"ვპროგნოზირებ სტატეგიული ქალაქის ლიმანის გათავისუფლებას მაქსიმუმ 3 დღეში... ყველაფერი მიდის კარგად" - მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა 1664124951

პოლიტიკოსი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მე ვპროგნოზირებ სტატეგიული ქალაქის ლიმანის გათავისუფლებას მაქსიმუმ 3 დღეში. ამის შემდეგ გაიხსნება პლაცდარმი სევეროდონეცკის, ხოლო ჩრდილოეთიდან ლისიჩანსკის ასაღებად. ამ ოპერაციას დასჭირდება დაახლოებით 1 თვე და შემდეგ უკვე მოდის ქალაქი ლუგანსკი და ლუგანსკის მთელი ოლქის გათავისუფლება. ისრაელმა პოლონეთის გავლით უკრაინას გადასცა აღჭურვილობა ირანული დრონების ჩამოსაგდებად, იქ, სადაც უკვე მიაღწია ამ აღჭურვილობამ ეს დრონები ვეღარ დაფრინავენ. ახლა ურტყამენ ოდესას, მაგრამ დარწმუნებული ვარ იდესაშიც მალე გაჩნდება (რა თქმა უნდა, ოდესაში მყავს ძალიან ბევრი წყარო) ეს იარაღი და იქაც ვეღარ დაბომბავენ.

გუშინ უკრაინელებმა ზუსტი დარტყმით მოკლეს დეპუტატი მოღალატე ჟურავკო, რომელიც წინა დღით დემონსტრაციულად იღებდა მონაწილეობას “რეფერენფუმში” და აქტიურად აგიტირებდა. ეს უკვე უკრაინის რადის მეორე მოღალატე დეპუტატია, რომელიც გაანადგურეს ხერსონში. 2008 წელს სწორედ ეს ჟურავკო აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს წინააღმდეგ ომს და ითხოვდა საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტას.

საინტერესოა ასევე, რომ ლევადას ცენტრის გამოკითხვით რუსების თითქმის ნახევარი უკვრ მოითხოვს უკრაინასთან დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს. ეს თითქმის სამჯერ მეტია ვიდრე ომის დასაწყისში, რაც ნიშნავს, რომ რუსეთში მხარდაჭერის ბაზა პუტინს კატასტროფულად ეშლება. უკრაინელების ახალ წარმატებებთან ერთად ეს ციფრი მკვეთრად გაიზრდება. ხარკოვში პრაქტიკულად შეწყდა არტილერიული თავდასხმები, ყველაფერი მიდის კარგად."

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სოხუმის აეროპორტი
საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის გასახლებას გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლებას გეგმავს. ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ადგილობრივებს 26 მარტს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამ...

პოლიტიკა 1711620000

ქუთაისის მერია
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ენმ" გაუქმდა - წასულებმა "პროგრესი" დააარსეს და "ახალს" უერთდებიან

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია სახელწოდებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს. მას შემდეგ რაც პარტია დეპუტატების უმრავლესობამ დატოვა, მათ კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს რომ ფრაქციისთვის სახე...

პოლიტიკა 1711618503

პანაშვიდი
"31 წლის შემდეგ ხელახლა განმიახლდა ეს ტკივილი" - სამებაში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 12 იდენტიფიცირებული პირიდან,  უმრავლესობა სწორედ აფხაზეთის ომის მონაწილეა, თუმც...

საზოგადოება 1711618326

ლაზარე გრიგორიადისი
ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა მოსამართლემ ისევ გადადო

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა მოსამართლემ ისევ გადადო. იყო მოლოდინი რომ დღეს განაჩენიც გამოცხადდებოდა და სასამართლოს სიტყვით ლაზარეც მიმართავდა, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა ბრალდებულისთვის დის...

სამართალი 1711618129

ბაკურიანი
ბაკურიანში ზვავში მოყოლილ ადამიანს ეძებენ

ბაკურიანში, ზვავში დაკარგულ ადამიანს ეძებენ. ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია

შემთხვევა 1711618017

ქავ
თიბისის მხარდაჭერით, თბილისი ჰილსში განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება

თბილისი ჰილსის მულტიფუნქციურ კომპლექსში, ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის გზაზე, თიბისის მხარდაჭერით, ახალი აპარტამენტების მშენებლობა იწყება. ტერიტორიაზე ახალი აპარტამენტების 3 ოთხსართულიანი შენობა აშენდება...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711616805