„ტყუილი სააკაშვილის ცხოვრების წესია – ეს ადამიანი იტყუებოდა მაშინაც, როცა ამბობდა: „მომწამლეს, მაწამებენ, არ მკურნალობენ, ვშიმშილობ” - ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა 1723645748

ირაკლი ქადაგიშვილი

„ზოგადად, ტყუილი სააკაშვილის ცხოვრების წესია – „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“. ეს ადამიანი იტყუებოდა მაშინაც, როცა ამბობდა, რომ „მომწამლეს, მაწამებენ, არ მკურნალობენ, ვშიმშილობ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, „სამწუხარო ის არის, რომ ქართული ე.წ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ტყუილის გარშემოა გაერთიანებული და ცდილობენ, ამ ტყუილის გარშემო ამყოფონ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი.”

„ზოგადად ტყუილი მისი ცხოვრების წესია. აქედან გამომდინარე „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო”. ეს ადამიანი იტყუებოდა მაშინაც, როცა ამბობდა, რომ „მომწამლეს, მაწამებენ, არ მკურნალობენ, ვშიმშილობ“ და საერთოდ ყველა ფეხის ნაბიჯზე როგორც კი მიკროფონთან ან კომუნიკაციის რაიმე საშუალება მიეცემა ხოლმე, მაშინვე ტყუილების კორიანტელს აყენებს. 

 

ის რომ იტყუება, ეს მისი სტილი და ხელწერაა და ამაში გასაკვირი არაფერია. სამწუხარო ის არის, რომ ქართული ე.წ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ტყუილის გარშემოა გაერთიანებული და ცდილობენ, ამ ტყუილის გარშემო ამყოფონ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განმარტავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის „ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“.

„განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს. მათ წინადადებას ველით”. – ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჰელსინკის კომისია
„MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს, ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში, მხარი დაუჭიროს“ - ჰელსინკის კომისია

 "MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში მხარი დაუჭიროს", - ამის შესახებ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია X-ზე წერს. ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით...

პოლიტიკა 1725808634

ივანიშვილი
„კონსტიტუციაში ეკლესიის როლს ავსახავთ იმ ფორმით, როგორსაც იმსახურებს“ - ბიძინა ივანიშვილი

გამარჯვებისთანავე გადავდგამთ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერებისა და დაცვის მიზნით. ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს, სწორედ იმ ფორმით, როგორსა...

პოლიტიკა 1725808293

ივანიშვილი-ღარიბაშვილი
"რომ არა ბატონი ბიძინა დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა" - ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლანძღავს პრეზიდენტს და ტრადიციულად აქებს ბიძინა ივანიშვილს -  ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით განოსვლისას სალომე ზურაბიშვ...

პოლიტიკა 1725807825

მონა ჩიგოგიძე
ვიდეო: "რუსის მონა" - მოქალაქე დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს

ხალხი რუსული კანონის მიმღები დეპუტატების წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს "მოღალატე" და "რუსის" მონა ეძახეს.   ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.   ვიდეოში ისმის უცენზურო მიმართვებ...

პოლიტიკა 1725807332

ენმ
რაჭაში, ენმ-ს წევრს ავტომობილი დაუზიანეს

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ამბროლაურის ორგანიზაციის წევრს, ბესო ქართველიშვილს ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მოხდა. კოალიციაში "ქართული ოცნების" პასუხ...

პოლიტიკა 1725806071

ცესკო
ცესკო: 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორი...

საზოგადოება 1725804776