უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს -| TI

პოლიტიკა 1726222284

გაბინაშვილი

"სართაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი 2024 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარ უძრავ ქონებას არ უთითებს.

 

კერძოდ, მერაბ გაბინაშვილმა არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება:

121.16 კვ.მ. ფართი თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე;
801 კვ.მ. მიწა და მასზე მდებარე შენობა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში.
"მერაბ გაბინაშვილი  სასამართლო სისტემაში არსებული მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ერთ-ერთ წევრად მოიაზრება. იგი 2006-2007 წლებში, გორში მიხეილ ჩინჩალაძის პროკურორობის დროს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. 2015 წელს მან, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში 3 წლიანი ვადით დანიშვნას. გაბინაშვილის სასამართლო კლანთან კავშირების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს", - წერია განცხადებაში."საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს მერაბ გაბინაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი კალანდარიშვილი
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მა...

საზოგადოება 1728469283

მიხეილ სააკაშვილი
„ჩემს ადვოკატს აუკრძალეს დოკუმენტების შემოტანა, თუ წინასწარ არ გაივლის მათ ცენზურას“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ადვოკატს ადმინისტრაციამ მასთან დოკუმენტების შეტანა აუკრძალა, თუ წინასწარ ცენზურას არ გაივლიან.   "გუშინ ევროპარ...

პოლიტიკა 1728467766

სასამართლოო საკონს
რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.   მოსამართლეთა კოლეგიამ კანონის ამოქმედება არ შეაჩერა და საქმე...

პოლიტიკა 1728465140

პოლიტიკა
„ევროპარლამენტი ითხოვს, დასანქცირდეს მშვიდობის გარანტი, გათავისუფლდეს ომის გარანტი, გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი, დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, დავუწესოთ სანქციები რუსეთს“ - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი...

პოლიტიკა 1728464809

ისრაელია
საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს

საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კეთდება. საარჩევნო უბნის დახურვის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამ...

პოლიტიკა 1728464459

ცეკვის მასწავლებელი  ცემა
ბავშვის ცემაში ბრალდებული ცეკვის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ბათუმში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის თამარ მესხიძის განცხადებით, ცეკვის მასწავლებელი, რომელმაც 12 წლის მოზარდს სცემა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. "პედაგოგმა იძალადა მოსწავლეზე. ეს ფაქტი ი...

საზოგადოება 1728463798