ვიდეო: „ამაზე მე ვაგებ პასუხს…” – რას ამბობდა ივანიშვილი ფარცხალაძეზე 2018 წელს

პოლიტიკა 1694834641    1190

ივანიშვილი ფარცხალაძე

2018 წელს “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების პირველი ტურის წინ გამართულ ორ ცნობილ პრესკონფერენციაზე არაერთხელ დაიცვა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის პოზიცია, ის ამბობდა, რომ იცოდა მის კონკრეტულ საქმეებზე, მაგალითად, იცოდა ყიფიანის ცემის საქმე, იცნობდა მერიის საქმეს, ჰქონდა კითხვის ნიშნები მის ქონებაზე, თუმცა, იქეთ სვამდა კითხვას – რატომ უნდა დავსაჯო ფარცხალაძე? გარდა ამისა, ის პირდებოდა ყველას იმასაც, რომ თავად იქნებოდა პასუხისმგებელი ფარცხალაძის საქმეებზე.
სად წავიდა ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა ფარცხალაძის საქმეზე – ამ კითხვაზე პასუხი, არ გვაქვს, გამომდინარე იქედან, რომ ისიც კი უცნობია, სად წავიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2018 წლის ჩათვლით, სრულად იღებდა პასუხისმგებლობას არჩევნების შედეგებზეც და ხელისუფლებაზეც.

 

ბიძინა ივანიშვილის 2018 წლის განცხადებები ოთარ ფარცხალაძეზე:

ასევე მახსენებენ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები რესტორანში მომხდარ ინცინდენტს, აუდიტის სამსახურის თავმჯდომარეს, თორდიასა და ფარცხალაძეს შორის. იქ მე კითხვას ვუსმავ, რაზეც მათ პასუხი არ აქვთ. თორდია მაშინ მოვალეობას ასრულებდა, სამსახურის უფროსი იყო, იყო მთვრალ მდგომარეობაში და არანაკლებ აგრესიულად იქცეოდა, ვიდრე ფარცხალაძე და ეს საქმე დღემდე გარჩეული არ არის. ფხიზელმა ფარცხალაძემ მთვრალ თორდიას თუ როგორ აუტეხა დებოში, ამაშიც მე არ ვეთანხმები.

თუ დადგება იქ რამე კითხვის ნიშნები, მე გარწმუნებთ, ვიქნები პირველი ვინც მოვითხოვ სიმკაცრეს, კანონის სიმკაცრით აგებს ფარცხალაძე პასუხს, თუ ვერ ასაბუთებს თავის ქონებას.

არ იყო სარწმუნო, რომ ეს ფული აქედან გააკეთა, ეს ჩემთვისაც არ იყო სარწმუნო. შვილებს გეფიცებით, ამაზე მეტი არ ვიცი ამ თემიდან. რასაც ეცადა ადვოკატი ფინანსებზე, გეთანხმებით, კითხვებს ტოვებს.

მე ​ერთადერთ თემაში ვიყავი ძალიან აქტიური, როდესაც მერიასთან, თუ გახსოვსთ, მე თვითონ მაქვს ყველა საბუთი ნანახი, მე თვითონ გავარჩიე, არ მაქვს კითხვები, აქვე გეუბნებით. ახლა მე არ მაქვს საბუთები წამოღებული, მერიას არავითარი მასზე ლობირება არ გაუკეთებია და მისთვის შეღავათი არ მიუცია, პირიქით უფრო დგას კითხვის ნიშანი, რომ იმაზე მეტი გადაიხადა, რაც საბაზრო იყო. ამაზე მე ვაგებ პასუხს. მე დოკუმენტები ახლა არა მაქვს. თუ გნებავთ, ჟურნალისტებმა იაქტიურეთ. ოდესღაც, როდესაც გამოძიება დასრულდება და საბუთები დაიდება ფარცხალაძეზე, მე დაგესწრებით, მოვაგროვოთ ყველა საბუთი და გავარჩიოთ საჯაროდ. აი ამას გპირდებით. მანამ, სანამ გამოძიება მიდის.

რატომ უნდა დავსაჯო ფარცხალაძე, გაუგებარია…

ყიფიანი მივიდა ოფისში ფარცხალაძესთან, შეაგინა, ფარცხალაძემ დაარტყა, თუ სცემა…

ფარცხალაძე 5 წელია, რაც ხელისუფლებიდან წავიდა და გადადგა საკუთარი სურვილით, როცა ეჭვები გაჩნდა მის წარსულთან დაკავშირებით. 5 წელია ცდილობს ბიზნესი აკეთოს. რა თქმა უნდა, არის კითხვები, რომ ის ოდესღაც თანამდებობის პირი იყო და ახლა ბიზნესს აკეთებს, ამიტომ ჟურნალისტებს უნდა გქონდეთ მახვილი მზერა, რომ არაფერი გამოგეპაროთ – ან ძველი პერიოდის შემთხვევაში ხომ არ დააგროვა მან ქონება, ან ახლა ხომ არ იყენებს თავის სამეგობროსთან კავშირებს, რამეთუ პროკურატურაში მუშაობდა?! კითხვები არის აბსოლუტურად ლოგიკური და გეთანხმებით, რომ ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. მათ რიცხვში, მე მაქვს ვალდებულება, რომ გიპასუხოთ. დამახინჯებული, გაზვიადებული ბრალდებები ამ ფარცხალაძესთან, რასაც ცდილობს ოპოზიცია, რომ ფარცხალაძე ჩემთან კოორდინირდება, სარდაფში ხალხი დაყავს და გაუპატიურებით ცდილობს, რაც ეცადნენ ჩანაწერებში, რაც სიმართლეს არ შეეფერება, ამით ნუ დავამძიმებთ

ის ჩემი მეგობარი არაა, როგორც მე ვიცი, ჩემი ბერა გახლავთ მაგის შვილიშვილის ნათლია…“

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჯაბა
ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან მონ...

განათლება 1695811715

tbc
გადაიხადე კომუნალურები თიბისი ფეიზე!

კომუნალური გადასახადების დაფარვა ყოველთვიურად გვიწევს. რთულია, ყველა პროვაიდერს ადევნო თვალი, შეინახო ქვითრები და შემდეგ არ გამოგრჩეს გადახდის თარიღი. თიბისი ფეიზე ყველა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1695811593

tbc
ავტომატიზებული კომუნალური გადახდები თიბისი ფეიზე

კომუნალური გადასახადების დაფარვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველ თვეში გვიწევს, თვალი ვადევნოთ მოსალოდნელ გადასახადებს და შემდეგ არ გამოგვრჩეს გადახდის თარიღი. ეს საკმაოდ დამთრგუნველი პროცესია, თუ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1695811363

კალაძე
1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონებში არსებულ ქუჩებში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის  მთავრობის ს...

საზოგადოება 1695810969

kalaZe
1-ელი დეკემბრიდან მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღებას შესთავაზებს

მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავ...

საზოგადოება 1695810829

STOP
ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრ...

საზოგადოება 1695810710