ვინ არის მამაკაცი, რომელმაც თეა წულუკიანზე გაიწია და დარტყმა დაუპირა - კულტურის მინისტრი ალაპარაკდა

პოლიტიკა 1664422112

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი

 კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მასზე დასარტყმელად კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა, დავით წიკლაურმა გაიწია.

„ინფორმაცია, რომ კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან ან მოკრივეებისგან ჩემდამი იყო რაიმე წინააღმდეგობა, არის სიცრუე. ჩვენ გვყავს მოკრივეები, რომლებიც ერთი მეორეზე ღირსეული არიან თავიანთი ქცევით, არა მხოლოდ მიღწევებით, არამედ ქცევით. რაკი ამ თემამ ასეთი გამოხმაურება მიიღო, გეტყვით, რომ კი ბატონო, ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ეს ქმედება ჩემს გონებასა ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეზე ან კრივის სახეობაზე. მათ წელს იმხელა შედეგები აჩვენეს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ. ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ, მაგრამ ეს არის ასე. როგორც მეუბნებიან, მას აქვს განცდა, რომ უნდა, ჩაებღაუჭოს ფედერაციას, მაგრამ ამ ადამიანს, რომელიც პრინციპში, ამ ფაქტის შემდეგ არავინ არ არის, ცარიელი ადგილია. მე ქართულ კრივს ვერ დავაღუპინებ, რადგან მე ვარ სპორტის მინისტრი, მევალება ქართული კრივის ხელშეწყობა და რა თქმა უნდა, ეს ხელშეწყობა მათ ექნებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში.

ცნობისთვის, თეა წულუკიანმა რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, რომ როგორც ქალ მინისტრს აქვს პრობლემები გარკვეულ ფედერაციებთან და რომ მასზე დასარტყმელადაც კი გაიწიენ, თუმცა მინისტრს მაშინ კონკრეტული პირი არ დაუსახელებია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსული კანონი 1
ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში დღესაც არ შეუშვებენ

დღეს, 16 აპრილს, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და ვიზიტორებს შეეზღუდევაბთ შენობაში შესვლა. საკანონმდებლო ორგანოში ისევ არ შეუშვებენ ონლაინმედიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. მსგავსი...

პოლიტიკა 1713243244

ნათია ფანჯიკიძე
„ამ კანონს არავინ დაემორჩილება, არავინ აიწებებს იარლიყს“ - ნათია ფანჯიკიძე რუსულ კანონზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში წერს: „ნუთუ ამ ძუნძგლიან კანონს შეწირავენ ძლივს ერის გამოჯანმრთელების ნიშნებს, რაც ფეხბურთმა მოგვიტანა, ასე ერთი ხელის მოსმით გაანადგურებენ? ნუთუ არავინ ამოიღებს ხმ...

სოცმედია 1713243030

ამინდი
ჰაერის ტემპერატურა +33 გრადუსამდე მოიმატებს - ამინდის პროგნოზი

 გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: 16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. თბილისში თბილ...

საზოგადოება 1713240978

ასტროპროგნოზი
რა გელით დღეს – მიხეილ ცაგარელის 16 აპრილის ასტროპროგნოზი

მაქსიმალურად შეამცირეთ საქმიანი კონტაქტები, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას. ეცადეთ გაიაროთ დღე შეცდომების გარეშე, რადგან დღეს დაშვებული შეცდომა აუცილებლად ბუმერანგის პ...

ეს საინტერესოა 1713239975

ეკა კვესიტაძე
„გავლექსე ფაქტობრივად“ - რა ვიდეოს აქვეყნეს ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოცქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს: „მაგრამ დღევანდელი დღიდან ეს ყველაზე სახალისო ვიდეოა   ვერ მიმითითებთ ვერაფერს, კანონი მიმითითებს ყველაფერს   გავლექსე ფაქტობრივად “  

სოცმედია 1713239826

თსუ - ქართული ხორბალი1
ჯაბა სამუშიამ თსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ქართული მარცვლეული კულტურისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიება გახსნა. სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა: „ტრადიციული ქართული ს...

განათლება 1713238806