„ვაშველებდით“ - ზარქუა ოხანაშვილის მიერ ვატო წერეთელზე თავდასხმაზე

პოლიტიკა 1656614316    929

ზარქუა

"ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა, ანრი ოხანაშვილის მხრიდან ვატო წერეთელზე თავდასხმას ეხმაურება და მას ბინძურ პროვოკაცის უწოდებს. ზარქუა, სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე და წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია.

დღეს ადგილი ჰქონდა ბინძურ პროვოკაციას, ჩემი მეგობრის, ანრი ოხანაშვილის მიმართ!! ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე, ვახო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცმყოფელი სიტყვებით მიმართა,
რომლის აქ დაწერაც კი მეუხერხულება. ბუნებრივია, ასეთ საქციელს და ამ შეურაცხყოფის მოტივის და მიზეზის დადგენის მცდელობისას, მოყვა გარკვეული შელაპარაკება და დაპირისპირება მათ შორის!!!.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მხოლოდ მათ შორის! ხოლო დანარჩენები ვინც იქ შევესწარით ამ ამბავს, მათ ვაშველებდით! ეს არის სიმართლე და ეს ნახა იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა და ამას დაადგენს კადრებიც თუ გასაჯაროვდა!

ხოლო რაც ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, რომ თურმე 4 კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ, ეს არის მტკნარი სიცრუე და ეს არაფერში წერია!!! ბუნებრივია, ცუდია რაც მოხდა და მიუღებელია, მაგრამ როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო რომ პასუხს მიიღებ იმ კაცისგან! კიდევ ერთხელ ვამბობ, რათქმაუნდა დასაგმობია რაც მოხდა და მიუღებელი! თუმცა უნდა ითქვას,რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრის წინააღმდეგ", - წერს ზარქუა.შეგახსენებთ, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა, "ტვ პირველის" მფლობელს, ვატო წერეთელს თვითმხილველების თანდასწრებით ხელი დაარტყა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გაქირავება
რა რუსები, თქვენ არ ინდობთ თქვენს ერს... როგორც ჩამოვედი თბილისში, ისე ვბრუნდები უკან - რას წერს პირველკურსელი სტუდენტი

პირველკურსელი სტუდენტი, ნინიკო დვალი თბილისში გასაქირავებელი ბინების სიძვირესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს: "ესეიგი, ვიწვალე, ვიშრომე იმისთვის, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, ცხოვრების ახალ...

სოცმედია 1660159852

ასტროპროგნოზი
11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი გადაწყვეტილების მიღებისას ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით მის შედეგებზე. პროფესიულ საქმიანობაში განვითარების კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ. ფინანსური კუთხით იღბლიანი დღე გაქვთ. მეგობრებთან ერთად უფ...

ეს საინტერესოა 1660159125

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 11 აგვისტოს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მ...

საზოგადოება 1660157119

კახოვკას ხიდი
გამანადგურებელი დარტყმა რაშისტებს - უკრაინელებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს - ინფორმაციას ხერსონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ჰესის მახლობლად მდებარე ხიდი მნიშვნელოვანი იყო ოკუპანტებისთვის ლოჯისტიკურად - დარტყმა იყო...

რუსეთ-უკრაინის ომი 1660150800

დაპირისპირება
ყოფილი დეპუტატისა და პოლიციის მაღალჩინოსნის დაპირისპირება ახალქალაქის ცენტრში

დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში ერთმანეთს სოფელ კუმურდოს ყოფილი დეპუტატი, აშოტ საარიანი და პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრანიკ პ...

სამართალი 1660150631

რუსი მამაო ქათმები
ეს ვიდეო აუცილებლად ნახეთ - რუსმა მღვდელმთავარმა ქათმები დალოცა

უკრაინის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარმა, ოდესელმა მიტროპოლიტმა აგათანგელოზმა ეპარქიის საქათმე მოინახულა და ქათმები დალოცა.  

მსოფლიო 1660147344