„უკიდურესად მძიმეა“ - ენდოკრინოლოგი მიხეილ სააკაშვილზე
პოლიტიკა • 1675077765 354

"პაციენტის მდგომარეობა დღეისთვის არის არა მძიმე, ან საშუალოდ მძიმე, არამედ უკიდურესად მძიმე", - ასე აფასებს ექიმი ენდოკრინოლოგი, ლალი ჯავაშვილი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ექიმმა სასამართლო სხდომაზე, სადაც მოწმის სახით იკითხებოდა, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს კახესიური მდგომარეობა და იგი არა თუ არ, არამედ ვერ იღებს საკვებს.
"დღეს პაციენტის წონა არის 69 კილოგრამი. განსხვავება [დაკავების დროს წონასთან] გახლავთ წონისა 45 კილოგრამი. პრაქტიკურად 30 პროცენტზე მეტი წონის კლების პროცესი ავტომატურად ითვალისწინებს კახესიას. ფაქტი არის სახეზე, ჩვენ ნამდვილად გვაქვს კახექსიური მდგომარეობა. არ ჭამს თუ ვერ ჭამს, მე სულ მიმაჩნდა რომ პაციენტი ვერ იკვებება, რადგან მას მთელი რიგი გარემოებები უშლის ამაში ხელს. მე ექიმი, როგორც ენდოკრინოლოგი და ნუტრიციოლოგი ასვე, მყარად განვაცხადებ და არაფრით ჩემს სიტყვებს უკან არ წავიღებ, რომ პაციენტი ვერ იკვებება. კახექსიური მდგომარეობა არის იქამდე მისული, რომელიც ალბათ რამდენიმე დღეში გამოწვევს პოლიორგანული უკმარისობის დაწყებას. თავისთავად ცხადია ამ ყველაფერს ჰქვია უკიდურესად მძიმე", - ამბობს ლალი ჯავაშვილი.შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე მსჯელობენ

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პატრიარქთან შეხვედრას ეხმიანება და სოცქსელში წერს: „ხვიჩა კვარაცხელიას საპატრიარქოში მიპატიჟების მთელი არსი ამ ფოტოშია: ვერ ძღება დიდებით ილია მეორე და საჭირო...
სოცმედია • 1679581956

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია. იოსელიანი ვივა მედის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კლინიკა პენიტ...
პოლიტიკა • 1679581449

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ კანონს ხელი მოაწერა. ნატო-ში გაწევრიანებაზე ფინეთის განაცხადის რატიფიცირება ალიანსის წევრი 30 -დან 28 ქვეყანამ უკვე...
მსოფლიო • 1679580199

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: “უკიდურესი სიმხდალის და უღირსობის გამოვლინება:მეგობარს “ებლატავები” იმ გათვლით, რომ შეეცოდები და ხელს არ შემოგიბრუნებს და მტერს ენას უჩლიქავ იმიტომ, რომ ხელის შემობრუნების გ...
სოცმედია • 1679577645

საქართველოს ბანკი სტარტაპების მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება, კავკასიის უნივერსიტეტშ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1679576414

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ რუსეთის მიერ, იმ მფრინავების დაჯილდოებაზე ისაუბრა, რომლებმაც შავი ზღვის თავზე, ამერიკული დრონი ჩამოაგდეს. "საუკეთესო შემთხვევაში, უბ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1679576083