ეს რიტორიკა გამოიყენებოდეს პარტნიორებისა და მოსახლეობისთვის.

საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის წევრობა უნდა, როცა უკრაინა და მოლდოვა იწყებს მოლაპარაკებებს, საქართველომ გადაწყვიტა ამ დროს განზე გადგომა. მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, თუ ეს კანონი ძალაში იქნება, საქართველოსთვის დაიხურება ევროკავშირის კარი და გზა", - ამბობს რობინ ვაგენერი.
აშშ-ის შემდეგ სანქციებს გერმანიაც აანონსებს - პიტერ ფიშერის კომენტარიდან ირკვევა, რომ საქართველო პროექტებისთვის ახალ ფინანსურ დახმარებას ვეღარ  მიიღებს.

გერმანიის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კურსის გამო, EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხუხაშვილი
„ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა.1. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია აღიარებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი.გა...

პოლიტიკა 1721189573

ქალთა ნაკრები
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ირის ანტმანის გუნდმა ლიეტუვის ნაკრების სტუმრად, მინიმალური ანგარიშ...

სპორტი 1721188625

კოიძე
ვიდეო: „უაიმე, ჩვენი მადო რა დღეშია... ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია“

ბლოგერი დომენიკ მანგოუაიმე ჩვენი მადო რა დღეშია თურმე    დიდი არაფერი მადონა რას ფიქრობს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია.  

სოცმედია 1721188545

ზარქუა
„190 მეტრზე როგორ აიტანა თინეიჯერმა იარაღი და ისროლა 7-ჯერ? - ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ ჩვენც შევეცდებით, არგუმენტირებულად ვუპასუხოთ“ - ირაკლი ზარქუა

190 მეტრზე თინეიჯერმა როგორ აიტანა იარაღი და როგორ ისროლა 7-ჯერ, ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ უკვე ჩვენც შევეცდებით, რომ არგუმენტირებულად ვუპასუხოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნ...

პოლიტიკა 1721187422

ხაზრაძე და ცოლი
„იმ უბაფთო, მაღალ გოგოს, ირინა ხიდეშელს და მე დღეს უკვე ხუთი შვილი გვყავს“ - მამუკა ხაზარაძის სიყვარულის ამბავი

მამუკა ხაზარაძე თავისი წიგნიდან ,,ფეისბუქზე” კიდევ ერთ ნაწყვეტს აქვეყნებს:ყველაზე მაღალი გოგო მეხუთე კლასში თანაკლასელ ბიჭებში ყველაზე დაბალი ვიყავი. დილაობით სკოლაში დილის გამამხნევებელი ვარჯიშები ტა...

სოცმედია 1721186996

ნანუკა ჟორჟოლიანი
,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს? რატომ ვქენით ეს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ოლიმპიელების ჩაცმულობას სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს: ,,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს 😔 რატომ ვქენით ეს:( ფეხბურთელების “შეფუთვაზე” ვინც იზრუნა მათთვის რომ მი...

სოცმედია 1721186765