„უნდა გახდეს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პრემიერი, იუმორისტული ჟანრიდანაა“ - რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე
პოლიტიკა • 1686224102 293

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე 2024 წლის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრის კანდიდატად შესაძლო წარდგენის საკითხს იუმორისტული ჟანრის შეთავაზებას უწოდებს. ის ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე არაა და შესაბამისად პოლიტიკაში ვერ იქნება ჩართული.
"იუმორისტული გადაცემისთვის გინდათ ეს კომენტარი, თუ საინფორმაციოსთვის. უნდა გახდეს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პრემიერი და ჩაერთოს პოლიტიკაში, ნამდვილად იუმორისტული ჟანრიდან არის. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, ეს ასე ვერ მოხდება, ელემენტარულად, მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა, ამ ეტაპზე უცხოელს საქართველოში არ აქვს არც აქტიური არც პასიური საარჩევნო ხმა. ნამდვილად გასაკვირია, უნდა ვთქვა ის, როდესაც სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი, გადის საქართველოს მოქალაქეობიდან და იღებს უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობას", - თქვა ბრეგაძემ.
ენმ-მ არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. პარტიაში გვიდასტურებენ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები მომავალ არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი იყოს, თუმცა ამბობენ, რომ მთავარი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
რამდენიმე დღის წინ "ნაციონალურმა მოძრაობა" გააჟღერა ინიციატივა, რომ ოპოზიცია მათ გარშემო გაერთიანდეს, თუმცა პარტიებს ეს შეთავაზება არ მიუღიათ.

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, მთავარი არხის ეთერში, ამბობს:ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ჰქვია ე.წ ოთარის გვარდია თუ არმია, როგორც არის. 2 000 არის მარჯვენ...
პოლიტიკა • 1695959631

გიორგი გახარიას გუნდი სოფო მდინარაძემ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მდინარაძემ "პირველებს" დაუდასტურა, თუმცა მიზეზებზე საუბარი არ ისურვა. სოფო მდინარაძე გიორგი გახარიას პარტიაში საზოგადოებასთან ურთ...
პოლიტიკა • 1695959507

საქმის გარჩევა შუშის სასახლეში - როგორ აიძულებდნენ პრეზიდენტად 2 თვის არჩეულ გიორგი მარგველაშვილს გადადგომას? 10 წლის წინ, სოლოლაკის სასახლეში შემდგარი შეხვდრის დეტალები "ტვ პირველის" ეთერში, გადაცე...
პოლიტიკა • 1695959362

ლელა კაკულიას გვერდი აქვეყნებს წინასწარმეტყველებას, რომელიც აქამდე არ გამოქვეყნებულა. „გთავაზობთ ლელა კაკულიას რამდენიმე წინასწარმეტყველებას, რომლებიც აქამდე არ გამოქვეყნებულა: 2023 წლის 8 აგვისტო ამწ...
სოცმედია • 1695959204

"კურიერმა" მოიპოვა იმ ქალის ჩვენება, რომელიც ახალშობილი შვილის მკვლელობაშია ბრალდებული. 30 წლის ქალი ირწმუნება, რომ ორსულობის შესახებ 8 თვე არაფერი იცოდა. მისი ადვოკატი ინტერვიუში ამბობს, რომ ახალგაზ...
კრიმინალი • 1695959123

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია გადაცემაში “ღამის მთავარი” ამბობს: ტელევიზიაში მე დირექტორი არ ვარ და არც დავბრუნდები… მე მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგებს. მე 2024 წელს მინდა, რომ...
პოლიტიკა • 1695958878