"ვიცნობ ძალიან კარგად და მომეჩვენა, რომ ღელავდა. არ არის ადვილი ამ გადაწყვეტილების გამოცხადება" - რას აცხადებს ინგა გრიგოლია

პოლიტიკა 1702008000

გრიგოლია

"ათთვიანი უმძიმესი დაპირისპირება დასრულდა იმით, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ დატოვა პარტია. არ იქნება, ალბათ, მარტივი პროცესი, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიისთვის, იმდენად, რამდენად მელიას ჰყავს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ამ პარტიაში და თქვენ ხედავდით ყოველ დღე როგორ კეთდებოდა განცხადებები ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წარმომადგენლების მხრიდან, რომ ისინი ტოვებდნენ პარტიას.

მას არ უთქვამს სად მიდის, როგორც იცით, მელიას ასეთი რამ აქვს ნათქვამი, რომ არ გამორიცხავდა ახალი პლატფორმიდან ბრძოლას. მე მომეჩვენა, ჩემი შთაბეჭდილება უნდა ვთქვა, მომეჩვენა, რომ ის ღელავდა. ვიცნობ ძალიან კარგად და მომეჩვენა, რომ ღელავდა. არ არის ადვილი ამ გადაწყვეტილების გამოცხადება, რომელიც, ალბათ, დიდი ხნის მიღებული ჰქონდა. როცა ახალი ოფისი გააკეთა, შიდაპარტიულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, უკვე ცხადი იყო, რომ ემზადებოდა ახალი პოლიტიკური პლატფორმისთვის, არ იქნება პარტიიისთვის მარტივი, პარტია ერთხელ უკვე გაიყო, ეს ხდება უკვე მეორედ და ეს არ არის ერთი და ორი კაცის გასვლა, ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი და ორივე ფლანგს აქვს ძალიან დიდი გამოწვევა.

სხვათა შორის, ერთ–ერთი ინფორმაციით, შესაძლებელია მომავალ არჩევნებში, მელია ვიხილოთ ლელოსთან ერთად."

აცხადებს ინგა გრიგოლია

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბელგიის პრემიერი
„ბელგია მყარად დგას ქართველ ხალხთან, საარჩევნო დარღვევებს პასუხი მალე უნდა გაეცეს“ - ბელგიის პრემიერი

"ბელგია მყარად დგას ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან, საარჩევნო დარღვევებს მალე უნდა გაეცეს პასუხი" - 26 ოქტომბრის არჩევნებს ბელგიის პრემიერ-მინისტრიც ეხმაურება. პოსტს  მთავრობის მეთაური...

პოლიტიკა 1730876467

მეზვრიშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნათია მეზვრიშვილს გამოკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნათია მეზვრიშვილს მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხავენ. როგორც მეზვრიშვილი წერს, მოსამართლეს ის არჩევნების გაყალბების მტკ...

პოლიტიკა 1730876354

ზაზა ბიბილაშვილი
,,ტყუილად იმშვიდებს თავს კოლექტიური ქოცი: ქუჩაში ხალხის რაოდენობაზე ბევრად მნიშვნელოვანი სხვა რამაა“ – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი:,,ტყუილად იმშვიდებს თავს კოლექტიური ქოცი: ქუჩაში ხალხის რაოდენობაზე ბევრად მნიშვნელოვანი სხვა რამაა, რაც 100%-ით ჩვენ ხელშია: თუ ოპოზიცია არ აღიარებს...

სოცმედია 1730875468

ლოსაბერიძე
„უსამართლობისთვის დუმილი და მორჩილება ვერასდროს იქნება აღმატებული მორალზე და სამართლიანობაზე“ - ვახტანგ ლოსაბერიძის მიმართვა საჯარო მოხელეებს

სოციალური ქსელის მომხმარებელი, პარტიის „ჩვენ“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ლოსაბერიძე საჯარო მოხელეებს მიმართვს: თუმცა გაკვირვება რბილი ნათქვამია, გაოგნებული ვარ იმით რომ საქართველოში მოქმედი თანამდებობები...

სოცმედია 1730875263

ნიკა მელია
„იქნება ქარი, აგვეჩეჩება თმა თუ არ აგვეჩეჩება, მოთოვს თუ არ მოთოვს, ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში, ვიდრე რეჟიმს დემოკრატიულად, სიმრავლით არ მოვგუდავთ“ - ნიკა მელია

ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში, სანამ ყველანი არ დავდგებით საპროტესტოდ და რეჟიმს დემოკრატიულად, ჩვენი სიმრავლით არ მოვგუდავთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელ...

პოლიტიკა 1730874479

ხუხაშვილი
„ნამდვილი ქოცობის დღევანდელი საზომია“ --- რაზე საუბრობს გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: ნამდვილი ქოცობის დღევანდელი საზომია “ტრამპი ჩვენია!” განწყობები…

სოცმედია 1730873894